ლიანა გოგიაშვილი
ლიანა ევტიხის ასული გოგიაშვილი (დ. 3 ოქტომბერი, 1944, თბილისი) — ქართველი პათოლოგ-ანატომი; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1984 წ.), პროფესორი (1990 წ.).
ლიანა გოგიაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ლიანა გოგიაშვილი |
დაბადების თარიღი |
3 ოქტომბერი, 1944 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | პათოლოგ-ანატომი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1968 წელს. 1972 წელს დაიწყო მუშაობა ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში (ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მორფოლოგიის ინსტიტუტი): იყო ციტოლოგიის განყოფილების უმცროსი, უფროსი (1976–1986 წწ.) და მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (1986–2005 წწ.), ადამიანის ზოგადი პათოლოგიისა და ადამიანის ეკოლოგიის განყოფილების გამგე (2005–2006 წწ.), კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2006 წლიდან). გოგიაშვილის სამეცნიერო შრომები ეძღვნება გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პათოლოგიებს.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- (რუსული) Ультраструктура сердечно-сосудистой системы в норме и патологии (თანაავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1986.
- (რუსული) Функциональная морфология сердечно-легочного синдрома (თანაავტორი). - Тбилиси, Ганатлеба, 1982.
- (რუსული) Регенерация рочки в раннем постнатальном периоде развития организма (ავტორი). - Тбилиси, Мецниереба, 1977.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 61.