ლეპჩა[1] — ერთ-ერთი ცნობილი კულტურა, რომელიც გავრცელებულია თითქმის მთელს შუა აზიაში. ისტორიული წყაროებიდანვე ირკვევა, რომ ამავე არეალის ჩათვლა შეგვიძლია ადგილად, სადაც იგი წარმოიშვა და ჩამოყალიბდა, კონკრეტულად კი მონღოლეთში და ბჰუტანში. ამ კულტურაში, ისევე როგორც სხვა სტანდარტულ სიტუაციებში, იმოქმედა მრავალმა გარემოებამ და შესაბამისად იგი ჩამოყალიბდა იმავე პრინციპებზე დაყრდნობით, როგორზეც აზიაში გავრცელებული მიმდინარეობები და კულტურები არიან, რასაც ადასტურებს ლეპჩელი ხალხის რელიგია, ანუ ბუდიზმი და მრავალი სხვა დეტალი, რომლებზეც გვექნება საუბარი. დღეს დღეობით ამ კულტურის წარმომადგენლების უმეტესება „იკარგება“, რადგან ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ისინი ნათესაურ კავშირს ამყარებენ სხვადასხვა ერებთან, მაგალითად: ტიბეტელებთან, ნეპალელებთან, ბუტანელებთან და ასე შემდეგ, ეს კი იწვევს ნამდვილი, სუფთა სისხლის ლეპჩელების გადაგვარებას და გაქრობას. ლეპჩელები სიკკიმის აბორიგენი მაცხოვრებელნი არიან და ძირითადად ჩრდილოეთ ნაწილში არიან დასალებულნი. მათი ძირითადი სარწმუნოება ბუდიზმია, მაგრამ ამჟამად ბევრია ქრისტიანობაც.

ლეპჩა
საერთო მოსახლეობა
(30,000–50,000) (2007)

იდენტიფიკაცია და ადგილმდებარეობა[1]

რედაქტირება

ლეპჩის კულტურის წარმომადგენლები, როგორც უკვე ითქვა შუა აზიაში ცხოვრობენ, თუმცა უფრო დეტალურად მათი განსახლების არეალად ჰიმალაის მთიანეთის კონკრეტული უბნები საკიმი და დარჯელინგი ითვლება. საუკუნეების მანძილზე მათი სხვა და სხვა თაობა მთა კანჩენჯინგას სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში ცხოვრობენ. გეოგრაფიული თვალსაზრისით ეს ადგილი ჩრდილო ნახევარსფეროს 27-28 გრადუსიან განედსა და 88-89 გრადუსიან გრძედზე მდებარეობს. რაც შეეხება ამ კულტურის იდენტიფიცირებას, ანუ მათ ვინაობას უკვე ითქვა, რომ მათი წარმომავლობის სავარაუდო ადგილი მნღოლეთი ან ტიბეტის მთიანეთია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ხალხმა ცხოვრება შედარებით სამხრეთში ამჯობინა. სწორედ ამჟამინდელი განსახლების არეალში შეერქვა ამ კულტურას ლეპჩა. მისი ავტორი ნეპალელი ხალხია და მათ ენაზე ეს ტერმინი უაზრო მოლაპარაკეს ნიშნავს. როგორც ჩანს, ლეპჩელებს მეზობელ ერებში არ ჰქონდათ სახარბიელო სახელი გავარდნილი, მაგრამ რის გამო შეარქვეს მათ ასეთი სახელი ზუსტად არ არის დადგენილი.

ლეპჩას ტომების განსახლების ისტორიას გამოძიებისას სხვადასხვა წყაროებიდან ვიგებთ, რომ ისევე როგორც მრავალი სხვა ტომები სუბ-ჰიმალაის რეგიონში, ლეპჩა რასობრივად ეკუთვნის მონღოლებს. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომ სანამ გაემგზავრებოდნენ აღმოსავლეთ ჰიმალაის მთისწინეთში, ლეპჩას მოსახლეობა, შესაძლოა დასახლებულნი იყვნენ ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში. აქედან ისინი გადავიდნენ ტაილანდში და ბირმაში. დაუღალავი ხალხი აგრძელებდა სიარულს ჩრდილო-დასავლეთით ბირმიდან. გადაიარეს მღელვარე მდინარეები ირავადი და ჩინდვინი, ასევე გადაკვეთის პატაკაის ძლიერი სპექტრი და მიაღწიეს იმას, რაც ძველი ინდოეთი იყო. დასავლეთით მოძრაობა განაგრძეს და საბოლოოდ მიაღწიეს ადგილს, სახელად კანჩენჯუნგა. ეს იყო ის უტოპია, რომელსაც ისინი ეძებდნენ. გაოცებულნი იყვნენ ამ მიწის სილამაზით და არამიწიერებით, რის გამოც შეარქვეს „Nye Mayel Lyang“, ანუ მიწა წმინდა, როგორც ზეცაში.

დემოგრაფია[1]

რედაქტირება

მიუხედავად ამ კულტურის მრავალსაუკუნოვანი არსებობისა, მისი წარმომადგენლების რაოდენობა მსოფლიოში ძალიან ცოტაა. 1987 წელს ჩატარებული სოციალური დაკვირვებითა და გამოკითხვით დადგინდა, რომ ლეპჩას 65 000 მიმდევარი ჰყავს. ამას ისიც ემატება, რომ ეს ხალხი დანაწევრებულია სხვადასხვა აზიურ ქვეყანაში. კონკრეტული ქვეყნისთვის შედეგები ასეთია: სიკიმი 23 000 პირი, ნეპალი 1200, ბუტანი 2400, ხოლო დანარჩენი ინდოეთში. ამ ფაქტებზე დაყრდნობით, შეიძლება დადასტურდეს ის, რომ ლეპჩელები არეულები არიან სხვადასხვა ერში და მათ ჯიშს მართლაც ემუქრება გაქრობა.

ლინგვისტიკა[1]

რედაქტირება

ლეპჩელი ხალხის სალაპარაკო ენაში გარეულია მრავალი ელემენტი იმ ენებიდან, რომლებზეც საუბრობენ მათ გარშემო მცხოვრები ხალხი. ეს მოვლენა ლოგიკურიცაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ენის ძირითადი მექანიზმი, ფუძე მონღლეთიდან და ტიბეტიდან მოდის. სწორედ ამ ფაქტმა განაპირბა ლეპჩელების სავარაუდო წარმომავლობაზე აზრის ჩამოყალიბება. არსებობს რამდენიმე საოცარი ასპექტების ლეპჩას ენის შეხსახებ. სიტყვა, რომელიც უხამსობასთან ასოცირდება, ყოველდღიური ლექსიკის ნაწილია. მათთვის იმ სიტყვების ხმარება, რომლებიც ნებისმიერი სხვა ენისათვის საჯაროდ არ ითქმის ან შეურაცხმყოფელია, არ არის ტაბუ და არაადამიანური. სხვა საინტერესო ფაქტი ლეპჩის სასაუბრო ენის შესახებ ისაა, რომ მათი ბრძენი ხალხი ერთად ისხდა და ირჩევდა უსულო და სულიერი ობიექტების სახელებს. აქედან გამომდინარე, კონკრეტული ცხოველთა ჯიშებისა და საგნების გამოთქმის წესი ინდივიდუალური იყო. თითქმის ყველა ცხოველის სახელი წერისას იწყება "სა"-თი, ხოლო, მაგალითად, გველები და სხვადასხვა ბამბუკის პროდუქციის სახელები იწყება ასო „ტა“ და „პა“-თი. აქედან გამომდინარე სურია, სუზონგი, სუ-ცაკი, სუნა, სუკო, სანგი, სატტიმი და საჰუ სახელები შეესაბამებოდა ვეფხვის, ლეოპარდის, დათვის, ლომის და მაიმუნის ჯიშებს, ანუ ცხოველებს. პანუ-ბუ, პამოლ-ბუ, პანულ-ბუ, პალონგ-ბუ, გველის განსხვავებული სახეობების სახელებია. ანალოგიურად, ტა-ზანგი, ტანგარი, ნანგჯუნგი, ტაფუ, ტაკჩიმი, ტალუნგი ბამბუკის პროდუქციის სხვადასხვა დასახელებიებია.

როგორც უკვე ვიცით, ლეპჩას მიმდევარი არც ისე ბევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საზოგადოებას არ ჰქონდა საომარი პოტენციალი. შესაბამჯსად, მათი დაპყრობა და აღება, ასე ვთქვათ, არც იყო საჩირო, რადგან ნებისმიერი ძლიერი ძალისგან ისინი დაუცველები იყვნენ. ისტორიუალ წყაროებში ძირითადი ყურაღება არის გამახვლებული იმაზე, რომ ლეპჩელებს მოსვენებას არ აძლევდნენ ნეპალი, ბუტანი და ტიბეტი, საბოლოოდ კი ეს ხალხი ამ ქვეყნებში „ინტეგრირდა“. ამ მოვლენების გამო დღესდღეობით რამდენიმე ადგილზე არიან შემორჩენილნი ისეთი ლეპჩელები, რომლებიც თავიანთ ენაზე საუბრბენ და კულტურულ პრინციპებს, ტრადიციებს მისდევენ. დანარჩენნი გარეული არიან უკვე ნათქვამი ქვეყნების ხალხში და მათი გარჩევა ადგიილობრივებისგან თითქის შეუძებელია. მიუხედავად ასეთი რეგრესისა და დანაწილებისა, XIX საუკუნეში და XX საუკუნის ადრეულ პერიოდში ლეპჩელებს დახმარება ქრისტიანმა მისიონერებმა გაუწიეს, ეს შველა კი მიზნად ისახვავდა ამ კულტურის დამწერლობის შენარჩუნებას და განვიითარებას, თუმცა ამ იდეამ ფართო მასშტაბები ვერ მოიპოვა და ხალხს კულტურის დიდი ნაწილის „დათმობა“ მოუწია.

