სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგოლაძე.

ლერი დავითის ძე გოგოლაძე (დ. 1 აპრილი, 1938, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა წყალბურთელი და მათემატიკოსი. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-ფიზიკის ფაკულტეტი. 1985 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი, ხოლო 1987 წელს ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა პროფესორის. 1985–1987 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1987 წლიდან ამავე უნივერსიტეტის ზოგადი მათემატიკის კათედრის გამგე. მონაწილეობდა საქართველოს ნორჩ მათემატიკოსთა ნაკრების საერთაშორისო ოლიმპიადებისათვის მომზადებაში. 1957–1972 წლებში თამაშობდა თბილისის წყალბურთელთა გუნდ „დინამოში“; 1959–1964 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების მეკარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი. არის სსრკ ჩემპიონატის მრავალგზის პრიზიორი.

ლერი გოგოლაძე
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1 აპრილი, 1938(1938-04-01) (86 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
სიმაღლე 185
წონა 87
ქვეყანა საქართველო
ჯილდოები სსრკ-ის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

მიღწევები

რედაქტირება

ლერი გოგოლაძე არის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (1960, რომი),[1] მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი (1953, პორტუ-ალეგრე), ევროპის ვიცე-ჩემპიონი (1962, ლაიფციგი) საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი (1960, 1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1958, 1964, 1966), სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1963), საბჭოთა კავშირის ხალხთა სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი (1959, 1967), საბჭოთა კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1960).

ძირითადი შედეგები

რედაქტირება
წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1960 ზაფხულის XVII ოლიმპიური თამაშები რომი, იტალია  
1962 ევროპის ჩემპიონატი ლაიფციგი, გდრ  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 69.
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 247, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება