ლეოპოლდ ბერხტოლდი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

გრაფი ლეოპოლდ ბერხტოლდი (გერმ. Graf Leopold Berchtold; დ. 18 აპრილი, 1863, ვენა — გ. 21 ნოემბერი, 1942, იოდენბურგი) — ავსტრო-უნგრელი პოლიტიკოსი.

ლეოპოლდ ბერხტოლდი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1906–1911 წლებში ბერხტოლდი ავსტრია-უნგრეთის ელჩი იყო სანქტ-პეტერბურგში (რუსეთის იმპერია), ხოლო 1912–1915 წლებში საგარეო საქმეტა მინისტრის პოსტი ეკავა. იგი ანტი-სერბიული პოლიტიკის მომხრე იყო და სერბიას ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელი რომ არ ჰქონოდა ხელი შეუწყო ალბანეთის დაარსებას. 1914 წლის 28 ივნისს სარაევოში ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ერცჰერცოგ ფრანც ფერდინანდის მკვლელობის შემდეგ მან შეადგინა და 1914 წლის 23 ივლისს ულრიმატუმი წაუყენა სერბიას. ამ უკანასკნელის მხრიდან ულტიმატუმის უარყოფას პირველი მსოფლიო ომის დაწყება მოჰყვა.

1915 წელს ბერხტოლდი მინისტრობიდან გადადგა, რადგან ვერ შეძლო იტალიისა და რუმინეთის მსოფლიო ომში გერმანია-ავსტრია-უნგრეთის მხარეზე ჩაბმა. 1915–1918 წლებში იგი ავსტრია-უნგრეთის ტახტის მემკვიდრის ერცჰერცოგ კარლის ობერჰოფმაისტერი და მრჩეველი იყო.