ნილს ლენარტ იუჰანსონი (შვედ. Nils Lennart Johansson; დ. 5 ნოემბერი, 1929 — გ. 4 ივნისი, 2019) — შვედი საფეხბურთო ფუნქციონერი, უეფას პრეზიდენტი 1990-2007 წლებში, რეკორდსმენი ამ თანამდებობაზე გატარებული პერიოდით. ფიფას ვიცე-პრეზიდენტი წლებში, 1998 წელს იყო ფიფას პრეზიდენტობის კანდიდატი, სადაც იგი ზეპ ბლატერთან დამარცხდა.

ლენარტ იუჰანსონი
ლენარტ იუჰანსონი
უეფას მე-5 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
26 იანვარი, 1990 – 4 ივნისი, 2007
წინამორბედიჟაკ ჟორჟი
მემკვიდრემიშელ პლატინი

დაბადებული5 ნოემბერი, 1929
სტოკჰოლმი, შვედეთი
გარდაცვლილი4 ივნისი, 2019 (89 წლის)
სტოკჰოლმი, შვედეთი
მოქალაქეობაშვედეთი

ლენარტ იუჰანსონის ინიციატივით ჩემპიონთა თასი გარდაიქმნა ჩემპიონთა ლიგად, რითაც ტურნირის დონე და პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1967-1980 წლებში სკანდინავიელი სტოკჰოლმის აიკის პრეზიდენტიც იყო. იუჰანსონის სახელს ატარებს თასი, რომელიც ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს გადაეცემა.

2005 წელს იუჰანსონს ილის კვორუმის სახელობის პრესტიჟული ოქროს მედალი გადასცეს, რომელსაც შვედურ კულტურაში, მეცნიერებასა და საზოგადოებრივ საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ანიჭებენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება