ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ვინ იყვნენ დელავერი ინდიელები?

რედაქტირება

დელავერი ინდიელები არიან ამერიკის მკვიდრი, ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი საუბრობდნენ ალგონქუიანურ (Algonquian) ენაზე.

შექმნის ისტორია

რედაქტირება

სამყაროს შექმნის ერთ-ერთი მითი მოდის დელავერი ინდიელებისაგან. ეს ისტორია პირველად 1679 წელს 80 წლის მოხუცმა სახელად ტანტაკუმ (Tantaque) მოყვა; იგი გვთავაზობს სამყაროსა და ადამიანის წარმოშონბის განსხვავებულ ვერსიას. ტანტაკუმ ეს ისტორია ილუსტრირყო შემდეგნაირად: მან აიღო ნაკვერჩხლის ნატეხი ცეცხლიდან,რომლის გვერდითაც იჯდა და დაიწყო ძირს წერა. თავდაპირველად მან დახატა წრეწირი, პატარა ოვალი რომელშიც ოთხი თათი/ფეხის ტერფი, თავი და კუდი მოათავსა. „ეს-თქვა მან-არის კუ, იგი წევს წყალში, რომელიც გარს არტყამს...ეს კუ არის დედამიწა, ხოლო წყალი რომელიც ირგვლივ აკრავს-არსებული წყლის მთელი მარაგი;როდესაც, კუ წამოიზარდა, მისმა ზურგმა წყლის ზემოთ ამოყო თავი, წყლის ზემოთ ამოწვერილი კუს ზურგი წარმოადგენდა დედამიწის მშრალ ნაწილს, იგივე ხმელეთს. ხმელეთის ზუსტად შუა ნაწილში აღმოცენდა ხე. ხემ წინ გაიდგა ფესვები,გაღივდა და იქიდან, მასზე ამოიზარდა პირველი ადამიანი, რომელიც მამრობითი სქესის იყო. მარტო იყო ეს კაცი მთელს დედამიწაზე.ერთ დღესაც ხე იმდენად გადაიხარა სანამ თავისი წვეროთი დედამიწას არ შეეხო.შეხების წერტილში მეორე ფესვი გაღივდა და მისგან  წინ წამოიზარდა ყლორტი, რომლიდანაც ამოიზარდა ქალი. ამ ქალისა და კაცისაგან კი წარმოიშვა ყველა შემდგომი ადამიანი.

დელავერი ინდიელების მიწა.

რედაქტირება

დელავერი ინდიელები ცხოვრობდნენ ტერიტორიაზე, რომელსაც თავად “ლენაპეჰოკინგს“ (Lenapehoking) უწოდებდნენ, რაც „ლენეპების მიწას“ ნიშნავს. მათი მიწა მოიცავდა დღევანდელ ნიუ-ჯერსის, აღმოსავლეთ პენისლავიას, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნიუ-იორკის შტატს, დელავერის ჩრდილოეთ ნაწილსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ კონექტიკუტის მცირე ნაწილს. როგორც აღმოსავლეთის  ტყიანი ადგილის შემადგენელი ნაწილს, ლენაპეჰოკინგს-დელავერ ინდიელთა მიწაზე მრავლად იყო მდინარეები, ჩანჩქერები, ტბები, ხშირი ტყეები და მდიდარი ველური ბუნება.

ცნობილია, რომ ლენაპეჰოკინგის მიწა დაიკავა ორმა მონათესავე, მაგრამ ერთმანეთისაგან განსხვავებულმა ინდიელთა ჯგუფებმა. ინდიელები რომლებიც ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დასახლდნენ საუბრობდნენ მუნსის დიალექტზე, (Munsee-dialect of the Eastern Algonquian Delaware language), ხოლო ინდიელები, რომლებმაც ლენაპეჰოკინგის სამხრეთ ნაწილი აითვისეს-უნამის (Unami)-იგივე ენის ოდნავ განსხვავებულ დიალექტზე. ამ ორი ხალხთა ჯგუფის რწმენა-წარმოდგენები და კულტურაც მხოლოდ ცოტათი თუ განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან. სწორედ ამიტომ ხშირად ლინეპეჰოკინგის მიწაზე მცხოვრებ ორივე ხალხთა ჯგუფს ლინეპების სახელით მოიხსენიებენ ხოლმე.

დელავერ ინდიელთა/ლინეპელთა საზოგადოება.

რედაქტირება

ლენეპელების მცირე ნაწილი ფართო, დაახლოებით 200-300 კაციან სოფლებში, უმრავლესობა კი 25-50 ადამიანისაგან შემდგარ სოციალურ ერთეულში ცხოვრობდა. ლენეპელი ინდიელებისათვის ოჯახი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მჭიდრო კავშირი არსებობდა როგორც მშობლებსა და შვილებს, ასევე იმ მონათესავე ოჯახებს შორის,რომლებიც ერთად კლანს ადგენდნენ.

ლენეპელებში არსებობდა 3 დიდი კლანი (სოციალური ერთეული)-მგლის, კუს და ინდაურის-რომლებიც კვალდაკვალ მიყვებოდა ლენეპელთა შთამომავლებს, ოჯახის ხაზის გავლით; მაგალითად, თუ დედა ეკუთვნოდა კუს კლანს, მაშინ მისი შვილებიც იმავე კლანს ეკუთვნოდნენ. ამ ქალის ვაჟებს უფლება ჰქონდათ ცოლად შეერთოთ ქალი, რომელიც განსხვავებული კლანიდან იქნებოდა, მათი შვილები, რაღა თქმა უნდა დედის კლანს განეკუთვნებოდნენ და ა. შ.

საკუთარი ჯგუფის შიგნით დელავერი ინდიელები ერთმანეთისადმი კეთილად იყვნენ განწყობილნი.ისინი პასუხისმგებლობას გრძნობდნენ ერთმანეთის მიმართ და არ ქურდობდნენ თავიანთ სოფელში, რამეთუ ამის საჭიროება არ არსებობდა:მიწა რომელზეც ისინი ცხოვრებდნენ ყველას, მთელ საზოგადოებას თანაბრად ეკუთვნოდა, თავშესაფრებს ყველა იზიარებდა და არავინ ფლობდა ღირებულ საკუთრებას.

ლენაპეჰოკინგის მიწის მკვიდრებს ჰქონდათ თავიანთი კლანებისა და სოფლების მართვის კარგად ორგანიზებული გზები. ბელადად ირჩევდნენ პიროვნებას მისი საქრციელის, საუბარში გაწაფულობის ანუ ორატორული ნიჭის, პატიოსნებისა და ბრძნული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობის მიხედვით. ბელადს ასევე კარგად უნდა სცოდნოდა რელიგიის, იმისათვის რომ ხალხს გაძღოლოდა რიტუალურ ცერემონიებში.

სამხედრო ლიდერები ბელადებისაგან უფლება-მოვალეობებით განსხვავდებოდნენ, კერძოდ: ისინი ძალაუფლებას იხვეჭდნენ გულადობისა და ბრძოლებში მიღწეული წარმატებებისათვის; მათ შეეძლოთ შეეკრიბათ ახალგაზრდა ჭაბუკები და საომარი იერიში განეხორციელებინათ ბელადისაგან დამოუკიდებლად, მათი თანხმობის გარეშე.ისინი გადაწყვეტილებებს საომარი მოქმედებების შესახებ თავად იღებდნენ და ამსთან დაკავშირებით ბელადის თანხმობას არ საჭიროებდნენ.

შრომის გადანაწილება

რედაქტირება

ყველა მუშაობდა, მაგრამ ქალებსა და კაცებს განსხვავებული ტიპის სამუშაოების შესრულება ევალებოდათ. ადრეული ასაკიდანვე პატარა ბავშვები იწყებდნენ იმ უნარ-ჩვევების შესწავლას, რომლებიც მათ დასჭირდებოდათ, როდესაც ისინი გაიზრდებოდნენ. ბიჭებს ასწავლიდნენ ნადირობასა და ტყეში მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორიცაა მაგალითად,ხის მოჭრა, გზის გაკვლევა, ტყეში ნადირისაგან თავდაცვა და სხვ. ხოლო გოგონებს სახლის მოვლასა და მებაღეობაში ამეცადინებდნენ.

ქალების საქმე ამერიკელ დელავერ ინდიელთა საზოგადოებაში:

რედაქტირება

ამერიკელ დელავერ ინდიელთა საზოგადოებაში ქალები პასუხისმგებლები იყვნენ მცენარეების დარგვაზე, მარცვლეულის მომკვასა და ველური, გარეული საკვების შეგროვებაზე. მარცვლეულის ნაწილი მომკვისთანავე იჭმეოდა, მათი დიდ ნაწილს კი-ველურ საკვებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად: კენკრა, ფესვები და თხილი-ზამთარში გამოყენების მიზნით აშრობდნენ და ინახავდნენ. ფქვილის დასამზადებლად ქალები დიდი, ძლიერი ფილთაქვებით ნაყავდნენ მარცვლეულობას. თხილისგან ამზადებდნენ ზეთს, რომელსაც ცხობისას იყენებდნენ.

ქალები ასევე ხელგაწაფულნი იყვნენ თიხის ქოთნების, ლერწმის ჭილობების (ფეხსაწმენდელების, ჩანთებისა და კალათების ქსოვაში. ისინი ქსოვდნენ ჩუსტებს, ჭილობებსა და თოჯინებს სიმინდის ჩენჩოებისგან; ასევე ამზადებდნენ კონტეინერებს თელასა და არყის ხის ქერქებისაგან; მცენარის ძარღვებით ისინი გრეხდნენ დაწნულ ბაწრებს, რომლებითაც კრავდნენ ტრანსპორტირებისათვის გამზადებულ ფუთებს. ამასთანავე, ქალები ამზადებდნენ ძაფებს და ძვლისგან დამზადებული ნემსებით კერავდნენ ტანსაცმელს.

კაცების საქმე ამერიკელ დელავერ ინდიელთა საზოგადოებაში

რედაქტირება

კაცები ასუფთავებდნენ მიწას, მათ ევალებოდათ სახლების მშენებლობა და შეკეთება.

მოკაფული ფართო ხეებით ამზადებდნენ კანოებს (მოკლენიჩბიანი სპორტული ნავი, რომელშიც ცალ მუხლზე დგებიან და ისე უსვამენ); მოჭრილ ხეებს მონაცვლეობით წვავდნენ, აპობდნენ, წვავდნენ, აპობდნენ და ა. შ მანამ სანამ ხეს სასურველ-კანოეს- ფორმას არ მიაღებინებდნენ.

ისინი აკონსტრუირებდნენ თევზაჭერებს და ფართო თევზის კალათებს, რომლებშიც დაჭერილ თევზებს აგროვებდნენ; მშვილდ-ისრებით კაცები ნადირობდნენ სხვადასხვა ცხოველებზე, თუმცა ირემი, ცხენ-ირემი და დათვი ლენეპელთა ყველაზე დიდ ნანადირევად ითვლებოდა. ირემზე ხშირად შემდეგი მეთოდით ნადირობდნენ: ბევრი ადამიანი ერთად რაც შეიძლებოდა დიდ წრეწირს კრავდა, და ცეცხლითა და ხმაურით ირმების ჯოგს მიიმწყვევდნენ ადგილას, სადაც ამ უკანასკნელთ გამოცდილ მონადირეთა ბასრი იარაღი ელოდათ. ხაფანგის დადება ნადირობის მეორე საშუალება, რომლითაც ლენეპელები იჭერდნენ ისეთ ცხოველებს, როგორიცაა: თახვი, წავი, ონდატრა, ენოტი, წაულა და გარეული კატები. როგორც საკვები რაციონის განუყოფელ ნაწილს, ინდაურს, არწივს და სხვა, კაკაბების, მტრედების, გარეული იხვებისა და ბატების მსგავს ფრინველებს ლენეპელები ასევე ხაფანგში აბამდნენ ან გასროილით ხოცავდნენ;

კაცები იყვნენ კარგი მებრძოლები, თავიანთი სახლების დასაცავად, მათ ხანდახან ომში საბრძოლველად წასვლა უხდებოდათ. ასეთ დროს, ოჯახის მართვა-გამგეობა-ხელმძღვანელობის საკითხს ცოლებს უტოვებდნენ. კაცები ასევე ხშირად უსმენდნენ თავიანთი საგვარტომოს უფროსი გათხოვილი ქალის რჩევებს ომისა და მშვიდობის საკითხებში.

