ლეოპოლდინა ბრაზილიელი

ლეოპოლდინა ბრაზილიელი (პორტ. Leopoldina de Brasil, გერმ. Leopoldina von Brasilien; დ. 13 ივლისი, 1847 — გ. 7 თებერვალი, 1871) — ბრაგანსის დინასტიის წარმომადგენელი. ბრაზილიის იმპერატორ პედრუ II-ისა და იმპერატრიცა ტერეზა კრისტინა სიცილიელის უმცროსი ქალიშვილი. საქსენ-კობურგ-გოთას მთავარ ლუდვიგ ავგუსტის მეუღლე და მისი ოთხი ვაჟის დედა.

ლეოპოლდინა ბრაზილიელი
წოდებები
ბრაზილიის პრინცესა
საქსენ-კობურგ-გოთას მთავარი
საქსონიის ჰერცოგინია
დაიბადა 13 ივლისი, 1847
რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილიის იმპერია
გარდაიცვალა 7 თებერვალი, 1871, (23 წლის)
ვენა, ავსტრია-უნგრეთის იმპერია
საგვარეულო ბრაგანსები
მეუღლე(ები) ლუდვიგ ავგუსტი, საქსენ-კობურგ-გოთას მთავარი
შვილ(ებ)ი ოთხი ვაჟი
მამა პედრუ II, ბრაზილიის იმპერატორი
დედა ტერეზა კრისტინა სიცილიელი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
ლეოპოლდინა ქმართან და ვაჟთან ერთად 1867 წელს

ლეოპოლდინა დაიბადა 1847 წლის 13 ივლისს რიო-დე-ჟანეიროში. იგი იყო ბრაზილიის იმპერატორ პედრუ II-ისა და მისი მეუღლის, იმპერატრიცა ტერეზა კრისტინა სიცილიელის მესამე შვილი და მეორე ქალიშვილი. მას სახელი ბებიის (მამის დედა), იმპერატრიცა მარია ლეოპოლდინა ავსტრიელის პატივსაცემად დაარქვეს.

1864 წლის 15 დეკემბერს, ლეოპოლდინა ცოლად გაჰყვა საქსენ-კობურგ-გოთას მთავარ ავგუსტისა და მისი ცოლის, საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I-ის ასულის, კლემენტინა ორლეანელის ვაჟს, მთავარ ლუდვიგ ავგუსტს. აღსანიშნავია, რომ ლუდვიგ ავგუსტის ძმა, ფერდინანდ I ბულგარეთის ცარი იყო, მისი მეორე ძმა, ფილიპე კი ბელგიის კონსორტი, როგორც დედოფალ ლუიზას მეუღე. მათი ქორწინება ბედნიერი აღმოჩნდა და ოთხი ვაჟიც შეეძინათ, მაგრამ ყოველივე ეს ხანმოკლე იყო.

1871 წლის 7 თებერვალს, 23 წლის ლეოპოლდინა მუცლის ტიფით გარდაიცვალა ვენაში. იგი დაკრძალეს ქალაქ კობურგის წმინდა ავგუსტინეს სახელობის კათედრალში. მის ქმარს ამის შემდეგ მეორე ცოლი აღარ შეურთავს.

  1. პეტერი (1886-1934), საქსენ-კობურგ-გოთას მთავარი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  2. ავგუსტი (1867-1922), საქსენ-კობურგ-გოთას პრინცი, ცოლად შეირთო კაროლინა მარია ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი;
  3. იოზეფი (1869-1888), საქსენ-კობურგ-გოთას პრინცი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
  4. ლუდვიგი (1870-1942), საქსენ-კობურგ-გოთას მთავარი, პირველად იქორწინა მატილდა ბავარიელზე, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად ანა ფონ ტრაუტმანსდორფ-ვაინსბერგი შეირთო, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგონა;

წინაპრები

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Almanak Administrativo, Mercantil e Industrial da Corte e Província do Rio de Janeiro para o Anno de 1870 - Vigésimo-sétimo anno (Segunda série XX)
  • Barman, Roderick J. Princess Isabel of Brazil: Gender and Power in the Nineteenth Century, U.S., Scholarly Resources Inc., 2002 (ISBN 0842028463)
  • Bragança, Dom Carlos Tasso de Saxe-Coburgo e. A Princesa Leopoldina, in Revista do Instituto Histórico e Geográfico Brasileiro, vol. 243, 1959, p. 70-93 (ISSN 0101-4366)
  • Bragança, Dom Carlos Tasso de Saxe-Coburgo e. Palácio Leopoldina, in Revista do Instituto Histórico e Geográfico Brasileiro, vol. 438, 2008, p. 281-303 (ISSN 0101-4366)
  • Bragança, Dom Carlos Tasso de Saxe-Coburgo e. As confidências do Visconde de Itaúna a Dom Pedro II, in Revista do Instituto Histórico e Geográfico Brasileiro, vol. 424, 2004, p. 89-161 (ISSN 0101-4366)
  • Defrance, Olivier. La Médicis des Cobourg, Clémentine d’Orléans, Bruxelles, Racine, 2007 (ISBN 2873864869)
  • Del Priore, Mary. O Príncipe Maldito, Rio de Janeiro, Objetiva, 2007 (ISBN 857302867X)