საცხოვრებელი[1]

რედაქტირება

ლეპჩას ტომები ძირითადად სოფლის ტიპის დასახლებაში ცხოვრობენ, რომლებსაც თავიანთი სპეციფიკა გააჩნიათ. დავიწყოთ იქიდან, რომ ისინი ხშირ შემთხვევაში ტყეებსა და მინდვრებშია განთავსებული ძალიან გაფანტულად, ხოლო თითოეულ მათგანში არ ცხოვრობს სამ ან ოთხ ოჯახზე მეტი. აქედან გამომდინარე, შეიძლება სოფლებს და ოჯახებს შორის ისე გავლა, რომ ვერც კი შეამჩნიო ისინი.

გადავიდეთ კონკრეტულად საცხოვრებლის, ანუ სახლების დახასიათებაზე. ტრადიციუად ლეპჩური სახლი მართკუთხა ფორმისაა და მიწიდან 1-1,5 მეტრ სიმალეზე, ხიმინჯებზე დგანან. სახლების იატაქქვეშა სივრცეს ცხოველების ფერმისთვის იყენებდნენ. ხშირ შემთხვევაში სახლები კონსტრუირებული იყო ხის, თაბაშრისა და ბამბუკისგან, რაც ასევე აზიის ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი.

ლეგენდა გოდოლის მშენებლობის შესახებ[2]

რედაქტირება

ნაწილი ლეგენდარული მასალისა მაჰარაჯას რაიონში, სიკიმში (Sikkim) (ცენტრალური ჰიმალაის ქვემო ნაწილი), მცხოვრებ ხალხზე და ამ ადგილებში მცხოვრებ ტომ ლეპჩაზე (Lepchas), რომლებიც შეადგენდნენ ამ ტერიტორიაზე მკვიდრ ადამიანთა უმეტესობას დამუშავებული ჰქონდა უამრავ ადამიანს. გარკვეული ოდენობა მათი ტრადიციებისა გამოქვეყნდა მრავალ სტატიაში. თუმცა ყველაზე ცნობილი ლეგენდა ლეპჩას შესახებ ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი (გარდა 2 კრებულისა). საიდუმლო, რომელიც გვეუბნება ლეპჩის ხალხის მიერ წარუმატებლად შექმნილ პროექტზე — თიხის ქოთნების გოდოლზე, რომელიც მიაღწევდა ცის კიდეს.

ამ ლეგენდის გადარჩენის მიზეზი იყო ის გარემოება, რომ იმ ადგილზე სადაც ცათამბრჯენის ქოთნის კედლები შესაძლოა ყოფილიყო დროდადრო თხრიდნენ იქაური მუშები მინდვრებში მუშაობისას. 2 ათწლეულის წინ (1930-იანი წლები) ამ ცნობებმა გაუღვივა ყურადღება სპეციალისტ ჩარლზ ბელს (Sir Charles Bell), ამ დროს სიკიმის პოლიტიკურ მოხელეს. მას მიუტანეს რამდენიმე ფრაგმენტი, მაგრამ ეს ფრაგმენტები არ იყო ჩვეული შეფასებით (proper evaluation) მოპოვებული. ეს იყო სრი პულგერის (Sri T. N. Pulger) (დარამდინის მამულის მფლობელი) სამფლობელოში მოპოვებული ფრაგმენტები. სწორედ აქ მის საზღვრებში იყო მოქცეული ლეგენდარული გოდოლი.

პირველი ვერსია

რედაქტირება

უმეტესობა ლეპჩათაგან, რომელებმაც იციან ეს ლეგენდა, დარწმუნებულნი არიან, რომ ეს ინიციატივა განახორციელეს ლეპჩას ხალხის ნამდვილმა წინაპრებმა. ეს აზრი გაავრცელა იმან რომ ლეპჩას ტექსტების მიმდევრები პირველ რიგში ამრავლებდნენ პირველ ორთოგრაფიულ ტექსტებს ზეპირად და შემდეგ მათ თარგმანს წერილობით.

ძლიან ადრე, როცა სიტყვების წარმოქმნა დასრულებული იყო ლეპჩს კულტურაში, ამ დროიდან ლეპჩს ხალხმა დაიწყო რაოდენობრივი ზრდა, მათ დაისაკუთრეს მყინვარები და მა-იელის (Ma-yel) მიწები. ამის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ აეშენებინათ კოშკი, რომელიც მიიყვანდა ცაში, რათა ჩამოენგრიათ ის დარტყმით. სწორედ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეეკრათ პატარა თიხის ქოთნები და დაეწყოთ ერთმანეთზე. მათ ამის გასაკეთებლად აირჩიეს დაბა ტა-ლომი. იმისათვის რომ განეხორციელებინათ ეს სამუშაოები, მათ გაანაწილეს ადამიანები 3 ჯგუფად. პირველ ჯგუფში იქნებოდნენ ისინი, ვინც გააკეთებდა ქოთნებს, მეორე - გადაზიდავდა, ხოლო მე-3 ჯგუფში ისინი, რომლებიც დააწყობდნენ ქოთნებს ფენებად. ამის შემდეგ ისინი იყენებდნენ (vessels) მოსაჭერებს, რომლებსაც გროვებად ყრიდნენ მათაც ფენებად და ასე მიიწევდნენ წინ ზეცისკენ. ისინი ვინც მუშაობდნენ ყველაზე მაღლა, როდესაც დაინახავდნენ ცას ფიქრობდნენ, რომ ჩვენ რომ გვქონდეს ჩანგლის მსგავსი ჯოხი, ჩვენ შევძლებდით მის ჩამონგრევას და ქვემოთ მდგომებს ეძახდნენ მოგვეცით ჯოხი, ჩვენ ჩამოვანგრევთ ცას. მაგრამ ვინც ქვემოთ იყო ასე იგებდა: გავანადგურეთ, დავანგრიეთ! და ასე გრძელდებოდა. ვინც ქვემოთ იყო ტიროდა: შევძლებთ ამას, გავანადგურებთ მას?! ზემოდან კი პასუხობდნენ - გავანადგურებთ! საფუძველზე მომუშავეები ძირს ამაგრებდნენ და მაშინ, როდესაც პროგრესს მიაღწიეს გოდოლი უეცრად ჩამოიშალა და ყველაფერი დაიმსხვრა. ზემოთ ნაწილში მომუშავეთაგან ყველა დაიღუპა ქვემოთ მომუშავეთა ძირითადი ნაწილი ქოთნებში მოყვა და ისინიც დაიხოცნენ, ხოლო მათგან ვინც გადარჩა არავინ არაფერს უყვებოდა სხვებს. მაგრამ გოდოლი ასე მანამდე არავის აუგია და ადამიანები რომლებსაც შეეძლოთ ასეთი საქმის შესწავლა სხვებისთვის სწორედ ლეპჩას ტომის წარმომადგენლები იყვნენ. ეს მანამ, სანამ ყველა ერთ ენაზე საუბრობდა, შემდეგ კი დაიყვნენ და სხვადასხვა ენაზე დაიწყეს საუბარი ამის გამო კი ვეღარ უგებდნენ ერთმანეთს. ისინი გაიშალნენ ყველა მიმართულებით და დაიპყრეს დაუსახლებელი ტერიტორიები. ეს გახდა მიზეზი, რომ ეს ისტორია კარგად არაა გადმოცემული.

მეორე ვერსია

რედაქტირება

მეორე ვერსია კოშკის მშენებლობაზე ამტკიცებს, რომ გოდოლი არ აუგიათ ლეპჩaს ტომის წინაპრებს, არამედ ის ააშენა ლეპჩას მონათესავე ხალხმა, რომლებსაც ნა ონგის (Na ong) ეძახდნენ. ნა ონგ ნიშნავს სულელ თანამემამულეს (stupid fellow ) ეს ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მათ ვერ ააგეს გოდოლი. ეს სიტყვები წარმოიშვა ლიმბუს (Limbus) ენაში, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ლეპჩასთან და ეს ამყარებს იმ მოსაზრებას ლიმბუებს შორის რომ ეგრეთ წოდებული ნა ონგი იგივე ჩელინკჩომს(Chelickchoms) იყვნენ არა ლეპჩას ტომის წარმომადგენლები, არამედ ლიმბუს ტომის წარმომადგენლები.

სიკიმის მაჰარაჯას ქრონიკები, სადაც ნა ონგი მოხსენიებულია ლეპჩას ნათესავად, ისევე როგორც რამდენიმე პუბლიკაცია ნა ონგს და მათ მონათესავეებს მოიხსენიებენ, როგორც გადაშენებულებს. ეს მოსაზრება არის ზუსტი სიმართლე. ამ საუკუნის დასაწყისში იქ სადაც უნდა ყოფილიყო კოშკი ცხოვრობდა ოჯახი, რომლის წევრები ისე ზრუნავდნენ ერთმანეთზე, როგორც უკანასკნელ შთამომავლებზე ნა ონგის ტომისა. ისინი ერთმანეთთან მიმაღთვის დროს იყენებდნენ სიტყვა თანატომელს (tribe). ოჯახის მეთაური, კაცი სახელად კარანდალი (Karandal), ის ერთადერთია ვინც იცავს ნაონგის ოჯახის ტრადიციებს. ამ ვერსიის მიხედვით სწორედ ის იყო ვინც სერ ჩარლზ ბელს უამბო ყველაფერი. ნაონგის ტრადიციების უკანასკნელი დამცველის მიერ მოყოლილი ისტორია ასე გამოიყურება: ეს მოხდა დიდი ხნის წინ როდესაც მსოფლიო ასპარეზზე გამოჩნდა ნა ონგ-ის ტომი. ადგილი სადაც შესაძლებელია დაბადებულიყო ეს ტომი განლაგებული იყო სიკიმის ტერიტორიაზე, ახლოს მდინარე რამანისა და ლინგხიმ ხოლასთან (the Raman and the Lingkhim Khola), დარამდინის (Daramdin Estate.) რაიონის ფარგლებში. ლეგენდის თანახმად ნა ონგის ტომის წინაპრები, რომლებიც დედამიწის გულში წარმოიშვნენ, დედამიწაზე კი ქვის უზარმაზარი ლოდებიდან ამოვიდნენ. ამის შემდეგ ისინი დასახლდნენ დედამიწის ზედაპირზე ადგილზე, რომელსაც ეწოდებოდა ფუგამდინი (Phugamdin), რომელიც დღეს მდებარეობს ჩრდილო დასავლეთ ნაწილში უზარმაზარი ბრინჯის მინდვრებისა, რომელიც მიეკუთვნება დარამდინის რეგიონს.

ერთ დღესაც, როდესაც მათთვის ცნობილი გახდა სიმაღლე ცის კიდისა, იმდენად მცირე ეჩვენათ რომ გადაწყვიტეს აეშენებინათ გოდოლი თიხის ქოთნებით და მიეღწიათ. როდესაც ყველა ტომის ყველა წევრს გააგებინეს ისინი დაეთანხმნენ ამ გეგმას და დაიწყეს მისი განხორციელება დაუყოვნებლივ. სამუშაოები სწრაფად მიიწევდა წინ და საბოლოოდ როდესაც მხოლოდ რამდენიმე ქოთნის რიგი რჩებოდა დასასრულებლად ადამიანები რომლებიც მუშაობდნენ ყველაზე მაღლა გაოცებული დარჩნენ, როდესაც მათ ითხოვეს დამატებით ქოთნები სამუშაოების გასაგრძელებლად, ამ ბრძანებას კი მომუშავეები გადასცემდნენ ერთმანეთს და ასე აღწევდა გოდოლის ძირამდე, როდესაც ამ ბრძანებამ მიაღწია გოდოლის ძირამდე ის უკვე დამახინჯებული იყო და მათ გაიგეს, რომ თითქოს ზემოთ მყოფებმა უკვე მიაღწიეს ცას და გოდოლი ზედმეტად მაღალი იყო. გოდოლის ძირში მყოფმა ქალებმა კაცებმა და ბავშვებმა დაიწყეს მსხვრევა ქვედა ნაწილის რამაც გამოიწვია გოდოლის დანგრევა და უკლებლივ ყველა იქვე დამარხა. ცათამბრჯენის ნგრევის დროს დაიშალა 3 ნაწილად ერთი ნაწილი დაეცა კაიჯალიას მთებში კარმის რეგიონში, მეორე ნაწილი money hill ში რელინგის რეგიონში, და მე-3 ნაწილი დავარდა სოფელ ფედაპში ნეპალში ილამის რაიონში. ამ დარტყმის იმპულსმა დაწნიხა იქაური მთები და მთათა სისტემები დაემსგავსა უნაგირს. ერთადერთი ადამიანი გადაურჩა ამ კატასტროფას. მან მიხვდა რომ ამის მიზეზი განრისხებული ღმერთები იყვნენ. მან იფიქრა რომ ეს ადგილი დაწყევლილი იყო და წავიდა საცხოვრებლის საძებნელად ნეპალში. ის დასახლდა სოფელ პედაფში სადაც დაქორწინდა კიდეც. მაგრამ ეს არ ამტკიცებს რომ მისი წინაპრები უფრო ჭკვიანები იყვნენ ვიდრე ახლა.

ერთ დღეს მან გადაწყვიტა მოეკლა თევზი წმინდა მდინარეში, რომელიც მოედინება რომელიც მოედინება პედაპთან ახლოს. რომელშიც ნეპალელები წირავდნენ 1000 ობით ცხოველს ყოველ წელს. ამ რიტუალის შემდეგ მდინარე 4 დღის განმავლობაში ინარჩუნებდა წითელ ფერს. Na ong ის ხალხი ფიქრობდა რომ ადგილობრივი ფეტვის ლუდი, სახელად მარვა, მომწამვლელი იყო თევზებისთვის. მას შემდეგ რაც ეს ძლიერი, მამაკაცური, სასმელი შეიქმნა ისინი ფიქრობდნენ რომ თევზები გადაშენდებოდნენ. მათ ჩაღვარეს მდინარეში 894 უზარმაზარი მოცულობის ფეტვის ლუდი. მაგრამ მდინარის ღმერთები განრისხდნენ და დახოცეს ყველა, განადგურებას გადაურჩნენ მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭი და მოხუცი ბებო. ქალი ზრუნავდა ბიჭზე და როცა ის გაიზარდა დაქორწინდა, ხოლო მისი შთამომავლები ისევ პედაფში ცხოვრობდნენ. ამის შემდეგ ეს ტომი არასდროს აღორძინებულა.

საბოლოოდ, როდესაც სულ მცირე რაოდენობის ნა ონგელი იყო ცოცხალი, კაცმა სახელად კაიპალმა გადაწყვიტა დაეტოვებინათ დასახლება და დასახლებულიყო იქ სადაც მათმა წინაპრებმა ააგეს გოდოლი. ღმერთების ნებით მათი რაოდენობა ისევ გაიზარდა. კაიპალის შვილი კარანდალი ამ ამბის მთხრობელი დაქორწინდა ლიმბუელ ქალზე და გაუჩნდა 4 ბიჭი და 3 გოგო, რომლებმაც დასაბამი მისცეს ლიმბუს და ამან საბოლოოდ გადააშენა ნა ონგ ის ტომი.

ადგილი საადაც, ლეგენდის თანახმად, გოდოლის კონსტრუქცია უნდა ყოფილიყო არის პლატო, დაახლოებით 2 კილომეტრით დაშორებული სიკიმის აღმოსავლეთ ნაწილიდან, ინდოეთ ნეპალის საზღვართან. დასავლეთიდან შემოსაზღვულია ჩინეთის მთებით, სამხრეთით და ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია მდინარეებით. სწორედ ეს ტერიტორია იწოდება ლიმბუსის დასახლებად.

ლეპჩა - რელიგიური რწმენა მ. კორნეილ ჯესტის მიერ

რედაქტირება

ეს ჩანაწერი ეფუძნება კვლევას, რომელიც 1953 წლის ზაფხულში განხორციელდა, ასევე უნდა გავაცნობიეროთ ისიც თუ რამხელა საფუძველი ჩაუყარა ამ კვლევის განხორციელებას პროფესორმა J. M Brahier-მა. მას ეკისრა კათოლიკური მისია და ასევე იყო ლეპჩას საუკეთესო მომხსენებელი, ორატორი. ეს იმას გულისხმობდა, რომ მას აუცილებლად უნდა შეესრულებინა, მართლაც, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელიც ამ რელიგიას სხვა და სხვა გამოცდის პერსპექტივის საშუალებას მისცემდა, მაგრამ აწმყო, ანუ თანამედროვე დროის შეზღუდვებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ლეპჩას რელიგიურმა რწმენამ, განსაკუთრებით თანამედროვე ტრადიციების გათვალისწინების თვალსაზრისით, განიცადა სწრაფი და განსაკუთრებული ცვლილება. სკიმების ტომში ისწავლებოდა ლეპჩას რელიგია, რომელსაც Gorer Siiger-ი და მისი გუნდი ხელმძღვანელობდა, მაგრამ ლეპჩას არეალი ყოველთვის მოიცავდა ასევე სხვა და სხვა კულტურულ ჯგუფებს (ტიბეტელებს, ბუტანელებს და სკიმერებს), თუმცა ყველაზე მეტად ამ რწმენის აღთქმა და გააზრება ნეპალურ ენაზე მოსაუბრე ახალმოსახლეებს უჭირდათ.

Kalimpong in the Darjeeling District-ი ძალიან მნიშვნელოვან ვაჭრობის ცენტრს წარმოადგენდა ინდოეთსა და ტიბეტს შორის, ასევე ის უზრუნველყოფდა ძვირფას ეთნოლოგიურ მატერიალების მიწოდებას. ამ სავაჭრო ცენტრში ჩართული იყო სხვა და სხვა რასის, კულტურისა და რელიგიის ადამიანები: ტიბეტელები, ბუტანელები, ლიმბუ, ტამაგი, გურუნგი, ჩეტრიდა, დამაი და, რა თქმა უნდა, ლეპჩას წარმომადგენლები.

თავდაპირველად სკიმიის მკვიდრმა ხალხმა ლეპჩას საკუთარი ტრადიციების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, მათ ვაჭრობასთნ ერთად დაიწყეს ნადირობა, შეგროვება, გაკაფვა, გამოწვა და ნიადაგის გადამუშავება.

სკიმიის უპირველესი ისტორია XVII საუკუნით თარიღდება. ტიბეტური წყაროს თანახმად, სკიმიის ტომის ბელადმა ჩაანაცვლა ადგილობრივი ლეპჩას მეთაური. ეს მათი წესის თანახმად მიუღებელი იყო, მაგრამ აუცილებელი და საჭირო, თუმცა პოლიტიკური ორგანიზაციები ზრუნავდნენ, რომ ლეპჩას მკვიდრები არ მოწყვეტილიყვნენ საზოგადოებას რელიგიის რაკურსით ლეპჩა კვლავ აგრძელებდა თავისი რწმენის გავრცელებას, მაგრამ მმართველის შეცვლიდან გამომდინარე ტიბეტურმა მონასტრებმა დაიწყეს თავიანთ ქვეყანაში ბუდიზმის გავრცელება.

მოგვიანებით ლეპჩას დაემუქრა ჩახშობა და ამას ხელი შეუწყო (1700-1707) წელს Gorkhas სათავეში ჩადგომამ. რომელმაც ქვეყანა XVIII საუკუნეში დაიპყრო (1779-80, 1789-92) ამხნევებდა და მათ განაწილებას და დასახლებას უზრუნველყოფდა სამხრეთ სანაპიროებზე.

იმისათვის, რომ ლეპჩა მთლიანად არ განადგურებულიყო მათ მიიღეს განსაკუთრებული ზომები, მათ სონგბუს არეალი მთლიანად შეუერთეს ჩრდილოეთ სიმიკის, 20 000 მკვიდრი მოსახლეობით, ხოლო დარჩენილი 13 000 მცხოვრები გადაასახლეს Darjeeling District-ში.

ეთნოლოგიის კვლევებმა მოგვიანებით დაადასტურა რომ შესაძლებელი გახდა ლეპჩას რელიგიის შესახებ ინფორმაციის შეგროვება. აღმოჩნდა, რომ პატარა სოფელში, რომელიც 10 მილის მოშორებით არის კალიმფორგიდან, არსებობდა ორმოცი ოჯახი, რომელიც ლეპჩას მორწმუნე იყო. ლეპჩას რელიგიამ განიცადა ადაპტაცია და ის ტიბეტურმა ბუდიზმმა ჩაანაცვლა 60 წლის წინ. თუმცა ის მაინც მიეკუთვნება უპირველესს რელიგიების რიცხვს. მთავრობა, რომელიც ადგილობრივებს რწმენის გავრცელებაში უწყობდა ხელს მიიჩნევდა, რომ უნდა ყოფილიყო არჩეული ღმერთი bo˙n-t'i˙n, რომელიც ყველა ოჯახში რომის საშუალებით უნდა დალოცვილიყო და ეს ტრადიცია თაობიდან თაობას უნდა გადაცემოდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამ ღმერთის წყალობა იყო, რომ მათ მოახერხეს კიდევ სამი სოფლის დაპყრობა, თავისივე მიწებით, მინდვრებით, ცხოველებით, თხებითა და ხარბით. მატი რელიგია ქადაგებდა, რომ ისინი ძალიან მაღალ სოციალურ საფეხურზე უნდა მდგარიყვნენ.

ჩემი ინფორმაციით bo˙n-t'i˙n Hobu არის რელიგიური რწმენა, რომელსაც უამრავი მიმდევარი ჰყავდა.

ერთ დღეს ღმერთმა tă-še-t'i˙n- მა გადაწყვიტა, რომ სიბრძნე ებოძა კაცობრიობისათვის. ტიბეტელებმა ამის წარმოსაჩენად გადაწყვიტეს გაევრცელებინათ წიგნები თუ როგორ უნდა იყოს შემოსილი და გაფორმებული წმინდა წიგნები. უძველესი ლეპჩის რწმენიდან მხოლოდ ანბანი დარჩა და არავინ იცოდა თუ რა ექნათ ამ ანბანისათვის. დიდხანს იფიქრეს და გადაწყვიტეს, რომ ღმერთი tă-še-t'i˙n- ის ნების თანახმად ტიბეტელებს, თუ სურთ სიბრძნე უნდა იკითხონ წიგნები, ხოლო ლეპჩას ანბანი გამოიყენეს წიგნის შექმნისას. ღმერთი bo˙n-t'i˙n სამყაროს შექმნას ასე ხსნის: მას შემდეგ რაც შეიქმნა სამყარო, დედამიწა, მცენარეები და თოვლით დაფარული მთები, ღმერთმა tă-še-t'i˙n- მა გადაწყვიტა შეექმნა პირველი წყვილი ადამიანი. fă-du˙n-t'i˙n და nă-zo˙n-nyo. რომლებიც იყვნენ ლეპჩას წინაპრები. პირველი კაცები შეჭამა დემონმა la-so mu˙n - მა, შესაბამისად გადაწყვიტეს მისი განადგურება. რაზმი აღჭურვილი იყო ხმლებით, ფარებით და მახვლებით. ისინი დემონს უთვალთვალებდნენ. ისინი ყოველდღე უფრო და უფრო უახლოვდებოდნენ დემონს და საბოლოოდ, როდესაც დემონზე მოახდინეს თავდასხმა. დემონმა ფეხი მოიტეხა და მას არ შეეძლო მოძრაობა. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა მას თავის ქალა გაუხეთქა, ამ მებრძოლის ოჯახს დაარქვეს só-t'a-mo. ხოლო მეორე მებრძოლმა თვალში ჩასცხო ისარი და მის ოჯახს so-mik-mo უწოდეს. მესამე თავდამსხმელმა მას ენა მოჰკვეთა და მის შთამომავლობას fok-li-mo. უწოდეს. მეოთხემ დემონს დუნდულები მოჰკვეთა და მის შთამომავლობას só-mot-mo. უწოდეს. დანარჩენმა მებრძოლეებმა დემონს კიდურები მოჰკვეთა და მათ ოჯახებს na˙n-ts˘o-mo. მებრძოლეებმა რომლებმაც მოახერხეს და თავდასხმის დროს ლერწმისაგან ხიდი ააშენეს, მათ ოჯახებს ეწოდათ sóm-pŭ-mo.1. დემონის უმი ხორცი მებრძოლეებმა ჰაერში მოისროლეს და საკვებად დაუყარეს ძროხებსა და ჭიანჭველებს. დარჩენილი ძვლების ტვინიდან დაიბადნენ ახალი დემონები და მათ mu˙n.” დაარქვეს.

კეთილ ღვთისმეტყველებას ყოველთვის ებრძოდა ბოროტი დემონები, რომლებიც წარმოშობდნენ უამრავ დაავადებებს, სიკვდილიანობას და უბედურებას. ყველაზე მეტად კეთილგანწყობილი ღმერთები იყო tă-še tŭk-bo-t'i˙n, რომელსაც მეორენაირად tă-še-t'i˙n -ს უწოდებდნენ. ის ქალების სულისაგან გაზაფხულსა და ტბებს ქმნიდა. ხოლო ბოროტი დემონები mu˙n. ქმნიდნენ სამყაროში უამრავ უბედურებას, ტყეში ნადირობას, ჭაობებს, ნიაღვრებს და კლდეებს, რადგანაც იმ დროისათვის ისინი ძალიან ძლიერები იყვნენ, ყველგან თესავდნენ სიბოროტეს და მათი დიდი სურვილი იყო ლეპჩას რწმენისათვის ხელის შეშლა. მხოლოდ განმეორებით მსხვერპლს შეეძლოთ მათი სიხარბის დაკმაყოფილება, მათ სჭირდებოდათ უმი ხორცი და სისხლი.

მე გაორმაგებული ვალდებულება მაკისრია, რომ ეს ინფორმაცია გავავრცელო, რომ არსებობდა ყველაზე ლმობიერი ღმერთი tă-še-t'i˙n და ასევე ყველაზე ბოროტი ღმერთი, რომელსაც სიამოვნებდა ტანჯვა, მსხვერპლშეწირვა და სისხლი. პერიოდულად ღმერთი bo˙n-t'i˙n წვავდა სარკმეველს და ზეგავლენას ახდენდა მის მიმდევრებზე. ის ქადაგებდა: ,,ძლიერი ღმერთი ჩვენ გვიცავს დაავადებებისაგან, გრიპისაგან, სამხრეთის ქარისა და ჭექა-ქუხილისაგან, გვიცავს სატანისაგან რომელიც მისი მაგიის საშუალებით მის მიმდევრებზე ახდენს ზეგავლენას’’.

ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური ცერემონიალი ტარდება მოსავლის შემდეგ, ყოველ წელს. ღმერთი bo˙n-t'i˙n-ს შეუძლია ღვთისმეტყველება. სოფლებში იქნება უამრავი ბრინჯი, ფეტვი, კვერცხი, კარაქი და ყველანაირი ხილი. ღმერთი bo˙n-t'i˙n მოუწოდებს მის მიმდევრებს სხვადასხვა მწვერვალების დაპყრობას, რომელსაც სხვადასხვა ღმერთები მფარველობენ. ko˙n-čen-ču და მისი ცოლი ko˙n-lo-ču, pŭn-dim და pŭn-zo˙n-ču, მათი ვაჟი და ქალიშვილი, ra-tat and ra-yot, მათი პაპა და ბებია, ši˙n-mu და ko-lun-mu-ču, მათი ვაჟი და ქალიშვილი მოსამსახურეები.

მათ სამყაროს სხვადასხვა მხარეები ჰქონდათ განაწილებული. დედამიწაზე სხვადასხვა სოფლები. ღმერთის ნება იყო თუ როგორი მოსავალი ექნებოდა სოფელს. ბრინჯი, ფეტვი, ხორბალი იქნებოდა თუ არა იმ სოფელში სადაც ის იყო მბრძანებელი, თუ როგორი ყვავილები სურდა, ღმერთის სურვილი იყო ყველა და ყველაფერი. თუმცა მას პერიოდულად პატარა დემონებიც უშლიდნენ ხელს. ზოგჯერ მის სამფლობელოში ცხოველებს სიკვდილიანობა ჩაერეოდათ, ჩნდებოდა სხვადასხვა დაავადებები, ამ ქმედებებით დემონები მსხვერპლს ითხოვდნენ, როგორც ცხოველების ასევე ადამიანების სახით. ცხოველების რაოდენობა შემცირდა, შემცირდა ბამბუკი და ჭილოფი, დემონები ითხოვდნენ: ბრინჯს, ფეტვს, ლუდს, ბამბუკის ფოთლებს. ღმერთი bo˙n-t'i˙n - ცდილობდა დემონებიდან თავის დაღწევას, მაგრამ უშედეგოდ. დემონებმა მას თვითონ შეჰყარეს სხვადასხვა დაავადებები: თავის ტკივილი, კბილის ტკივილი, კუჭის ტკივილი, კიდურების ტკივილი და ასე შემდეგ. საბოლოოდ ღმერთი bo˙n-t'i˙n იძულებული გახდა გაეთამაშებინა სიკვდილი, მას შემდეგ რაც ადამიანი კვდება მისი სული წინაპრების სულთან ერთად სახლდება. იმისათვის სულმა სწორად კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს ის უნდა გამოცხადდეს ღმერთი bo˙n-t'i˙n -ის წინაშე.

თუ ადამიანს ჯუნგლებში ცხოველი იმსხვერპლებს მის სულს უამრავი განსაცდელი ელის, ის მოსვენებას ვერ ჰპოვებდა. ყველაზე დიდებული სიკვდილით კვდებოდა ადამიანი თუ მის სხეულს სული თავად დასტოვებდა. სწორედ ასეთ სულს განსჯიდა ღმერთი bo˙n-t'i˙n სწორედ ასეთ შემთხვევაში წყდებოდა სული ადგილს სად იმკვიდრებდა ზეცაში თუ ჯოჯოხეთში. ღმერთი bo˙n-t'i˙n თავისი პატარა სოფლის ამბავს მოგვითხრობს: ორმა ძმამ მიწის ნაწილის გამო იჩხუბეს, უფროსმა ძმამ შური იძია თავის უმცროს ძმაზე, მან სისხლი აიღო. ამ ამბის შემდეგ მკვლელ ძმას უფროსი ვაჟი ავად გაუხდა. ოჯახმა მკითხავს მიაკითხა ამბავი, მკითხავმა მიხვდა თუ რა იყო ბიჭის ავად გახდომის მიზეზი. მან ოჯახს ასწავლა რომ ტყეში ღორი იწვოდა, მაგრამ კვლავ ცოცხალი იყო, მკითხავმა იცდა ეს ღორი სატანა იყო, ოჯახს ღორი სახლში უნდა მოეყვანათ და სახლთან ახლოს დაებათ, ღორი სახლში მოიყვანეს, როდესაც ღორმა მიწის თხრა დაიწყო დედამ უმცროს შვილს უთხრა რომ ღორი სხვაგან გადაეყვანა, შვილმა დედის თხოვნა შეასრულა, ოთხი დღის შემდეგ ოჯახის შვიდივე წევრი გარდაიცვალა.

ღმერთი bo˙n-t'i˙n -ი გადაწყვეტს თუ ვინ როგორ უნდა დასაჯოს და სად უნდა დაიმკვიდროს სულმა ადგილი, სამი ლეპჩას მორწმუნე ლოცულობდა, როდესაც ერთ-ერთი გაუჩინარდა, მისმა მეგობრებმა მისი გვამი მდინარეში იპოვეს, როდესაც სოფელში დაბრუნდა ორივე უდანაშაულო მეგობარი, სოფელმა ისინი გაასამართლა. გასამართლებულმა მეგობარმა გარდაცვლილის სულს ჰკითხა თუ როგორ დაიღუპა, გარდაცვლილმა უპასუხა, რომ მან აწყენინა ბამბუკების მჭრელს, ისინი კარგად მივიწყებულ ადგილას იმყოფებოდნენ, მას ხელი ჰკრა და მდინარეში ჩააგდო. გარდაცვლილის სულს სთხოვეს რომ მამამისი იმ ადგილას მიეყვანა სადაც ეს მკვლელობა მოხდა და რაიმე ნიშანი ეპოვნათ, რაც იქ დამალეს დანაშაულის დროს. მშობლებმა დანაშაულის ადგილას მისვლისას იპოვეს თერთმეტი რუპიე, ექვსი ანნა (ინდური ფული) ბამბუკში გახვეული კერასთან. გარდაცვლილმა მოითხოვა, რომ ნისი შვილი მის მშობლებს გაეზარდათ, ხოლო მისი ცოლი კვლავ გათხოვილიყო.

XVII საუკუნიდან ლეპჩას რწმენა შეცვალა ტიბეტურმა ბუდიზმმა. ფაქტია რომ, ტიბეტური წმინდა წიგნები ლეპჩას ენის ანბანით იწერებოდა, მისივე პრინციპებს, მსჯელობებსა და გამოცდილებას ეყრდნობა დღევანდელი ჰოროსკოპიც.

დღესდღეობითაც ადამიანის სიცოცხლე, ცხოვრება, დაბადება, ქორწინება და დაკრძალვა ლეპჩას რელიგიაზე დაყრდნობით ხდება. ამ ტრადიციებს უკავშირდება ცხოველი ლამაც, რომელიც ეკუთვნის ღმერთ rñi˙n-ma-pa-ს ლამა არის შინაური ცხოველი რომელიც ადამიანს დაავადებებისაგან იცავდა, რომელიც დემონებს ებრძოდა. თუ ლამა გახდებოდა ავად, ნაკურთხ დროშებს ასწევდნენ და ლოცულობდნენ რომ ცხოველი გამოჯანმრთელებულიყო, ლამა ზრუნავდა ადამიანებზე, ის ასევე უშლიდა ხელს სეტყვის მოსვლას, ამიტომაც მას ადამიანები საზრდოს მიართმვდნენ ხოლმე. ეს რელიგიური რწმენა სერიოზულ გავლენას ახდენდა ეკონომიკურ შედეგებზე, ოჯახებს უწევდა სხვადასხვა უბედურებების თავიდან აცილების მიზნით სხვა და სხვა ცერემონიების ჩატარება. კეთილ ღვთის მეტყველებებს სთხოვდნენ რომ დაეცვათ ბოროტი დემონებისაგან, განსაცდელისაგან და უბედურებებისაგან. ხუთი წლის განმავლობაში Christian Missions-სი აქტიურად იკვლევდა ლეპჩას რელიგიას და მიაჩნდა რომ მას შეეძლო კულტურისა და ტრადიციების შეცვლა.

ეკონომიკა, ვაჭრობა და არსებობის ძირითადი წყარო[1]

რედაქტირება

როგორც ითქვა, ლეპჩელი ხალხი სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. აზიელი ხალხის მსგავსად ამ საზოგადოებაშიც არის გავრცელებული ისეთი კულტურები, როგორებიცაა: სველი და მშრალი ბრინჯი, წიწიბურა, სიმინდიი და სხვა და სხვა ჯიშის ფეტვი. მდინარის ხეობებში ასეე გავრცელებულია შაქრის ლერწამი და მანოკი. გარდა ამისა, ხარობს მრავალი სახის ახალი ხილი გარშემო ბაღებსა და მინდვრებში, ვეგეტერიანულის საკვები და ასე შემდეგ. იმ ადგილზე, სადაც ამ კულტურის მიმდევრებიცხოვრობდნენ ხშირი იყო ველური ხილი და საკვები, რომლის მოპოვება შემგროვებლობით ხდებოდა.

რაც შეეხება ამ დარგის მეორე მხარეს, ანუ მეცხოველეობას, ლეპჩელები შედარებით სპეციფიკურად უდგებოდნენ ამ საკითხს. მათ ჰყავდათ სხა და სხვა ჯიშის მსხვილფეხა ცხოველები, რომელთა ძირითადი დანიშნულება ნათესების მოხვნა და ხალხის რძის პროდუქტებით მომარაგება იყო. იშვიათად, მაგრამ ცხოველებს საკლავადაც სწირავდნენ ხორცის მიღების მიზნით. სპეციფიკას რაც შეეხება, გამოირჩეოდა თხა, რადგან მისგან არასდროს იღებდნენ რძის პროდუქტს და მხოოლოდ საკლავად ზრდიდნენ და ასევე გამოირჩეოდა ღორი, რომელსაც, რატომღაც, შინაურ ცხოველად თვლიდნენ და ამასთან თხის ბედს იზიარებდა.

ძალიან კარგად ამუშავებდნენ ბამბუკის სხვადასხვა სახეობებს და ესთეტიკურად აწარმოებდნენ ლამაზ კალთებს და ბევრ სხვა რამეს, რაც მათ ყოველდღიურ სამუშაოს შეუმსუბუქებდათ. მათი ცოდნა შხამიანი და არაშხამიანი მცენარებზე, გველებზე და ინფორმაცია სხვა ფაუნაზე და ფლორაზე ფენომენალური იყო, მაგრამ თანამედროვე აზროვნების გავლენა ლეპჩაზე ამ ყველა მოსაზრებას უკან წევს, მითებად და ლეგენდებად აქცევს მათ. გარდა სოფლის მეურნეობისა, ლეპჩელი ხალხი გატაცებული იყო ნადირობით, თუმცა იმის გამო, რომ დიდი ტერიტორიები ათვისებული ჰქონდათ კულტურების მოსაყვანად, ნადირობა შედარებით გაძნელებული იყო. მიუხედავად ამისა, ლეპჩელი ხალხის გატაცებებზე მაინც არსებობს უხვი მასალა რომელიც აღწერს დეტალურად მათ ნადირობისა და თევზაობის მსვლელობებს.

ნადირობა მხოლოდ ერთი საუკუნის წინ იქცა ლეპჩას (ჰიმალაის სახელმწიფოს-სიკიმის მცხოვრებთა) ეკონომიკის ძირითად შემადგენელ ნაწილად თუმცა მისი მნიშვნელობა თანდათან მცირდება სოფლის მეურნეობისა და მესაქონლეობის ზრდასთან ერთად. ბევრი მამაკაცი დღესაც ნადირობს ხანდახან, მაგრამ უმეტესად, თავისუფალ დროს. პროფესიონალი მონადირე მხოლოდ რამდენიმე შემორჩა.

