ლეონიდ კანტოროვიჩი
ლეონიდ კანტოროვიჩი (რუს. Леонид Канторович; დ. 19 იანვარი, 1912, სანქტ-პეტერბურგი — გ. 7 აპრილი, 1986, მოსკოვი) — საბჭოთა მათემატიკოსი და ეკონომისტი. ხაზობრივი პროგრამირების ერთ-ერთი ავტორი. 1975 წელს მიანიჭეს ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში „რესურსების ოპტიმალური განაწილების თეორიაში შეტანილი წვლილისთვის“ (ტიალინგ კუპმანსთან ერთად). მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.
ბიოგრაფიარედაქტირება
ლეონიდ კანტოროვიჩი დაიბადა 1912 წელს, ებრაელი ექიმ-ვენოროლოგის, ხაიმ (ვიტალი) კანტოროვიჩისა და დანტისტ პესი გირჩევნას ოჯახში. 1926 წელს ჩააბარა ლენინგრადის უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე, 4 წლის შემდეგ დაასრულა ბაკალავრიატი და სწავლა განაგრძო ასპირანტურაში. 1930-1939 წლებში იყო მასწავლებელი, ხოლო შემდეგ უკვე პროფესორი ლენინგრადის სამრეწველო მშენებლობის ინჟინერთა ინსტიტუტში. 1935 წელს დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის ხარისხი.
ძირითადი ნაშრომებირედაქტირება
- „ვარიაციული გამოთვლები“, 1933, ვლადიმერ სმირნოვთან და ვლადიმერ კრილოვთან ერთად.
- „ორგანიზაციის მათემატიკური მეთოდები და წარმოების დაგეგმარება“, 1939.
- „ინტეგრალების განსაზღვრა და ფურიეს სერიები“, 1940.
- „ალბათობის თეორია“, 1946.
- „ფუნქციონალური ანალიზი და გამოყენებითი მათემატიკა“, 1948.
- „ფუნქციონალური ანალიზი და გამოთვლითი მათემატიკა“, 1956.
- „ფუნქციონალური ანალიზი ნორმირებულ სივრცეებში“, 1959, გლებ აკილოვთან ერთად.
- „ოპტიმალური გადაწყვეტილებები ეკონომიკაში“, 1972, ალექსანდრ გორსტკოსთან ერთად.
- „მათემატიკა ეკონომიკაში: მიღწევები, სიძნელეები, პერსპექტივები“, 1975.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
რესურსები ინტერნეტშირედაქტირება
- ლეონიდ კანტოროვიჩის ავტობიოგრაფია ნობელის პრემიის საიტზე
- ლეონიდ კანტოროვიჩის ბიოგრაფია სობოლევის მათემატიკის ინსტიტუტის საიტზე
- ნიჭი — ეს მეტისმეტად ცოტაა (ინტერვიუ კანტოროვიჩთან)
- ანატოლი ვერშიკი ლეონიდ კანტოროვიჩსა და ხაზობრივ პროგრამირებაზე
- ↑ Notable Economists // Infoplease
- ↑ http://www.nndb.com/cemetery/732/000208108/
- ↑ A. Kats Concerning a Fallacious Concept of Economic Calculations // Problems of Economic Transition: a journal of translations from Russian — M. E. Sharpe, Taylor & Francis, 1960. — Vol. 3, Iss. 7. — P. 42–52. — ISSN 1061-1991; 1557-931X; 0032-9436 — doi:10.2753/PET1061-1991030742
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ 5.00 5.01 5.02 5.03 5.04 5.05 5.06 5.07 5.08 5.09 5.10 5.11 5.12 Mathematics Genealogy Project — 1997.