ლეონდინგი
ლეონდინგი (გერმ. Leonding) — ქალაქი ავსტრიაში, ლინცის სამხრეთ-დასავლეთით, ზემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში. 2011 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 25 295 ადამიანს შეადგენდა. ჩრდილოეთით გაედინაბა მდინარე დუნაი.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ლეონდინგი | |||
| |||
ქვეყანა | ავსტრია | ||
ფედერალური მიწა | ლინცი | ||
კოორდინატები | 48°16′45″ ჩ. გ. 14°15′10″ ა. გ. / 48.27917° ჩ. გ. 14.25278° ა. გ. | ||
მმართველი | Sabine Naderer-Jelinek | ||
ფართობი | 24.04 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 287 მეტრი | ||
მოსახლეობა | 28 698 (1 იანვარი, 2018)[1] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 0732 | ||
საფოსტო ინდექსი | 4060[2] | ||
საავტომობილო კოდი | LL | ||
ოფიციალური საიტი | http://www.leonding.at/ | ||
ლეონდინგი ლინცთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს. იშლება ალპების ულამაზესი ხედი, რაც საცხოვრებლად მაღალ სოციალურ კლასს იზიდავს. ლინცის სიახლოვისა და კარგი სატრანსპორტო კავშირების წყალობით, ქალაქი ასევე იზიდავს მსხვილ კომპანიებს.
1898 — 1905 წლებში, ლეონდინგში ცხოვრობდა ადოლფ ჰიტლერი, სადაც ის ჯერ ადგილობრივ დაწყებით სკოლაში სწავლობდა, შემდეგში კი ლინცის სიახლოვეს, გრამატიკის სკოლაში. ლეონდინგშია მისი მშობლების — ალოისისა და კლარას საფლავები. აქვეა დაკრძალული მისი ძმა — ედმუნდი. 1938 წელს ჰიტლერმა მშობლების საფლავები მოინახულა. მამამისი, 1903 წელს გარდაიცვალა ლეონდინგის ერთ-ერთ ბარში, როდესაც ჭიქა ღვინოს შეექცეოდა.