იარაღები

რედაქტირება

ინდიელთა ცხოვრებაში იარაღები მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. კაცები მას იყენებდნენ სახლების, კანოების, თევზსაჭერების, მშვილდ-ისრების, ჰარპუნების, ხისტარიანი სანაყების, ხის თასებისა და მრავალი სხვა გამოსადეგი თუ ორნამენტული ობიექტების დასამზადებლად. ქალების განკარგულებაში იყო თოხები და სათხრელი ჯოხები ბაღში სამუშაოდ; დანები, საფხეკები, სანაყები და ძვლის კოვზები საჭმლის მომზადებისას გამოიყენებოდა. ამ იარაღთაგან ზოგიერთი, სადგისებსა და ნემსებთან ერთად, გამოიყენებოდა ტანსაცმლის, მოკასინების (ჩრდილო ამერიკელ ინდიელთა ქალამანი, ფეხსაცმელი), ჭილობების, კალათებისა და სათევზაო ბადეების გასაკეთებლად.

ლენეპელები მათთვის საჭირო ნივთებს მათ გარშემო არსებული ბუნებრივი გარემოს გამოყენებით ამზადებდნენ. ნედლეულობა რომელიც ქვის იარაღების, საჭურველისა და საოჯახო ნივთების დასამზადებლად იყო საჭირო ყველაზე ხშირად ლოკალურად იძებნებოდა, თუმცა განსაკუთრებული ქვები, ისეთები როგორებიცაა მაგალითად, საპნის ქვა, მოძიებულ უნდა ყოფილიყო შედარებით შორეული ქვის სამტეხლოებიდან.

საჭმელად დახოცილი ირმები და ცხენ-ირმები, დელავერ ინდიელებს ასევე ამარაგებდნენ ძვლებითა და რქებით, რომელთაგანაც სათევზაო ანკესებს, ნემსებს, სადგისებს, შამფურებსა და ჩუქურთმებს ამზადებდნენ. მათ მყესებსა და ნაწლავებს საკერავად და რაღაცების შესაფუთად/შესაკვრელად, პირველადად დამუშავებულ ტყავის ნედლეულს კი ტანისსამოსისა და საბურავების დასამზადებლად იყენებდნენ.ამ ცხოველების ჩლიქებისაგან მზადდებოდა ბავშვის გასართობი ჩხარუნები და წებოსმაგვარი ნივთიერება.

თასებსა და ფინჯნებს ამზადებდნენ კუს ზურგის ზედა შრეების, გოგრისა და ფართო ზღვის ნიჟარებისაგან. თიხის ქილებს ფორმას აძლევდნენ საძერწავი თიხისაგან, რომელსაც მდინარეებისა და ტბების სანაპიროებიდან აცილებდნენ.კალათებსა და ჭილობებს ქსოვდნენ ბამბუკის ლერწმისა და გარკვეული ხეების ფესვებისა და შიგნითა ქერქისაგან.

ქვის იარაღები მზადდებოდა დაშალაშინებითა და  ჩაქუნით. შუბები, ისრის თავები, საფხეკები, დანები და გრავერები საბოლოოდ მზადდებოდა შედარებით წვრილმარცვლოვანი ქვებისაგან, რომლებიც შეიცავდა კაჟსა და კვარცს, რომლებთანაც მუშაობა უფრო ადვილი იყო ბასრი, ხრაშუნა ფანტელებიანი ხელსაწყოთი.

წერაყინები, სატეხები ძვლის ქსოვილის გასატეხად, და სხვა საოჯახო იარაღები, ჩვეულებრისამებრ, უფრო უხეში და ტლანქი ქვებისაგან მზადდებოდა.ამ ტიპის იარაღებს, სპეციალურად ამ მიზნით დამუშავებულ,წამახვილებულთავიან ქვას გადაბმულად "უნისკარტებენ", მანამ სანამ ეს რიყის ქვა თუ ფრიალო კლდის ნაგლეჯი მათთვის სასურველ ფორმას არ მიიღებდა. მიღებული იარაღი შეიძლება გაპრიალებულიყო სალესი ქვით, ან ქვიშითა და წყლით. რაც უფრო მეტად იყო გაპრიალებული, მით უფრო მეტად გლუვი ზედაპირი ჰქონდა იარაღს.

კულონები, ყელსაბამები და სხვა აქსესუარები, რომლებიც ადმიანების გარკვეულ სტატუსებს აღნიშნავდა,ხშირად იჭრებოდა-იკვეთებოდა, გულდასმით, დიდი ყურადღებით პრიალდებოდა. კულონის დამუშავების ბოლო ეტაპზე მას ხვრეტდნენ და ჩამოსაკიდად მზად იყო.

სოფლები და თავშესაფრები

რედაქტირება

ლენეპელები აგებდნენ კამარის ფორმის ქოხებს-ვიგვამებს, სადაც შეეძლო პატარა ოჯახს ან ერთ ინდივიდს ეცხოვრა. თავდაპირველად, ისინი მიწაში ვერტიკალურად ჩარჭობილი სარებით ოვალის ფორმას შემოხაზავდნენ; შემდეგ ამ სარებს ერთმანეთისკენ მიწასთან შეხების წერტილამდე გადახრიდნენ,ისე რომ საცხოვრებელს გუმბათოვანი/კამარისებური აგებულება მიეღო. მიღებულ კონსტრუქციას მცენარეების ქერქებითა და ჩენჩოებით ან ლერწმის ნაქსოვი ჭილობებით ფარავდნენ. ზოგჯერ რამდენიმე ოჯახი ერთად, ცხოვრობდა, შედარებით ფართო ''გრძელ სახლში". ამგვარ სახლს ისეთივე მრგვალგუმბათოვანი ფორმა ჰქონდა, როგორც ყველა სხვა დანარჩენს, სხვებისაგან ის მხოლოდ ზომით განსხვავდებოდა, კერძოდ, ის უფრო გრძელი იყო.

