ლეონიდ ოსიკა
ლეონიდ მიხაილოვიჩ ოსიკა (უკრ: Леоні́д Миха́йлович Оси́ка; დ. 8 მარტი, 1940 ― გ. 16 სექტემბერი, 2001) ― უკრაინელი და საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი.
ლეონიდ ოსიკა | |
---|---|
მშობლიური სახელი | Леоні́д Михайлович Осика |
დაბადების თარიღი |
8 მარტი, 1940 კიევი, უსსრ |
გარდაცვალების თარიღი |
16 სექტემბერი, 2001 კიევი, უკრაინა |
მოქალაქეობა | სსრკ, უკრაინა |
საქმიანობა | კინორეჟისორი, სცენარისტი |
აქტიური | 1966-1993 |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეონიდ ოსიკა 1940 წლის 8 მარტს კიევში დაიბადა. 1959 წელს ოდესის სამხატვრო-თეატრალური სასწავლებელი დაამთავრა. 1965 წლიდან ალექსანდრე დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიაში მუშაობდა. სერგო ფარაჯანოვთან, იური ილენკოსთან და სხვებთან ერთად „უკრაინული პოეტური კინოს“ სკოლა დააარსა. 1990-1993 წლებში უკრაინის კინემატოგრაფთა კავშირის საბჭოს მდივანი იყო.
ლეონიდ ოსიკა 2001 წლის 16 სექტემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია კიევში, ბაიკოვოს სასაფლაოზე.
ჯილდოები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Поетичне кіно: заборонена школа. — Київ: АртЕк, Редакція журналу «Кіно-Театр», 2001. — ISBN 966-505-068-0
- Брюховецька Л. Леонід Осика. — Київ: KM-Academia, 1999. — ISBN 966-518-026-6
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Некролог დაარქივებული 2013-06-01 საიტზე Wayback Machine. (უკრ.)
- В Энциклопедии отечественного кино