ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლიანა ბითაძე (დ. 11 ივნისი, 1951) — ქართველი ანთროპოლოგი, ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი.

1976 წელს დაამთავრა კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი.

1970-1968 წლებში ტომსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰემატოლოგიის ლაბორატორიის პრეპარატორი. 1978-1976 წლებში კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის გენეტიკის ლაბორატორიის ლაბორანტი. 1981-1978 წლებში კემეროვის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმცროსი მეცნიერ-თნამშრომელი. 1978-1982 წლებში კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადამიანის გენეტიკის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თნამშრომელი. 1987-1988 წლებში კემეროვოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრის უფროსი მასწავლებელი. 1988-1991 წლებში არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გვიანბრინჯაოს ადრერკინის ხანის არქეოლოგიის განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1991-1998 წლებში დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტის აღწარმოების განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1998-2000 წლებში საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს დემოგრაფიის დაპარტამენტის ოჯახის დაგეგმარებისა და სამედიცინო დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი. 1998 წლიდან ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი .

1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „Антропология и популяционная генетика шорцев.“ 2006 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „კავკასიონის ტიპის გენეზისი ანთროპოლოგიური მონაცემების მიხედვით.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • კოლხური გვარსახელის გენეზისი მრუდე სარკეში (რედაქტორი) თბილისი, 2020 გვ. 304 ISBN: 9789941822100
  • პრაქტიკული ანთროპოლოგია : (სახელმძღვ.) (თანაავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2014 გვ. 360 ISBN: 9789941133596
  • ქართლის მოსახლეობის ეთნიკური ვინაობის საკითხები და ანთროპოლოგიური ტიპის ცვალებადობა ძვ.წ. III ათასწლეულიდან XX საუკუნის ჩათვლით = Questions of ethnic entity of the population of Kartli Region and changes of anthropological type from III millennium B.C. through XX A.D. : [მონოგრაფია] (თანაავტორი). - თბილისი, მერიდიანი, 2011. - გვ. 856 ISBN: 9789941104435
  • ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი სამხრეთ კავკასიის მილსადენი და არქეოლოგია საქართველოში = Rescue archaeology in Georgia: The Baku-Tbilisi-Ceyhan and South Caucasian pipelines (თანაავტორი). - თბილისი, საქ. ეროვნ. მუზეუმი, 2010 გვ. 624 ISBN: 9789994098040
  • აფხაზების ანთროპოლოგიური ისტორია : [მონოგრაფია] (თანაავტორი). - თბილისი, უნივერსალი, 2008 გვ. 312 ISBN: 9789941124006

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. თბ., 2012 გვ.403.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლიანა_ბითაძე“-დან