ძირითადად ისეთ ჩიტებზე ნადირობენ, რომლებიც არ იკვებება ლეშით ან ხორცით და ითვლება მოხმარებისთვის ვარგისად, ასევე კურდღელზე, ირემზე, ეშვიან ირემზე, მამალი ირემზე, დათვსა და გარეულ ღორზე. ზოგ ცხოველზე არა მარტო მისი ხორცისთვის ნადირობენ, არამედ იმის გამოც, რომ მათი სხეულის ზოგი ნაწილი ფასეულია სამედიცინო თვალსაზრისით, მაგ., დათვის ნაღველი და ღვიძლი, ზოგი ჩიტის ძვალი და ა. შ. ასევე კლავენ ყვავებს, ვირთხებსა და თაგვებს, რომლებიც მარცვლეულს თავს ესხმის, თუმცა, არ ჭამენ. ხანდახან ლეოპარდს ან მტაცებელ ვეფხვიც ხვდება ხაფანგში, მაგრამ მათ ხორცს არ ეხებიან. ერთ დროს დიდად პოპულარული იყო სპილოებსა და მარტორქებზე ნადირობა. თუ განვსჯით უამრავი დოკუმენტაციის მიხედვით, მას აღარ იყენებენ პრაქტიკაში.

რელიგიური აკრძალვა,რასაც არცთუ ძალიან მკაცრად ინახავენ, არსებობს მაიმუნების დახოცვასა და მათ შეჭმაზე. მაიმუნები ხშირად იჭრებიან ყანებში და მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ მას. არც ერთი სხვა ტაბუ არ არსებობს, გარდა თეთრი სპილოს მოკვლისა, რასაც დასაბამი ბუდისტურ რელიგიაში აქვს და რომელიც ლეპჩას შორის გავრცელდა ოთხი საუკუნის წინ. სხვა მხრივ, ყველა ცხოველზე შეიძლება ნადირობა, თუ ის ახალგაზრდა არაა.

ლეპჩას მთავარი იარაღია მშვილდი (სა ლი) ის ყოველთვის ბაბუკისგან მზადდება. იმავე მასალისგან ან ჭინჭრიგან მზადდება ლარი, რომელსაც კუ იუს ეძახიან, საუკეთესო ლარები კა ფიტის ხის ქსოვილებისგან მზადდება. ბამბუკი, რომელსაც მშვილდისათვის იყენებენ უნდა ფრთხილად შეირჩეს. ის უნდა გამოიჭრას მშრალი სეზონის დროს (დეკემბერი-იანვარი), რომელიც მაღალ და ღია ლანდშაფტზე იზრდება, სადაც მის ღეროს ხშირად არხევს ქარი. ახალი მშვილდის გამოყენების წინ ის უნდა ალში გამოიწვრთნას გარკვეული ხნით, მშვილდიც და ისრებიც ბამბუკის პლატფორმაზე მაგრდება (პუნ ჰროპი), რასაც ლეპჩას სახლებში ნახავთ ღია კერიის თავზე დაკიდებულს. მშვილდს ინახავენ მოშვებულ მდგომარეობაში, სანამ მისი ხელახლა გამოყენება არ იქნება აუცილებელი.

ისრები მზადდება ლერწმისგან (მოკ ტუ), ან უფრო ხშირად, ბამბუკისგან. ჩვეულებრივ, სამი წინაძღოლი ბუმბული სჭირდება -(ცონგ რო)-ძერისა ან იხვის ბუმბულია უფრო სასურველი- რომლებიც თავსდება მანამდე ჩაჭრილ ლერწამში და შემდეგ წებოთი და თასმებით მაგრდება. ღრმა, ოთხკუთხა ან მოგრძო ჩაჭრები კეთდება ლარის დასამაგრებლად, და ბოლოს, ლერწმის ის ნაწილი, რომელზეც მაგრდება წინამძღოლი ბუმბული, შავად იღებება.სანადირო ისრებზე არ მაგრდება ბუმბული. ისრის ეკლიანი თავი (ცონგ თიაკი) რკინისგანაა დამზადებული , აქვს კონუსისებური მოკლე ლითონის მილი რომელშიც მაგრდება ბუნიკი ან აქვს მოლე რკინის ღერო, რომელიც ბუნიკში შედის. ამ უკანასკნელ შემთხვევაში ბუნიკის ბოლო მაგრდება თასმით და ავსებულია ფისით. ისრებს, რომლებსაც იყენებდნენ ქურდების შესაშინებლად და სათამაშოებად ბავშვებისათვის, არ ჰქონდათ რკინის წვეტები, არამედ მის ნაცვლად, მოკლე ბამბუკის მილი, რითაც გასროლა უვნებელი ხდებოდა.

ხანდახან მოწამლული ისრები გამოიყენება ნადირობისთვის, ისევე როგორც ადრე საომრად. საწამლავი, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებდნენ არის აკონიტი (პა კი). აკონიტის ფესვი გამზადებული აქვს მონადირეს და საწამლავი მზადდება ცოტა ხნით ნადირობამდე. ფესვი ორ ქვას შორის დაისრისება, წყალს უმატებენ და სქელი პასტა მიიღება. ლეპჩა მონადირეები დიდი სიფრთხილით ეკდებიან აკონიტს და თუკი მათ სხეულზე არის პატარა განაკაწრიც კი სახლისა თუ ყანაში მუშაობის დროს მიღებული, ისინი საწამლავს არ ეკარებიან იმ დღეს. თუკი ცხოველს ამ მოწამლული იარაღით კლავენ, მონადირე იცდის ვიდრე მოკლული ცხოველის სხეული არ გაცივდება- „საწამლავი დაუბრუნდება გულიდან ჭრილობას“ და ამის შემდეგ, სხეულის იმ ნაწილს, რომელიც დაჭრილი იყო, მოაჭრიან და გადააგდებენ.

სანადირო იარაღები

რედაქტირება

ლეპჩა სულ 4 ტიპის მშვილდს იყენებს.

  1. სამონადირეო მშვილდი საშუალოდ 140 სმ სიგრძის. ამ ტიპის მშვილდს სამხედრო საქმეშიც იყენებდნენ.
  2. საშუალოდ 180 სმ სიგრძის მშვილდი, რომელსაც მიზანში სროლისთვის იყენებენ. მშვილდის ცენტრალურ ნაწილს, როგორც წესი, ბამბუკით აძლევდნენ სიმტკიცეს. ასეთი მშვილდის ისარს ჩვეულებრივი, უეკლო, რკინის წვეტი ჰქონდა.
  3. Da bryó să lí, ტყვიის(პატარა ბურთულის) მშვილდი საშუალოდ 150 სმ სიგრძის იყო. მას ჩიტებზე სანადიროდ იყენებდნენ. მისი ცენტრალური ნაწილიც, ასევე ბამბუკით იყო გამტკიცებული. 4 ბრტყელი ბამბუკის ფირფიტა იკვრება ერთად მშვილდის ძაფზე და პატარა კვადრატს ქმნის. ამ ოთხკუთხედში იდება ტყვია. ამ ნაწილს să lí hryeng უწოდებენ. ძაფი იმგვარად ემაგრება მშვილდის მყარ ნაწილს, რომ ოდნავ გადახრილი იყოს მარჯვენა მხარეს. ეს საშუალებას აძლევს ტყვიას, გაცდეს მშვილდს.
  4. პატარა ჯვარედინი მშვილდი.

მშვილდი მხარზე შემოგდებული დაჰქონდათ ან უბრალოდ ხელში ეჭირად. ჩვეულებრივ ლეპჩებს მშვილდ-ისარი შემდეგ ნაირად ეკავათ: მარცხენა ხელს ღერძის ცენტრი უკავია. მარჯვენა ხელის ცერა თითი ექაჩება ისარს, ძაფს უკან ექაჩება. მარცხენა ხელმოსაკიდი, როგორც წესი, ტყავის ან რამე ნაჭრით იყო გადაკრული მშვილდის ხელიდან გავარდნის ასარიდებლად. ლეპჩელი მონადირეები ისრებსაც იყენებდნენ. ისრებს რკინის წვეტები ჰქონდა. ისრები ძირითადად დათვზე ან გარეულ ღორზე სანადიროდ გამოიყენებოდა. ხშირად ისინი ისრის წვეტს წამლავდნენ კიდეც. ამ მეთოდს ძირითადად სპილოებზე სანადიროდ იყენებდნენ. სპილოებს წყლის დასალევად მოსულებს, ალყაში აქცევდნენ და მათ მოწამლულ ისრებს ესროდნენ.

რამდენიმეს ლეპჩებს შორის, განსაკუთრებით მათ ვინც ცხოვრობს მთის მდინარესთან ახლოს, აქვთ თევზაობის პრაქტიკა. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ნადირობა, ისე თევზაობაც ემსახურება მხოლოდ საკვების მიწოდებას და გარდა ამისა მიღებულია მინდვრის ხვნისა და საქონლის გაზრდისთვის. ლეპჩელები გამოიყენებენ შემდეგ სათევზაო მოწყობილობებს:

ჩვეულებრივი სათევზაო ანკესი (ვორ ჰამი) ან ბამბუკი სიმით და რკინის კავით( ვორი), რომელზეც მოთავსებულია სატყუარა. მის მსგავს მარტივი მოწყობილობას, ცხადია შედარებით ძველს, ეწოდება რიენი. მასში კაუჭი ჩანაცვლებულია მოკლე ბასრი ბამბუკის ნაჭრით, რომელი ერჭობა თევზს ყელში.

