ლენა ეკი

შვედი პოლიტიკოსი

ლენა მარგარეტა ეკი, დაბადებით ჰემინგსონი (შვედ. Lena Margareta Ek, დ.16 იანვარი, 1958 კალმარი, შვედეთი) — შვედი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ადვოკატი, შვედეთის ცენტრის პარტიის აღმასრულებელი კომიტეტის დირექტორთა საბჭოს წევრი, გარემოს დაცვის მინისტრი 2011-2014 წლებში. ადრეულ წლებში მუშაობდა შვედეთისა და ევროპის პარლამენტში[1]. იგი ასევე მუშაობდა შვედეთის სტუდენტურ კავშირში.

ლენა ეკი
ლენა ეკი
შვედეთის გარემოს დაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 სექტემბერი, 2011 – 3 ოქტომბერი, 2014

დაბადებული16 იანვარი, 1958 (1958-01-16) (66 წლის)

2014 წლის შვედეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იგი კვლავ დეპუტატი გახდა, თმცა მხოლოდ ერთი წლით, რადგანაც 2015 წლის 31 ივლისს თანამდებობიდან გადადგა. რიქსდაგში ის იკავებდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ადგილს.

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ლენა ეკის პოლიტიკური კარიერა 1993 წელს დაიწყო შვედეთის ცენტრის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობით, ოსტერგიოტლანდში. შემდეგ იგი იყო ვალდემარსვიკის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური მრჩეველი 1994-1998 წლებში და ამავე პერიოდში იყო რიონის საბჭოს წევრიც.

1998 წელს ეკი პარლამენტის დეპუტატი გახდა. ის აირჩიეს შვედეთის ცენტრის პარტიის დირექტორთა საბჭოში და ხელმძღვანელობდა შვედეთის ქალების ცენტრის პარტიას. მან პარტიის ეკონომიკურ-პოლიტიკური თავმჯდომარის როლი შეასრულა, რითაც გამოიწვია ახალი ეკონომიკური პოლიტიკის ჩამოყალიბება, რომლის შედეგადაც შეიქმნა კოალიცია ალიანსი შვედეთისთვის. თვითონ პარტია კი წარმოადგენს „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ ნაწილს. 2000 წელს იგი აირჩიეს პარტიული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტში. 2001 წელს, როცა აენარტ დალეუსმა დატოვა პარტიის თავმჯდომარის ადგილი, ლენა ეკი მის თანამდებობას იკავებდა. 2004 წლიდან იყო ევროპის პრლამენტის დეპუტატი. 2011 წელს გახდა შვედეთის გარემოს დაცვის მინისტრი, რომლიდანაც 2014 წელს გადადგა[2].

1998-და 2004 წლამდე ლენა ეკი იყო შვედეთის პარლამენტის დეპუტატი. სოციალ-დემოკრატებთან 1995-1998 წლებში თნამშრომლობის შემდეგ ეკი ეკონომიკური შესწორების ერთ-ერთი ინიციატორი იყო, რომელიც სხვა პარტიებთან ერთად განხორციელდა.

ლენა 2004-2011 წლებში იყო ევროპის პარლამენტის წევრი, აგრეთვე ევროპარლამენტის ლიბერალური პარტიის „ლიბერალები და დემოკრატები ეროპისთვის“ ჯგუფის წევრი (ALDE). ის ასევე გახლდათ გენდერული თანასწორობისა (FEMM) და სოფლის მეურნეობის კომიტეტის (AGRI) წევრის მოადგილე. 2004-2009 წლების განმავლობაში მუშაობდა გარემოს დაცვისა (ENVI,ITRE, FEMM) და დროებით კომიტეტში კლიმატის ცვლილებების საკითხებთად დაკავშირებით (CLIM). ALDE-ს თავმჯდომარე სტრატეგია „ევროპა 2020-ის“ ფარგლებში.

ეკი იყო ერთ-ერთი მთავარი წევრი 2008 წლის მოლაპარაკებებისა ევროპის კავშირის დირექტივებთან დაკავშირებით, ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საკითხებში; ე.წ ევროპის კავშირის კლიმატის პაკეტის ოთხი კომპონენტიდან ერთი-ერთი.

2008 წელს იგი არჩეულ იქნა პარტიის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ვიცე-პრეზიდენტად, რომელიც არის 57 ევროპული სახალხო პარტიისგან შემდგარი ევროპული პარტია.

იგი ორჯერ იყო დასახელებული შვედეთის საუკეთესო ევროპის პარლამენტარად. 2008 წელს გაზეთ Ny Teknik-ის მიერ ის მეექვსე ყველაზე გავლენიან ადამიანად იქნა აღიარებული, ენერგეტიკის დარგში. 2009 წელს Dagens Miljö-ს მიერ შედგენილ სტატისტიკაში იკავებდა ოცდამეორე ადგილს პოლიტიკოსებს შორის გარემოს დაცვით სფეროში. 2010 წელს კი ჟურნალ Focus-ის შვედეთის ას ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის მოხვდა.

ევროპარლამენტის 2009 წლის არჩევნებზე ის მეორედ წარადგინეს შვედეთის ცენტრის პარტიის სიის პირველ ნომრად და არჩეულ იქნა ხმების 34,4 %-ით.

 

აკადემიური კარიერა

რედაქტირება

იგი არის ლუნდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული. ასპირანტურა დაამთავრა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით და 1987-დან 1994 წლამდე ლუნდის უნივერსიტეტში პედაგოგის საქმიანობას ეწეოდა საერთაშორისო სამართლისა და სამართლის ისტორიის ფარგლებში. ამავე პერიოდში იგი იყო იურიდიული ასოციაციის თავმჯდომარე.

2011 წლის მაისში მას ლუნდის უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის სტატუსი მიანიჭეს ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

კომერციული კარიერა

რედაქტირება

ლენა ეკი არის რამდენიმე კომპანიისა და ორგანიზაციის დირექტორთა საბჭოს წევრი, ისეთების როგორიცაა Exselent Porous Materials, Swedish Brain Power, Södra, Södra Gapro AB, Norrköping Harbour, სტოკჰოლმის გარემოსდაცვითი ინსტიტუტი და შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს კომპანია „Södra Skogsägarna-ს“.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ლენას ჰყავს ქმარი და ოთხი შვილი. მისი ვაჟი, მაგნუს ეკი იყო შვედეთის ცენტრის პარტიის ახალგაზრდული ასოციაციის თავმჯდომარე 2015-დან 2019 წლამდე.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lyudmila Babynina, European Union facts and comments. — 2019-07. — Вып. 96. — С. 74–77.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება