ლიანა გოგოლაძე (დ. 3 თებერვალი, 1933 — გ. 27 მაისი, 1993) — ქართველი მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი და ხელოვნებათმცოდნე.

დაიბადა ქალაქ ბათუმში. 1953 წელს დაამთავრა ბათუმის მუსიკალური სასწავლებელი, ხოლო 1958 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ასწავლიდა თეორიულ საგნებს თბილისის I მუსიკალურ სასწავლებელში. 1959–1993 წლებში იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბ., 2015, გვ. 116

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება