ლეონ ალავერდიანი
ლეონ ალავერდიანი (სომხ. Լևոն Ալավերդյան; დ. 19 მარტი, 1887, თბილისი — გ. 11 იანვარი, 1963, იქვე) — სომეხი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1950).
ლეონ ალავერდიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
19 მარტი, 1887 თბილისი |
გარდაცვალების თარიღი |
11 იანვარი, 1963 (75 წლის) თბილისი, საქართველო |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1951) |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეონ ალავერდიანმა სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1904 წლიდან თბილისში ავლაბრის თეატრსა და ავჭალის აუდიტორიაში. 1909 წლიდან მოღვაწეობდა თბილისის სომხური დრამატული საზოგადოების დასში. 1924–1934 წლებში იყო ბაქოს სახელმწიფო თეატრის, 1932–1963 წლებში კი თბილისის სომხური დრამატული თეატრის მსახიობი. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ბარხუდარი (შირვანზადეს „ნამუსი“), ზიმზიმოვი, ბრილიანტოვი (გაბრიელ სუნდუკიანის „პეპო“, „კიდევ ერთი მსხვერპლი“), დუდუკინი (ალექსანდრე ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), მირზა (ილო მოსაშვილის „ჩაძირული ქვები“), ონისე (მიხეილ მრევლიშვილის „ზვავი“), სულეიმანი, ანანია (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“) და სხვა.
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 87.