ლეო სიროტა
ლეო სიროტა (დ. 4 მაისი , 1885 — გ. 25 თებერვალი, 1965 ) — ებრაული წარმოშობის საბჭოთა და ამერიკელი ვირტუოზი პიანისტი.
ლეო სიროტა | |
---|---|
ლეო სიროტა და მისი სტუდენტი ჰარუკო ფუჯიტა | |
დაიბადა | 4 მაისი 1885 კამენეც-პოდოლსკი პოდოლსკის გუბერნია რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 25 თებერვალი 1965 (79 წლის) აშშ |
ცხოვრობს | რუსეთის იმპერია სსრკ აშშ |
საქმიანობა | პიანისტი მუსიკის პედაგოგი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეო სიროტა დაიბადა კამენეც-პოდოლსკში (პოდოლსკის გუბერნია, რუსეთის იმპერია, ამჟამად უკრაინა). მან ფორტეპიანოზე დაკვრა ხუთი წლის ასაკში დაიწყო. ცხრა წლისა უკვე ატარებდა კონცერტებს, ხოლო 11 წლის ასაკში უკვე უფროსი კლასის მოსწავლეები ჰყავდა და დადიოდა საკონცერტო ტურნეებში. კიევში სწავლობდა გრიგორი ხოდოროვსკის კლასში. 1904 წელს გაემგზავრა ვენაში, სადაც მისი მასწავლებელი გახლდათ ფერუჩიო ბუსონი, რომლის ძალისხმევით გაიმართა პიანისტის სადებიუტო კონცერტი. მათ სადაც ერთად შეასრულეს ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის რე მაჟორი ორი პიანინოსთვის. ბერლინში დაიწყო სიროტას საკონცერტო ტური ევროპაში სერგეი კუსევიცკის ორკესტრთან ერთად. მოგვიანებით, ახალგაზრდა მუსიკოსის მასწავლებელი გახდა ალექსანდრე გლაზუნოვი.[1]
ლეო სიროტას რეპერტუარში შედიოდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ყველა ნაწარმოები, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ყველა სონატა, ფერენც ლისტის, რობერტ შუმანის ნაწარმოებების უმეტესობა, სერგეი პროკოფიევის, იგორ სტრავინსკის, ბუსონის, შენბერგის და პიანისტის თანამედროვე კომპოზიტორების მუსიკა.
1921-1924 წლებში ლეო სიროტა ლვოვის კაროლ შიმანოვსკის სახელობის კონსერვატორიაში მასტერკლასებს ატარებდა.
1923 წლის 25 ოქტომბერს ვენაში ლეო სიროტას და მის მეუღლეს ავგუსტინა გორენშტეინს (კომპოზიტორ იაშა გორენშტეინის და) შეეძინათ ქალიშვილი, ბეატა (ქორწინებაში ბეატა გორდონი).
მოსკოვში გამართული გასტროლების დროს ლეო სიროტამ მიიღო მოწვევა მანჯურიის მთავრობისგან. ჰარბინში მის გამოსვლას ესწრებოდა წამყვანი იაპონელი კომპოზიტორი კოსაკუ იამადა. მან მაშინვე მიიწვია პიანისტი ტოკიოში კონცერტის გასამართად. ამგვარად, 1928 წელს ლეო სიროტა პირველად ჩავიდა იაპონიაში.
1929 წელს ლეო სიროტა და მისი ოჯახი დასახლდა იაპონიაში, სადაც იგი ხელმძღვანელობდა ტოკიოს უენოს სამეფო აკადემიის საფორტეპიანო განყოფილებას. დაგეგმილი ექვსი თვის ნაცვლად, პიანისტმა იაპონიაში 17 წელი გაატარა. 1931 წლიდან ლეო სიროტა ასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას ტოკიოს კონსერვატორიაში. მის სტუდენტებს შორის იყვნენ მინორუ მაცუია, ტაკაჰირო სონოდა, ჰარუკო ფუჯიტა, ალექსეი აბაზა. მეორე მსოფლიო ომის დროს ბეატას ქალიშვილი სწავლობდა შეერთებულ შტატებში, ხოლო სიროტა და მისი მეუღლე კარუიზავაში ცხოვრობდნენ.
1946 წელს წყვილი საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ლეო სიროტამ სამსახური დაიწყო სენტ-ლუისის მუსიკალურ ინსტიტუტში.
2008 წლის 25 მაისს, კიევის VII საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის "კინოლეტოპისის" გახსნის ფარგლებში გაიმართა იაპონელი კინემატოგრაფისტების მიერ შექმნილი ფილმის "ლეო სიროტას ოჯახი და მე-20 საუკუნე" მსოფლიო პრემიერა (რეჟისორი ფუჯივარა ტომიტა).[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Evans, Allan (1998). "Leo Sirota, piano". Arbiterrecords.com. Archived from the original on 9 October 1999.
- "Leo Sirota: a Chopin recital". arbiterrecords.org. 6 June 2003. Retrieved 1 October 2017: a memoir of her father by his daughter, Beate.
- Печенюк М. А. Музиканти Кам’янеччини. — Хмельницький: Поділля, 2003. — С. 9—10, 461—462. (უკრ.)
- Шпильова Віра. Той, хто подарував японцям Моцарта, Шумана та Бетховена // Голос України. — 2007. — 28 липня.(უკრ.)
- Власюк Вероніка. Світова прем'єра про відомого кам’янчанина დაარქივებული 2022-02-26 საიტზე Wayback Machine. // Ділове місто (Кам’янець-Подільський). — 2008. — 29 травня. — გვ. 12. (უკრ.)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Тетяна Куржева. Польські піаністи у Львові та їх внесок у розвиток фортепіанного виконавства та педагогіки დაარქივებული 2017-04-17 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Кінолітопис-2008 დაარქივებული 2022-03-26 საიტზე Wayback Machine. (უკრ.)