ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეშეკ I "თეთრი" (პოლ. Leszek I Biały) (დ. 1186; გ. 1227) - პოლონეთის სენიორჰერცოგი 1202-1227 წლებში.

ლეშეკ I

ლეშეკი სანდომიეჟის თავადის კაზიმირ II-ის ვაჟი იყო და ცდილობდა მამის ადგილი დაეკავებინა კრაკოვის სენიორატის სათავეში. მისი მთავარი პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო მისივე ბიძა მიეშკო III. 1202 წელს ლეშეკ I ბიძა დაამარცხა და კრაკოვის ტახტს საბოლოოდ დაეუფლა. ლეშეკის საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართული იყო კიევის რუსეთის წინააღმდეგ. იგი წარუმატებლად ცდილობდა გალიციის ნაწილის დაუფლებას და ამის გამო შეტაკება მოუხდა უნგრეთის სამეფოსთან.

1227 წელს ლეშეკ I გაზავასთან მოსალაპარაკებლად შეხვდა პოლონელ მთავრებს ვლადისლავ III წვრილფეხას და ჰენრიკ I წვეროსანს. მოლაპარაკებისას მათ თავს დაესხათ პომერელიის ჰერცოგი სვიატოპოლკი. ლეშეკმა გაქცევა მოასწრო, თუმც გზაში ტრაგიკულად დაიღუპა