გრძელი ვიგვამების შიგნით იყო ბოძებისაგან დამზადებული პლათფორმები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო როგორც სკამებად, ასევე საწოლებად.ძირს, იატაკის ცენტრში იყო ცეცხლის დასანთები ადგილი, ჭერში ღიად დატოვებული პატარა ადგილებიდან კი კვამლი გარეთ გადიოდა. მაცვლეულობა და სამკურნალო მცენარეები, მაღლა, ჭერში ეკიდა; შემოსასვლელის გვერდით რაიმე ნივთების განსათავსებლად ადგილი არ იყო.

ლინეპელები სოფლებში დამკვიდრებულ ცხოვრებას ეწეოდნენ, მაგრამ მთელი თავიანთი სიცოცხლის განმავლობაში ერთ ადგილას არ რჩებოდნენ. ყოველ ათ ან ოც წელიწაში მათ სხვა მიმართულებით უნდა გადაეტანათ თავიანთი იმჟამინდელი სოფელი, რადგანაც იქ უკვე ბუნებრივი რესურსები ამოეწურათ. ამ წლის განმავლობაში პატარა ჯგუფები შეიძლება თავიდან განლაგებულიყვნენ დროებით კარვებში, ძირითადი სოფლისაგან გაცილებით მოშორებით. აქ ისინი წინასწარგანუსაზღვრელი დროით რჩებოდნენ, მანამ სანამ საჭირო მატერიალებსა და საკვებს არ იშოვნიდნენ.

ჩაცმულობა და დეკორაცია

რედაქტირება

ლეპენელები იმოსებოდნენ თოვლისა და ყინულიანი ქარების ან წებოვანი სიცხისაგან თავის დასაღწევად, ეს დამოკიდებული იყო იმაზე თუ წელიწელიწადის რომელი დრო იდგა.

კაცების ჩაცმის სტილის ნათელი მაგალითი იქნებოდა ფეხზე მომდგარი, ელასტიკისმაგვარი, ვიწრო შარვალი და წელზე ქამრით მიმაგრებული მოკლე, გვერდებში ჩახსნილი ქსოვილი, რომელიც მხოლოდ ბარძაყებს ფარავს; ქალების შემთხვევაში კი -მრგვალ ფორმაზე მოჭრილი შემოსახვევი ქვედაბოლო. შემოსაცმელი ტანსაცმელი, ანუ ტანსაცმელი, რომელიც უშუალოდ არ ეხებოდა სხეულს, ჩვეულებრისამებრ მზადდებოდა ირმის ან თახვის ტყავისაგან. შედარებით ცივ ამინდში ხალხი ამატებდა ტყაავის პერანგებს, ბეწვის მოსასხამებს, და ალბათ, ხელთათმანებსადა ბეწვის ქუდებს. ფეხზე ყველას ეცვა რბილძირიანი ირმისტყავის მოკასინები.

ისინი თავს სუფთად ინახავდნენ, მიჩვეულნი იყვნენ ყოველდღე ცურვასა და ორთქლის აბაზანების მიღებას. ქალები გრძელ თმებს ატარებდნენ, ცეცხლის ირგვლივ მუშაობისას მას იწნავდნენ ან კოსას იკეთებდნენ. მეტი მორთულობა-სილამაზისთვის, შეეძლოთ ამ ნაწნავსა თუ კოსაზე გველის ტყავი შემოეკრათ ან იმისათვის რომ თავი მბზინვარე თმებით მოეწონათ, დათვის ცხიმი წაეცხოთ მასზე.

ახალგაზრდა კაცები ხშირად იჭრიდნენ თმას ან ძირიანად იგლეჯდნენ მას, ისე რომ მოშიშვლებულ თავზე დარჩენილ თმას ბიბილოს ფორმ აჰქონოდა. ლინეპელ კაცებს ისედაც ტხელი თმა ჰქონდათ და მათი უმრავლესობა, პლუს კიდევ, თავს "იპუტავდა", სანახევროდ იმელოტებდა. ჩვეულებრისამებრ კაცები ატარებდნენ თავსაბურავს, რომელსაც ქოაჩი ეწოდებოდა; იგი მზადდებოდა მაჩვზღარბისა და ირმის შეღებილი თმისაგან.თავიანთ თმაში კაცებს ასევე შეიძლება ეტარებით ბუმბულები, მაგრამ, როგორც წესი, დაახლოებით ერთი-ორი ცალი.

ქალები იყენებდნენ დათვის ქონში არეულ მცენარე ბლადრუთ-ისაგან (bloodroot-ყაყაჩოს ოჯახის ჩრდილოეთ ამერიკული მცენარე, თეთრი ყვავილებითა და  ბოლქვებით, რომლებიც გადატეხვისას  წითელი ფერის მცენარის წვენს გამოყოფენ) დამზადებულ საღებავს, რომლითაც წერტილოვან ნახატებს იკეთებდნენ ლოყებზე, ყურებზე და თავზე, თმის გაყოფის ადგილას. კაცები ხშირად იხატავდნენ სახეს, მკერდსა და მხრებს.

კაცები საკუთარ თავს იტატუირებდნენ ცხოველების, ჩიტების, გველებისა და სხვადასხვა გეომეტრიული დიზაინის ფიგურებით.როგორც ქალები ასევე კაცები ატარებდნენ ბუნებრივი მასალისაგან-ნიჟარა,ძვალი, ბუმბული, ქვა, თიხა, ცხოველის ბრჭყალები და კბილები-დამზადებულ საყურეებს, ყელსაბამებსა და თმის მორთულობა-ორნამენტებს.

საჭმლის მომზადება

რედაქტირება

ლენეპელებს ჰქონდათ დიდად მრავალფეროვანი საჭმელები და სჯეროდათ, რომ საჭმელი იყო იმისათვის, რომ იგი სხვებისათვის გაეზიარებინათ.ამიტომ როდესაც დელავერებს უცხო ადამიანი სტუმრობდა, მასპინძლები საჭმელს სთავაზობდნენ მას. საპასუხოდ, სტუმარი ყოველთვის მიირთმევდა რასაც უწილადებდნენ ხოლმე მას. საუზმე ცეცხლზე თიხის ქოთნებში ამზადებდნენ ან ფოთლებში შეახვევდნენ და ცხელ ნაცარში შეუკეთებდნენ ხოლმე.