ზოგჯერ სატყუარათი გამზადებული კაუჭების მთელი სერია ეფლობა მდინარეში. თითოეული ხაზის ბოლო განსახლებულია ქვების ირგვლივ რომლებიც ყრია სანაპიროზე, და თითოეული სიმი არის მოღუნული ისე, როგორც მახვილი კუთხე და დაჭერილია ამ პოზიციაში პატარა ქვის მიერ. თუ მოწყობილობა დაიჭერს თევზს ხაზი გადაინაცვლებს თავისი პოზიციიდან და ცოტა ხნის შემდეგ კონტროლზე მოსული მეთევზე შეამჩნევს თევზს, რომელიც კაუჭზე წამოეგო.

ასევე გამოყენებადია სხვადასხვა სახის ბადეები, უმეტესად დამზადებული ბოჭკოებისა და მცენარეებისაგან. ბადეების ყველაზე გავრცელებულ ტიპს ეწოდება სუნგ ლი_ კონუსური სასროლი ბადე. იგი გავრცელებულია საშუალოდ 140 სანტიმეტრის სიმაღლისა და დაახლოებით 160 სანტიმეტრი დიამეტრის ზომებით. მისი გასახსნელის ირგვლის დამაგრებულია წაგრძელებული ტყვიის ფირფიტები და გრძელი, ძლიერი თოკი მიბმულია მის ზემოთა ნაწილზე. მეთევზე, რომელიც დგას მდინარეში, არწევს თოკს თავისუფლად მკლავს ზემოთ და შემდეგ ხელსაყრელ მომენტში სწრაფად ისვრის ბადეს თევზისკენ.

ტუკ შორი: მარტივი ბამბუკის მახე, საშუალოდ 60 სანტიმეტრი სიგრძისა და 30 სანტიმეტრი დიამეტრს მქონე. ამ მოწყობილობის ასაგებად ბამბუკის ძლიერი ნაჭერი იჭრება სიგრძეში თავისი მთელი სიგრძის სამ მეოთხედზე, სექციების დიდებულ რიცხვზე. ეს სექციები შემდეგ მოღუნულია დაიჭერს დახვეული ბამბუკის რგოლი. შესაბამისად ხაფანგი იღებს ძაბრის ფორმას. როგორც წესი მსგავსი ხაფანგები განლაგებულია ერთ რიგში, მდინარის ქვიან ბარიერთან ახლოს, სადაც თევზი როგორც წესი უნდა ახტეს და შესაბამისად შეიძლება რამდენიმე მათგანი ხაფანგშიც კი ჩავარდეს.

კურ ვიო: ბამბუკისგან დამზადებული ტომარა, რომელიც დამაგრებულია მდინარეში ბარიერად, რომ დაიჭიროს თევზი, რომელიც ცდილობს გადაახტეს დაბრკოლებას.

როლი ან იეტი: ბამბუკისგან გაკეთებული უზარმაზარი ღარი, რომელიც მოთავსებულია პატარა ჩანჩქერთან, მდინარის ზედაპირის ზემოთ. მისი ჯოხები ფართოდაა გაშლილი წლის ზედაპირზე რათა ჩანჩქერიდან ჩამომავალ წყალს სწრაფად გადინების საშუალება მისცეს. ხოლო შედარებით დიდი თევზები კი რჩებიან ზედაპირზე.

ფიტი: წვრილად დახვეული ბამბუკის კალათა, გასახსნელთან გრძელი სახელურებით, რომელიც ჩახვეულია ხაფანგის შიგნით და ხელს უშლის კალათში უკვე შესულ თევზს უკან დაბრუნებაში. ფიტი მოთავსებულია წყალში და მიმართულია ქვემოთკენ ქვით, რომელიც მის თავზეა მოთავსებული. თევზს, რომელიც უკვე დაჭერილია იღებენ კალათის ძირში მდებარე ნახვრეტიდან. ამ ყველაფრის შემდეგ ეს გასახსნელი ისევ იხურება ბამბუკის სიმის დახმარებით.

ჩაქუჩის მძიმე ქვა გამოიყენება იმ ქვენის გასატეხად, რომლის ქვეშაც თევზს აქვს თავშესაფარი. დაბნეულ თევზებს კი იჭერენ ან ხელით ან ბადით. ეს მეთოდი ძირითადად გამოიყენება დღისით, როდესაც ნელი დინებაა. ზოგჯერ ლეპჩა მეთევზეები ასევე იყენებენ მშვილდსა და ისარს თევზის მოსაკლავად.

თევზაობის შემდეგი მეთოდების გამოსაყენებლად საჭიროა მეთევზეთა რამდენიმე ნაირი გაერთიანება: ქვის ბარიერი იგება მდინარის გასწვრივ, რჩება მხოლოდ ერთი გასასვლელი კედელში, რომელშიც მოთავსებულია უზარმაზარი წვრილად დაწნული კალათი. შემდეგ ფორმირდება გამყოფი ზოლი და თევზებიც შედიან ხაფანგში. ხელსაყრელ მომენტში მდინარის არხისკენ გადახრითა და ქვისა და ქვიშის ბარიერის აგებით წარმოიქმნება ხელოვნური ტბა ძველი მდინარის კალაპოტში. ამის შემდეგ ანუ ელის უზარმაზარი რაოდენობა გროვდება. ისინი ჩამწყვდეულნი არიან ტბაში. ამის შემდეგ აუზში ისვრიან მსხვილად დაჭრილი ხვიარების ნაჭრებს. ამ მცენარის წვენი იხსნება წყალში და წამლავს თევზებს, რომლებიც ხელოვნურად შექმნილ ტბაში იყვნენ გამომწყვდეულები. მთელი კოლექტიური მუშაობით მოპოვებული ნადავლი საბოლოოდ თანაბრად იყოფა თევზაობაში მონაწილეთა შორის.

გადავიდეთ ვაჭრობაზე. ლეპჩაში გავრცელებული სოფლის მეურნება არ იყო განკუთვნილი მხოლოდ იმისთვის, რომ საკუთარი სოფლები და ხალხი გამოეკვებათ. მათი პროდუქტის იმდროინდელი ექსპორტიცკი ხორციელდებოდა. ინდოელებს ჰქონდა იმ დროისთვის საკმაოდ გამართული მარკეტინგული მექანიზმი, რაშიც იგულისხმება ფაქტობრივად უძველესი „სავაჭრო ფილიალები“. აქ ლეპჩელებს საშუალება ჰქონდათ წამოეწყოთ საუთარი ბიზნესი და რეალიზაციაში მოეყვანათ საკუთარი პროდუქტი. სავაჭრო საქონლის ძირითად ნაწილს ილი წარმოადგენდა.

სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა

რედაქტირება

ლეპჩების სოფლებს ტრადიციულად განაგებდა ლიდერი, რომელსაც უფლება ჰქონდა გაეცა ბრძანებები და შეაგროვებინა გადასახადები. მათ სოფლებში კრიმინალი ზოგადად ძალიან დაბალ დონეზე იყო. მკვლელობა თითქმის არ ხდებოდა, თუმცა ფიქსირდება ერთმანეთის მოწამვლის შემთხვევებიც. ყაჩაღობა და მოპარვა უჩვეულო იყო, რადგან ლეპჩელების ქონებაში არაფერი არ არსებობდა ისეთი, რისი მოპარვაც შეიძლბოდა მომგებიანად. დავები ადვილად წყდებოდა, რადგან მათი მოგვარება მაშინვე ნეიტრალური პერსონის მიერ ხდება, ანუ ამ შემთხვევაში ობიექტური და სამართლიანი ადამიანის მიერ. აქედან გამომდინარე, ძნელი გასაგები არ უნდა იყოს, რომ ლეპჩელები წინააღმდეგნი იყვნენ ყველანაერი ძალადობისა და დამცირების.

შრომის დანაწილება

რედაქტირება

ლეპჩის კულტურაში არ არის მიღებული კაცისა და ქალის დაყოფა სამუშაოს სიძნელის მიხედვით. ასე ვთქვათ, გენდერული თანასწორობა ამ შემთხვევაში კაცების მხარესაა. ქალებს ნადირობის უფლებაც კი აქვთ, რომელიც შესანიშნაავად გამოსდით. ქალთა ჯგუფები მუშაობენ კაცების გვერდი-გვერდ მინდვრებში. ხშირია შემთხვევები, როცა კაციც აკეთებს ჩვენთვის მიღებულ ქალის საქმეს, მაგალითად იგი ქსოვს კალათებს, ხოლო ქალი მას ძაფით შეკვრაში ეხმარება. თუ ერთი სქესი ეცდება გააკეთოს საპირისპირო სქესის საქმე მასზე სტიგმა არი ქნება მიმაგრებული, ანუ არ დაისჯება.

ოჯახი და ქორწინება[1]

რედაქტირება

ლეპჩების ოჯახში წოდებების განაწილება ყოველი წევრისთვის არ არის მრავალფეროვანი ანუ ტერმინები სიმცირეა და ადამიანები თუ სტანდარტულად ასხვავებენ ნათესავებს დედისა და მამის მხრიდან დასახელებების მიხედვით ამ კულტურაში ეს ნაკლებად იჩენს თავს. გარდა დედის ძმისა ისინი არ არჩევენ ნათესავებს მამისა და დედის ნათესაურ ხაზებს შორის. ზოგადად მოლაპარაკე თავისზე წლოვანებით მცირე ოჯახის წევრს არ მიმართავენ სქესობრივი განსხვავების გათვალისწინებით. გარდა ამისა ოჯახურ ტერმინებზე საუბრისას აღსანიშნავია ის, რომ მეუღლის შვილს ადამიანი ასხვავებს სქესის მიხედვით.

