ლეონიდ დიაკოვი
ლეონიდ დიაკოვი (რუს. Леонид Владимирович Дьяков; დ. 20 დეკემბერი, 1932, როგოჟკინო, რსფსრ, სსრკ — გ. 5 თებერვალი, 2017, დონის როსტოვი, რუსეთი) — საბჭოთა და რუსი პოეტი. სსრკ-ის მწერალთა კავშირისა და რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.
ლეონიდ დიაკოვი | |
---|---|
რუს. Леонид Владимирович Дьяков | |
სრული სახელი | ლეონიდ ვლადიმერის ძე დიაკოვი |
დაბადების თარიღი | 20 დეკემბერი, 1932 |
დაბადების ადგილი | როგოჟკინო, რსფსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 5 თებერვალი, 2017 |
გარდაცვალების ადგილი | დონის როსტოვი |
საქმიანობა | მწერალი |
ენა | რუსული ენა |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა | სსრკ, რუსეთი |
პერიოდი | 1971-2017 |
ჟანრი | პოეზია |
ბიოგრაფია
რედაქტირებალეონიდ დიაკოვი დაიბადა 1932 წლის 20 დეკემბერს როსტოვის ოლქის ხუტორ როგოჟკინოში, მეთევზის ოჯახში. დიდი სამამულო ომის დროს მუშაობდა ბუდიონოვის (ამჟამად „წყნარი დონი“) სახელობის მეთევზეთა კოლმეურნეობაში. ომის შემდეგ ხუტორ როგოჟკინოში დაამთავრა სკოლა. შემდეგ სწავლობდა თევზის ინსტიტუტში. მუშაობდა ომის დროიდან მისთვის კარგად ნაცნობ თევზის მრეწველობაში. ХХ საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისიდან დაიწყო ლექსების წერა. 1988 წლიდან იყო სსრკ-ის მწერალთა კავშირის წევრი, შემდეგ რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.
გარდაიცვალა 2017 წლის 5 თებერვალს დონის როსტოვში.
შემოქმედება
რედაქტირებალექსების წერა ადრე, ყმაწვილობაშივე დაიწყო. ლექსების თემა იყო დონის ბუნება, მდინარეები, სტეპები, წელიწადის დროები, მშობლიური ხუტორი როგოჟკინო და ა.შ.[1]. პოეზიით სერიოზულად 1970-იანი წლებიდან დაკავდა. მის ამ გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიეს პოეტებმა დანიელ დოლინსკიმ, ვლადიმერ ფირსოვმა, ალექსანდრე როგაჩევმა, ნიკოლოზ სკრებოვმა, ანატოლი გრიცენკომ, პროზაიკოსმა ალექსეი კორკიშჩენკომ და სხვებმა.
პოეტის პირველი ბეჭდური გამოცემები გამოჩნდა „Вечерный Ростов“-ში (ქართ. საღამოს როსტოვი), „Молот“-ში (ქართ. ურო), „Комсомольец“-ში (ქართ. კომკავშირელი), მოსკოვის გაზეთებსა და ჟურნალებში: „Литературная газета“ (ქართ. ლიტერატურული გაზეთი), „Дон“ (ქართ. დონი), „Подъем“ (ქართ. აღმართი), „Молодая гвардия“ (ქართ. ახალგაზრდული გვარდია), „Москва“ (ქართ. მოსკოვი), „Дружба“ (ქართ. მეგობრობა). აგრეთვე იბეჭდებოდა ბულგარულ გაზეთებში.
მისი პირველი წიგნი „Белогривый ливень“ (ქართ. ) 1979 წელს გამოიცა. შემდეგ როსტოვისა და მოსკოვის გამომცემლობებში გამოიცა წიგნები: „Кланяюсь Дону“ (ქართ. მივესალმები დონს), „Русые вербы“ (ქართ. ქერა ტირიფები), „Лето любви“ (ქართ. სიყვარულის ზაფხული), „Лирика“ (ქართ. ლირიკა) და სხვ. 1988 წელს, მისი ლექსების მესამე წიგნის გამოსვლის შემდეგ, სსრკ-ის მწერალთა კავშირში გაწევრიანდა.
ჯილდოები
რედაქტირებაშრომები
რედაქტირებალეონიდ დიაკოვი იყო შემდეგი პოეტური კრებულების ავტორი:
- Белогривый ливень. 1979.
- Кланяюсь Дону. 1983.
- Русые вербы. 1984.
- Лето любви. 1988.
- Лирика. 1992.
- Трава синеокая. 1992.
- От сердца к сердцу. 1994.
- Светлая музыка осени. 1997.
- Признание в любви. 2000.
- Уходит лето. 2002.
- Песня о Доне. 2003.
ლიტერატურა
რედაქტირება- Справочник. Ростовское региональное отделение Союза писателей России. Ростов-на-Дону, 2011г. Леонид Владимирович Дьяков, с. 26.
- Грачев Д. Знаменитые наши земляки /Д. Грачев //Азовская неделя. – 2008. – 27 марта. С. 3.
- Тартынский Л. Поэт не из расчета, а по велению души // Вечерний Ростов. 2008. 11 января. С. 8.
ინტერნეტ-რესურსები
რედაქტირება- ლეონიდ დიაკოვი
- გარდაიცვალა ლეონიდ დიაკოვი
- Владимирович Дьяков. რუსეთის მწერალთა კავშირი.