სამი ყველაზე მნიშვნელოვანი დასარგავი მარცვლეულობა იყო სიმინდი, ლობიო და სქვაში (squashe), რომლებსაც აღმოსავლეთ ტყიანი ადგილების მკვიდრი ტომები "სამ დას" უწოდებდა. სიმინდის მარცვლებს ხარშავდნენ, აცხობდნენ ან დათვის ქონში წვავდნენ. ხანდახან ქალები სიმინდის ტაროდან ფხეკდნენ მარცვალს, მას ერბოზელილ ცომს შეაზელდნენ და ღვეზელის ფორმებს მისცემდნენ, შემდეგ მიღებულ ცომის ნაჭრებს ფოთლებში შეახვევდნენ და გამოაცხობდნენ ან მოხარშავდნენ.

მარცვლეულობას ასევე იყენებდნენ სუფის, პურისა და პუდინგების გასაკეთებლად. ლობიოს წვავდნენ ან ხარშავდნენ, მას ამატებდნენ სუფებსა და ხორცის საჭმელებს; სქვაშს ხარშავდნენ ან მთლიანად აცხობდნენ. სალათის ფოთლებს ამატებდნენ ხორცის საჭმელებს, სხვადასხვა ველურ ბალახებს-სუფებს, და კენკრას-პურებს ან პუდინგებს. საჭმლის მოსამზადებელ ჭურჭელს შეადგენდა: ხის ქერქის თეფშები, ასევე ხის თასები და კოვზები.

საკვების გამოშრობა და შენახვა.

რედაქტირება

მცენარეულ საკვებს ასევე ასაწყოებდნენ ზამთრისათვის. მცენარეებს კონებად კრავდნენ და გასაშრობად ჭერში კიდებდნენ. მარცლეულის თესლსა და ლობიოს განცალკევებით ინახავდნენ ტყავის ან ნაქსოვ ჩანთაში. სქვაშსა და გოგრას მრგვლად ჭრიდნენ, ჯოხზე ასხამდნენ და მზეზე კიდებდნენ ხოლმე გასაშრობად. ხორცი და თევზი ასევე შეიძლება გამოეშროთ მზეზე ან უცეცხლო ნამწვავების კვამლზე შეებოლათ. რამდენხანსაც ეს გამომშრალი საკვები იყო შენახული, იგი არ ფუჭდებოდა. როდესაც ლინეპელ ქალს სურდა გამოეყენებინა გამომშრალი საკვები, ის მას წყალში ამზადებდა. წყალი გამომშრალ საკვებს ამოზნიქავდა, გააღივებდა და საჭმელად უფრო რბილს გახდიდა.

ზოგი ლინეპელი ქალი ღრმა, ფართო, სასაწყობე ორმოებს თხრიდა მიწაში.ხორცი, თევზი, თხილი  და სხვა გამომშრალი საინოვაგე ამ სასაწყობე ორმოებში იყო განთავსებული. ეს მიწისქვეშა სასაწყობე არეები შემოწერილი იყო ჭილობებითა და ბალახებით, იმისათვის რომ საკვები მტვრის, თაგვებისა და სხვა მღრღნელებისა თუ მავნებლებისაგან დაეცვათ. გამომშრალი, დასაწყობებული საკვები ლინეპელებს, ცივ ზამთარში გადარჩენის საშუალებას აძლევდა.

მოგზაურობა და ტრანსპორტირება

ლინეპელი ინდიელები განსხვავებული სახეობის ტრანსპორტს იყენებდნენ სეზონისა და იმ გეოგრაფიული არეალის მიხედვით,რომელშიც ცხოვრობდნენ. ხშირად ისინი უბრალოდ ფეხით მიდიოდნენ და გზას თვითონ იკვალავდნენ ან ცხოველებისაგან უკვე გაკვალულ ბილიკს ან ამომშრალი მდინარის კალაპოტს მიყვებოდნენ. გადაადგილებისას როგორც ქალები, ასევე კაცები ხშირად მძიმე ბარგს ატარებდნენ.

ზაფხულობით, როდესაც ტბები და მდინარეები გაყინული არ იყო, ზოგჯერ წყლით გადაადგილება უფრო ადვილი იყო ვიდრე ხმელეთით. ამ მიზნით ლინეპელი ინდიელები იყენებდნენ ხისაგან ამოკვეთილ კანოებს.

თამაშები, მუსიკა და ამბავთთხრობა

რედაქტირება

თამაშები

რედაქტირება

დელავერი ინდიელების თამაშებისა და სპორტის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ბიჭების სათამაშოები შედგებოდა მინიატურული სამუშაო და საბრძოლო იარაღებისაგან, გოგონებისა კი სიმინდის ფუჩეჩისაგან დამზადებული თოჯინების, პატარა სათამაშო ფილთაქვების, სანაყებისა და ტოლჩებისაგან. ამ საგნებით ბავშვები ერთობოდნენ და იმ უნარ-ჩვევების გამოყენებას ეჩვეოდნენ, რომლებიც მოგვიანებით გამოადგებოდათ ცხოვრებაში. ლინეპელებს ასევე ხიბლავდათ ფიზიკური ძალ-ღონე და მოსწონდათ, მის სადემონსტრაციოდ თამაშებში ერთმანეთთან გაჯიბრება. ახალგაზრდა მამაკაცები ჭიდაობდნენ ან მძიმე ქვების შორ მანძილზე გასროლაში ეპაექრებოდნენ ერთმანეთს. სწრაფად სიბილის შესაძლებლობა მნიშვნელოვანი უნარის იყო და ამიტომ რბოლებიც ხშირად იმართებოდა ხოლმე. შეჯიბრებებისას ბიჭები ასევე ცდილობდნენ თავიანთი ოსტატობა მოესინჯათ მშვილდ-ისრის გამოყენების სიმარჯვეში. სასიამოვნო დროისსატარებელი აზარტული თამაში "თასი და ქინძისთავი" (cup and a pin), რომლის სათამაშოდ საჭირო ნივთები ირმის ფეხის ჩლიქებისა და ჯოხებისაგან მზადდებოდა, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა დელავერთა შორის. თამაშის პრინციპი შემდეგში მდგომარეობდა: ძვლებისა და გარეული ქლიავის გულის ნატეხები ცალ მხარეს იღებებოდა და შემდეგ მას ხის მშვილდისრით ჰაერში ისროდნენ, შედეგის ქულებით შეფასება დამოკიდებული იყო იმაზე თუ თითოეული ფერი რამდენი ცალი ამოვიდოდა; მეორე, მოკასინების თამაშში ერთი ადამიანი აიღებდა ოთხ მოკასინს და ერთ-ერთის ქვეშ რაიმეს დამალავდა, მეორე მოთამაშეს უნდა გამოეცნო სად იყო ეს ნივთი დამალული.

კაცებსაც და ქალებსაც სიამოვნებდათ ჯგუფური თამაშები.მეზობელ ინდიელ ტომებს შორის ძალიან პოპულარული თამაში ლაკროსი, ლინეპელებს შეიძლება ეთამაშათ, შეიძლება-არა. მათ ასევე შეიძლება ეთამაშათ ფეხბურთის მსგავსი თამაში,რომელშიც ბურთი ირმის ტყავისაგან მზადდებოდა და შიგნიდან თმით იტენებოდა.თამაშში ჩართულები იყვნენ როგორც ქალები, ასევე კაცები, თუმცა წესები თითოეული სქესისათვის განსხვავებული იყო. კაცბს შეეძლოთ დაეჭირათ ბურთი, მაგრამ არ შეეძლოთ ეტარებინათ ან ესროლათ იგი. მათ ბურთისათვის წიხლი უნდა დაეტყათ და ეკრძალებოდათ ქალებისათვის ხელი შეეშალათ, თუმცა ქალებს შეეძლოთ ბურთიც დაეჭირათ, მასთან ერთად გაერბინათ, სხვისთვის გადაეწოდებინათ, წიხლი დაერტყათ და უფლება ჰქონდათ თამაშისას შეეფერხებინათ კაცები, ყველანაირად ეცადათ რომ მოწინააღმდეგეებისთვის გამარჯვების საშუალება არ მიეცათ: შეებოჭათ, მოექაჩათ და ა. შ, ამ თამაშისას ხანდახან, შეიძლებოდა, შემთხვევით, კაცებისათვის მაისური შემოეფლითა-შემოეხიათ.

მუსიკალური ინსტრუმენტები შედგებოდა მარტივი დრამებისაგან, ჩიტის ძვლისაგან დამზადებული სასტვენების, ხის ფლეიტებისა და ჩხრიალა ჟღარუნებისაგან, დამზზადებული კუს ბაკნის, ხის ქერქისა და გოგრებისაგან.

მუსიკის თანხლებით ცეკვა და სიმღერა დროის ტარების ფავორიტი საშუალება იყო. წრეში ცეკვისას ქალები კაცებს მიჰყვებოდნენ და თავაზიანად, თავშეკავებულადა და მორიდებულად ცეკვავდნენ. კაცები კი ყვიროდნენ, ხტოდნენ, ძირს ისეთი ძალდატანებით აბრახუნებდნენ, რომ მიწა მათ ფეხქვეშ თრთოდა.

ამბავთთხრობა

რედაქტირება

ისტორიები ხშირად მხიარული მოსასმენი იყო და ზამთარში ხალხი მოთხრობებს ყვებოდა დროის გასაყვანად. მაგრამ ამ თქმულებების გადმოცემა, დროის გაყვანის გარდა სერიოზულ მიზანსაც ემსახურებოდა. ზღაპრები ხსნიდნენ რწმენებს შექმნის ისტორიის, წარსული შემთხვევებისა და სოციალური ღირებულებების შესახებ. ამიტომ ეს ლეგენდები ბავშვის აღზრდის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა.ზამთრის გრძელ საღამოებს, ცეცხლის ირგვლივ შემომსხდარი ბავშვები გულდასმით უსმენდნენ უფროსების ნაამბობებს. ბავშვები კარგი მსმენელები იყვნენ და კარგი მეხსიერება ჰქონდათ.

ოსტატი მკურნალები

რედაქტირება

ყოველმა ოჯახმა იცოდა გარკვეული მცენარეების სამედიცინო ღირებულება, რომლებიც  ჩვეულებრივი ავდმყოფობების, დაავადებებისა და დაზიანებების განსაკურნებლად გამოიყენებოდა, მაგრამ სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის ქონის შემთხვევაში ისინი რჩევის საკითხავად მიმართავდნენ პაქტიკის მქონე ორი ტიპის ექიმს: ნენტიპკებს (the nentipkes), ადამიანები რომლებიც სამედიცინო მიზნით აგროვებდნენ და სპეციალიზირდებოდნენ მცენარეების გამოყენებაში და რომლებიც ნატურალური საშუალებებით კურნავდნენ დაავადებებს, ჭრილობებსა და ინფექციებს და მეორე-მეტეინუები (the meteinus), რომლებიც გარდა იმისა რომ კარგად იცნობდნენ მცენარეების, ხის ქერქებისა და ფესვების სამკურნალო თვისებებს, ასევე გაწაფულნი იყვნენ ჯადოსნობა-გრძნეულობაში. სწამდათ, რომ მეტეინუებს შეეძლოთ განეკურნათ ზებუნებრივი წარმოშობის დაავადებები და განედევნათ ბოროტი სულები. ორივე ტიპის სამედიცინო პერსონალი, ჩვეულებისამებრ, თავიანთ პროფესიას ხილვების შედეგად იწყებდა. შემდეგ უფროსი და გამოცდილი პროფესიონალები მათ სამედიცინო დანიშნულების მცენარეების გადარჩევასა და გამოყენებასთან დაკავშირებულ რიტუალებს ასწავლიდნენ, ისინი ახალბედებს ასევე გადასცემდნენ ცოდნას მცენარეების ძალის შესახებ დიაგნოზირებისა და დაავადებების განკურნებისათვის; შელლოცვებსა და თითოეული მცენარის მომზადება-დამუშავებას.