რაც შეეხეაბა წყვილის ქორწინებას, ლეპჩას კულტურაში არის ერთი საინტერესო ფაქტი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის სექსუალური ურთიერთობა საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ითვლება ინცესტად თუ მეწყვილე არის 9 თაობის გათვალისწინებით ნათესაურ კავშირში ადამიანთან მამის მხრიდან, ხოლო 4 თაობის გათვალისწინებით დედის მხრიდან. რაც შეეხება ქორწინებას, ლეპჩელები ტრადიციულად ქორწინდებიან ძალიან მცირეწლოვნები. კერძოდ გოგო დაახლოებით 14 წლის ასაკში თხოვდება ხოლო ბიჭი 16 წლის ასაკში ოჯახდება. ამ კულტურაში ქორწინების 2 საფეხური არსებობს. პირველია ნიშნობის ცერემონიალი, მეორე კი საცოლის სახლში მიყვანა. ცერემონიალში გათვალისწინებულია სცენა: სიძის ოჯახი მძახლებთან წარდგება საჩუქრით, სახელად „პატარძლის საფასური“. როდესაც მძახლების დასტურს მიიღებენ, სიძე და მისი ოჯახი ქორწილი შემდგარად ჩაითვლება და ქმარს მთლიანი უფლება გადაეცემა თავის ახლად შერთულ ცოლზე.

საკვები და კერძები

რედაქტირება

მეზობლების მსგავსად ლეპჩელების საკვები არ იყო ისეთივეცხარე, როგორც ეს ინდოეთსა და ნეპალში იციან. ბრინჯი ყველაზე პოპულარული იყო ამ კულტურის კვების რაციონში. ხორბალი, სიმინდი და წიწიბურა ასევე პოპულარობით გამოირჩეოდა, მაგრამ არ იყო ისეთი ხშირი საკვები, როგორც ბოლოს ხსენებული. ლეპჩის კულტურაში „მილეტი“ იყო მიღებული, როგორც ალკოჰოლური სასმელი.მარცველეულის ეს სახეობა მათ მიერ არასოდეს არ იჭმეოდა. ლეპჩას საკვებ რაცონში ასევე მრავლადაა ახალი ხილი და ვეგეტერიანული საკვები. ასევე უნდა აღნიშნოს ის, რომ თევზევზაობისა და ნადირობის განვითარების მიუხედავად, ამ საქმიანობით მოპოვებული საკვები არც ისე პოპულარული არ იყო ამ ხალხში.

ისევე, როგორც ყველა სხვა უძველესი ტომები, გარდა იმისა, რომ გამოცდილი მონადირეები, ლეპჩას მოსახლეობა შეიძლებოდა ყოფილიყო სისხლისმღვრელი საკვების შემგროვებელი. ჩვენი პირველი ცოდნა ამ უძველესი ადამიანების შესახებ იწყება, როდესაც ისინი უკვე დაეუფლნენ გადასვლის და ჯჰოომ-ის კულტივირებას. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ისინი მიწას წმენდნენ და მასზე ამოყავდათ ბრინჯის ორი სახეობა "დუმბრა" და "ონგრეი-ზო", "მონგბრე", ერთგვარი ფეტვი და "კუნჩუნგი", ან სიმინდის სხვადასხვა სახეობებს ჭამდნენ, ასევე იყო სხვა ძირითადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია. "ზო-მალი" ან ბრინჯს კი ისინი იყენებდნენ, მხოლოდ მნიშვნელოვანი შემთხვევების დროს, როგორიცაა ქორწილი, ახალი სახლის შეძენა და ზეიმობის "Nambun"-ის დროს (ლეპჩას ახალი წელი).

ხელოვნება[1]

რედაქტირება

უნდა ითქვას, რომ ამ კულტურაში არ აღინიშნებოდა რაიმე განსაკუთრებული მიდრეკილება ხალხის მიერ ხელოვნებისკენ, რადგან არ არსებობს ამის მნიშვნელოვანი და ოდნავცნობილი ნიმუშები მაინც, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ფაქტი. ლეპჩის საზოგადოებაში მრავალი გამოწრთობილი კალატოზი მოიძებნებოდა. ისინი ამ საქმეში საკმაოდ გამრჯეები იყვნენ და შესაბამისად, ამ მხრივ მათზე მოთხოვნა დიდი იყო.

ამ ხალხში არანაკლებ განვითარებული იყო ქსოვა, რაც მრავალი ნიმუშით დასტურდება. ტრადიციული ტანსაცმელი ლეპჩაში არის ნაქსოვი ფერების დახვეწილი კომბინაციებით. მამაკაცის ტანსაცმელს ეწოდება ტჰიკრო-დუმ და ქალი კაბა ეწოდება დუმდიამი ან დუმბუმი. არსებობს აშკარა წინააღმდეგობა ტჰროკო-დუმის და დუმვუმს შორის, არსებითითია ის, რომ კაციებს აცვიათ თეთრი პიჯამო და ჰგავს კიმონოს, რომელსაც ამჟამად კარატეში იყენებენ. მოკლე პიჟამო აჩენს ვარაუდს, რომ ლეპჩას მოსახლეობა შეიძლება წარმოიშვა ან დიდხანს ცხოვრობდა ჭაობიან მიწაზე. თუმცა, ქალი ჩაცმულობით უარყოფს ამ წინადადებას. დუმვუმ არის გრძელი კაბა და ტერფამდე წვდებოდათ, რაც აჩენს აზრს, რომ ისინი მშრალ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მამრობითი კაბა თითქმის ყოველთვის უხეში, და გამძლეა, რათა მკაცრი ცხოვრების ღია სფეროში და ტყეში გაეძლოთ. ქალის კაბა მზადდება რბილი მასალისაგან და გამოირჩეოდა თავისი სინაზით.

მიუხედავად იმისა, რომ ლეპჩა კონკრეტულად ხელოვნების დარგების თითქმის ყველა მიმართულებაში ჩამორჩენილი იყო, მათ ჰქონდათ რომანტიკული ფოლკლორის მდიდარი რეპერტუარი. მყუდრო აწყობა ამ უძველესი ზღაპრებისა ხსნის კარს, რომელსაც მივყავართ ლეპჩას ოდესმე მარტივ ცხოვრებისაკენ, რომელიც აღწერილია მათი უპრეტენზიო მსოფლმხედველობით და გაურთულებელი ფილოსოფიით. მაგრამ გარდა მათი ზღაპრული ფოლკლორისა, ინფორმაცია მათ ისტორიულ ადგილზე კვლავ იშვიათია.

ლეპჩას ფოლკლორი ამოუწურავი საგანძურია, რომლის საშუალებითაც ასევე ვიგებთ მისი ისტორიის დეტალებზე. დავიწყოთ იმით რომ მის ტექსტებში გვხვდება ადამიანთა სახელები, რომელთა ფესვები და წარმომავლობა ბევრად უფრო ძველია ვიდრე, რომელიმე სხვა საკკიმზე მცხოვრებლისა. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ მათთან ერთად ნახსენებია ისეთ უძველესი ადგილების სახელები, რომელთა არსებობა მხოლოდ იმ ხანაში დასტურდება, რომელშიც მაღლა ნახსენები ადამიანები ცხოვრობდნენ, მაგალითად: მთები, ბორცვები, ხეობები, მდინარეები, ტბები და გამოქვაბულები.

ლეპჩის ფოლკლორზე საუბრისას ასევე უნდა განვიხილოთ ნაწილი იმისა, თუ რა არის მოთხრობილი მათ სიმღერების ტექსტებში. განვიხილოთ სამეფო ერთ-ერთ სამეფო ოჯახში შექმნილი სიტუაცია და მათი მოქმედება.

ახლა საუბარი გვაქ იმ ადამიანებზე, რომელიც გამოირჩეოდა თავისი გამბედაობით და ხედვით, მისი სახელია ტურვე. როდესაც კჰიზარ ჰანი და მისი მემკვიდრეები მართავდნენ დელჰის (1414-1451), ტურვე იყო დაკავებული სიკკიმის პოლიტიკით და მისი საზღვრების გაფართოებით. ამ მიზნის მისაღწევად მან შექმნა ძლიერი რაზმი, რომელიც შედგებოდა ძლიერი, შრომისმოყვარე ახალგაზრდებისაგან. ისინი სრულად მომზადებული იყვნენ პარტიზანული ომისათვის და მტრის ბანაკის დარბევა შეძლეს. ასეთ ძალას ტურვეს ხელმძვანელობით შეძლო მყარი საფიძველი დაედო ლეპჩას და ლიმბუს გაერთიანებისთვის. შედეგი იყო ახალი სამეფოს დაარსება, რომელიც მომავალში ცნობილი იქნებოდა, როგორც სიკკიმის სამეფო. ტურვეს მიღწევები იმდენად დიდებული იყო, რომ შემდგომში მას მიანიჭეს ტიტული Punu (მეფე).

ლეპჩა დღეს[1]

რედაქტირება

ამჟამად უძველესი ტომის, ლეპჩას მოსახლება ცდილობს აგროკლტურის მერე სხვა პროფესიებს დაეუფლოს და თანამედროვე დედამიწის კიბერ განვითარებს დაეწიოს.

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 DiMaggio, J. (2003). Culture Summary: Lepcha. New Haven, Conn.: HRAF. Retrieved from http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ak05-000
  2. Nebesky-Wojkowitz, René de, and Theodore Ziolkowski. 1953. “Lepcha Legend Of The Building Of The Tower.” Anthropos 48. Salzburg, Oesterreich: 889–97. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ak05-006.
  3. Jest, M. Corneille. 1960. “Religious Beliefs Of The Lepchas In The Kalimpong District (West Bengal).” Journal Of The Royal Asiatic Society Of Great Britain And Ireland, 124–34. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ak05-014.
  4. 4.0 4.1 Nebesky-Wojkowitz, René de. 1953. “Hunting And Fishing Among The Lepchas.” Ethnos 18. Stockholm: 21–30. http://ehrafworldcultures.yale.edu/document?id=ak05-003.
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: