ლეოპოლდ ბილფელდი

გერმანელი არქიტექტორი

ლეოპოლდ ბილფელდი (გერმ. Leopold Bielfeldt დ. 1838 — გ. 1922[1]) — XIX საუკუნესა და XX ს-ის დასაწყისში საქართველოში მოღვაწე გერმანელი არქიტექტორი. მიღებული ჰქონდა რუსეთის ქვეშევრდომობა, სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში. 1868 წელს მუშაობდა კავკასიის საფოსტო ოლქის, შემდეგ კი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის არქიტექტორად. მის ნამუშევრებს შორის ყველაზე ცნობილია ქაშვეთის ეკლესია, მეფისნაცვლის სასახლე ლიკანში, სასტუმრო „ვეტცელი“ აღმაშენებლის გამზირზე (N 103) და აგრეთხე XX საუკუნის 40-იან წლებში დანგრეული „კირხე“. აღმაშენებლის გამზირზე, მან აგრეთვე, მრავალი საცხოვრებელი სახლიც ააშენა (მაგ., სახლი N 46, 1879); მას, ასევე ეკუთვნის ცნობილი გერმანელი აფთიაქარის ევგენი ზემელის სახლის პროექტი. საცხოვრებელი სახლების არქიტექტურაში ლეოპოლდ ფილფელდი რენესანსულ-ბაროკოულ ეკლეკტიზმს იყენებდა.[2]

ლეოპოლდ ბილფელდი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 1838
დაბ. ადგილი ოლდენბურგი, ქვემო საქსონია ან ჰანოვერი
გარდ. თარიღი 1922
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა  გერმანია
მნიშვნელოვანი პროექტები თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია და ქაშვეთის ეკლესია
ჯილდოები წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი და წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი

ნამუშევრების გალერეა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება