ლექსო გუგავა
ლექსო გუგავა (დ. 17 აგვისტო, 1982)[1] — ყოფილი ქართველი მორაგბე და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი.
ლექსო გუგავა | |
---|---|
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 17 აგვისტო, 1982 |
დაბადების ადგილი | ლენტეხი, საქართველო |
სიმაღლე | 184 სმ |
წონა | 91 |
საქმიანობა | სპორტსმენი |
ინფორმაცია კლუბის შესახებ | |
პოზიცია | უკანა ხაზი |
ეროვნული ნაკრები |
ლექსო გუგავას პროფესიული კარიერა დაიწყო კლუბ „ლოკომოტივში“, ხოლო კარიერის დასასრულს კლუბ „ლელოს“ შეუერთდა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ლექსო გუგავას 25 კეპი აქვს მოხვეჭილი. ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დადებული აქვს ხუთი ლელო და მიღებული აქვს ერთი წითელი ბარათი. მის კარიერაში გამორჩეული მატჩი შედგა 2010 წლის 27 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, როდესაც მატჩის ბოლო წუთზე გამარჯვების ლელო გაიტანა.[2] გუგავას მიღებული აქვს მონაწილეობა 2011 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე.
სარაგბო კარიერის დასრულების შემდგომ, 2012 წლის 4 დეკემბერს ლექსო გუგავა საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.[3] ამჟამად ლექსო გუგავა მუშაობს საქართველოს რაგბის კავშირში, ოპერაციული დირექტორის თანამდებობაზე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლექსო გუგავა დაარქივებული 2016-04-29 საიტზე Wayback Machine. — ESPN
- ლექსო გუგავა დაარქივებული 2016-08-21 საიტზე Wayback Machine. — ლელო
- ლექსო გუგავა — Eurosport
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ლექსო გუგავა. ლელო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-21. ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2018.
- ↑ ლექსო გუგავა: “ახალმა მწვრთნელებმა ის დანერგეს, რაც არასდროს გვქონია”. RUGBY.worldsport.ge (8 ეკემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2018.
- ↑ საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტად ლექსო გუგავა აირჩიეს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (4 დეკემბერი, 2012). ციტირების თარიღი: 22 მარტი, 2018.