ლექსი პროზად
ლექსი პროზად — პროზის ფორმით დაწერილი ლირიკული ნაწარმოები. აქვს ლირიკული ლექსის შემდეგი ნიშნები: მცირე ზომა, სტროფების მსგავს მცირე აბზაცებად დაყოფა, ამაღლებული, ექსპრესიული სტილი, მკაფიოდ გამოხატული სუბიექტური განცდა, უსიუჟეტო კომპოზიცია. სამაგიეროდ არ გააჩნია მეტრი, რიტმი და რითმა. ამდენად განსხვავდება ვერლიბრისა და რიტმული პროზისგან. ტერმინი ლექსი პროზად შემოიტანა შარლ ბოდლერმა.