ტყეებსა და მინდვრებში თავმოყრილი საჭირო მცენარეების შეგროვებისას, ნენტიპკი საძიებო მცენარის პირველსავე ეგზეპლართან გაჩერდებოდა და შეუხებლად დატოვებდა. შემდეგ, ამ მცენარის სულის გულის მოსაგებად წარმოდგენილ იქნებოდა ცერემონია. ამის შემდეგ ნენტიპკუ მცენარის ფესვების აღმოსავლეთ მხარეს და იქ ერთ მწიკვ ადგილობრივ თამბაქოს ჩაყრიდა, იმ სულების, ასე ვთქვათ, მოსათაფლად, რომლებიც ამ მცენარეს პატრონობდნენ. ამ მცენარისა და მისი სულის გადამისამართების შემდეგ მეტეინუს უკვე შეეძლო იგივე სახეობის სხვა მცენარეებიც მოეკრიბა.

თითოეული მცენარე პაციენტის სხეულის საჭიროებებისდა მიხედვით გროვდებოდა. წამლობისათვის მნიშვნელოვანი იყო სწორი დიაგნოზის დასმა და თითოეული სამკურნალო მცენარე ყურადღებით იყო შესწავლილი. თუ არჩეული მცენარის სამკურნალო ფესვები უხეში და ჩახლართული აღმოჩნდებოდა, მაშინ პაციენტი რთულად განსაკურნებელი იქნებოდა; ხოლო თუ ფესვები სუფთა იყო და კარგად იყო ფორმირებული, მაშინ, დელავერ ინდიელთა რწმენით, ადვილად განკურნება  გარანტირებული იყო.

რწმენები და რიტუალები

რედაქტირება

ლინეპელებს სჯეროდათ, რომ ყველგან მათ გარშემო იყვნენ სულები, რომლებსაც მანეტუებს უწოდებდნენ. მათ სწამდათ, რომ უდიადესმა სულმა, სახელად კიშელემუკონგიმ (kishelemukong) შექმნა სამყარო და რომ ბოროტი სულები იყვნნენ პასუხისმგებლები ავადმყოფობასა და სიკვდილზე.ისინი გრძნობდნენ, რომ სული იყო ყველა ველურ გრიგალსა და გაზაფხულზე ხეებზე ამოტყორცნილ ყოველ კვირტში.

ლინეპელებს სჯეროდათ, რომ ზაფხული შეიძლება ყოფილიყო, როგორც სასარგებლო, ასევე საზიანო, ამიტომ პატივისცემით უნდა შეხვედროდნენ მას.სულების მეტი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ადგილობრივები შესაწირს ტოვებდნენ იმ ადგილებში სადაც, ფიქრობდნენ, რომ ისინი სახლობდნენ.მაგალითად, უზარმაზარი ხის, ჩანჩქერის, ან უცნაური, ეული კლდის მახლობლად. ეს საჩუქრები შეიძლება ყოფილიყო ფოთლებისა და ყვავილების ბღუჯა, ამოკვეთილი ხის ჯოხი ან ჩიბუხიანი მოსაწევი. ინდიელები ძალიან ფრთხილობდნენ, რომ სულებისთვის არ ეწყენინებინათ.

სოფელში გარკვეული ცერემონიების დროს, ვინმე, ერთი მამაკაცი თავიდან ფეხებამდე დათვის ტყავში შეიმოსებოდა, სახეზე წითლად და შავად შეღებილ ნიღაბს გაიკეთებდა და ერთ-ერთ სულს სახელად,მესინგუს (mesingw) განასახიერებდა. ეს მნიშვნელოვანი სული პასუხისმგებელი იყო ეკონტროლებინა, თვალ-ყური ედევნებინა და ეზრუნა ტყეში მცხოვრებ ყოველ ცხოველზე; მათ ასევე სჯეროდათ, რომ ეს სული ტყეში ირმის ზუნისაგან ზურგზე ამხედრებული დახეტიალობდა/მოგზაურობდა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც მაგალითად, უნდოდათ შეეშინებინათ ბავშვი,რომელიც დაუმორჩილებლად იქცეოდა, ამ სულს სოფელში მოუხმობდნენ. ის არასოდეს საუბრობდა, მაგრამ კუს ბაკანისაგან დამზადებული ჩხრიალისა და ჯოხის მეშვეობით იტყობინებოდნენ თავიანთ აზრებს.

წლის სხვადასხვა დროს ლინეპელები ცერემონიებსა და რიტუალებს მართავდნენ, კარგი სულების საპატივსაცემოდა და ავი სულების განსადევნად. ისინი ასევე აღნიშვნით ხვდებოდნენ მარცვლეულის დათესვასა და მომკვა-აღებას, წლის პირველი მწვანე მარცვალის მოწევას, დაბადების დღეს, ქორწილსა და წარმატებულ ნადირობას.

ფიქრობდნენ, რომ შამანებად ცნობილი ხალხი მეტ და განსაკუთრებულ ძალა-უფლებას ფლობდნენ სულებზე. ექიმბაშად ან რელიგიურ ლიდერებად გახდომის გზით ეს ინდივიდები თავიანთ ძალა-უფლებას ხშირად სხვების სასიკეთოდ იყენებდნენ.

თამბაქოს ცერემონიები

რედაქტირება

თამბაქოს მოწევა მნიშვნელოვანი იყო ბევრ ინდიელთა ჯგუფისათვის. თამბაქოსა და ყალიონის მოწევა საღმრთო, წმინდა საქციელად ითვლებოდა. მას პატივისცემით ეპყრობოდნენ და შესაბამისი რიტუალების დაცვით იყენებდნენ. თამბაქოს კვამლს ხშირად იყენებდნენ ხოლმე სულებისათვის მისაძღვნელად. ზოგჯერ თამბაქოს წვავდნენ, როგორც საკმეველს ან ცეცხლში მოისროდნენ ხოლმე ნიშნად იმისა, რომ დასახმარებლად უხმობდნენ სულებს. ზოგჯერ სამანები ეწეოდნენ იმისათვის, რომ ადამიანისაგან სნეულება გამოედევნათ. ბელადები ეწეოდნენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების, ვაჭრობისა და ომის ან მშვიდობიანი შეთანხმების გამოცხადების წინ. ლინეპელები აშრობდნენ "გარეული თამბაქოს" (Lobelia inflata) მცენარის ფოთლებსა და ყვავილებს და მათ იყენებდნენ, როგორც სტიმულის მიმცემ საშუალებად. ინდიელთა თამბაქოთი ასევე წამლობდნენ ასთმას. ზოგჯერ ამ მცენარეს სხვა არომატულ სამკურნალო მცენარეებსა და ხის ქერქებთან ერთად ურევდნენ განსვავებული ეფექტების მისაღებად.

თამბაქო არის ენდემური, ადგილობრივი, ამერიკული მცენარე და უცნობი იყო დანარჩენი მსოფლიოსათვის, მანამ სანამ ინდიელებმა იგი ევროპელებს არ წარუდგინეს XV ს.-ში.

ხილვების დანიშნულება

რედაქტირება

დელავერებს სჯეროდათ, რომ გარკვეული რიტუალები, როგორიცაა მარხვა, მათ განსაკუთრებულ ძალა-უფლებას აძლევდა სულებზე ზეგავლენის მოსახდენად. ბიჭებისათვის, და ხანდახან გოგონებისათვისაც, იყო ესთი ჩვეულება: იმის აღსანიშნავად რომ ისინი ზრდასრულნი გახდნენ, ეს ახალგაზრდები მრავალი დღით მარტო მოშორებით უნდა წასულიყვნენ და ემარხულათ და ეოცნებათ. განსაკუთრებულ ძალას, რომელიც მათ ამ დროს ენიჭებოდათ, შეიძლება ამ ყმაწვილებისათვის შესაძლებელი გაეხადა, რომ  ხილვები ჰქონოდათ და ზოგ მათგანს შეიძლება დამცველი სული ეპოვნა. ამ განსაკუთრებულ დამცველ სულს შეეძლო მელიის, ქორის,  ჭიანჭველის ან  ქვის ფორმა მიეღო და ეს ადამიანები მთელი ცოვრების განმავლობაში დაეფარა ან ეთქვა იმის შესახებ, თუ როგორი იქნებოდა მათი მომავალი.

დაკრძალვის ჩვეულებები

რედაქტირება

საერთოდ ძალიან ცოტა ადგილობრივი ადამიანი ცხოვრობდა 35 წელზე მეტს. ზოგჯერ დელავერი ბავშვები მეტად ადრეულ ასაკში იღუპებოდნენ, დაავადებების, ტრამვებისა და შესაბამისი საკვების ნაკლებობის გამო. სწორედ ამ მიზეზით, დაახლოებით სამი წლის ასაკამდე ბავშვებს ოფიციალურ სახელს არ აძლევდნენ. მიცვალებული ესვენა მიწაში ამოთხრილ ორმოში, რომელიც შემოხაზული იყო ხის ქერქებით ან ბალახის ჭილობებით. ადრეულ დროში მიცვალებულს მკლავებს მკერდზე უჯვარედინებდნენ და მოხრილ მდგომარეობაში, ჩანასახის ფორმით მარხავდნენ. ზოჯერ სამარეში საჭმლით სავსე თიხის ქოთანს დგამდნენ. მათი რწმენით, ეს საჭმელი გარდაცვლილის სულს ძალას აძლევდა ზეცისაკენ გრძელი მოგზაურობისათვის. ლინეპელებს სჯეროდათ, რომ კარგი ადამიანის სულები "დიდ შემქმნელ"-კიშელემუკონგისთან, უმაღლეს ზეცაში მიდიოდნენ, ხოლო ბოროტი ადამიანის სულები ამ "ბედნიერი სანადირო მიწის" გარეთ უნდა დარჩენილიყვნენ სამუდამოდ. მათ სჯეროდათ, რომ ვარსკვლავების გასხივოსნებული ირმის ნახტომი იყო ბილიკი სამოთხისაკენ. ირმის ნახტომს ლინეპელები ანეს (Ane; A-nay-e) უწოდდებდნენ. ადამიანთან ერთად კვდებოდა მისი სახელიც. გარდაცვლილის სახელი ხალხს აღარ უნდა ეხსენებინა, რომ ამით სევდა არ მოეგვარათ მისი ოჯახისათვის.

ევროპელების ჩამოსვლა

რედაქტირება

1500-1600: პირველი მკვლევრები.

რედაქტირება

XVI საუკუნეში ევროპიდან ჩამოსულმა მკვლევრებმა იპოვეს მდიდარი, ახალი კონტინენტი, რომელსაც ჰქონდა თევზის, ხე-ტყის, ბეწვეულისა და სხვა საქონლის უხვი მარაგი. გიოვანი და ვერაზანო (Giovanni da Verrazano) იყო პირველი მოგზაური რომელიც შეხვდა ლინეპელებს (1524 წ.), მაგრამ დიდხანს არ დარჩენილა. ცოტა ხნის შემდეგ ვერაზანოს ზღვით მოგზაურობამ, უფრო და უფრო მეტმა ევროპელმა მეთევზემ, ვეშაპზე მონადირეებმა და მონებით მოვაჭრეებმა ფეხი მოიკიდეს ატლანტის ოკეანის გასწვრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მიწაზე და მათ სამუდამოდ  შეცვალეს ლინეპელებისა და სხვა მკვიდრი მოსახლეობის ძველებური ცხოვრება.

იმ დროისათვის, როდესაც ჰენრი ჰუდსონმა და მისი ეკიპაჟმა 1609 წელს ნიუ-იორკის ყურის გავლით, გემი- "ნახევარმთვარე" (The Half Moon) ინდიელთა მიწისაკენ დაძრეს, მკვიდრი მოსახლეობა ევროპელებს უკვე აღარ ენდობოდნენ და ამას მოჰყვა ის რომ მათ შორის პერიოდულად წამოიჭრებოდა ხოლმე სხვადასხვა პრობლემები და ბრძოლები.

1600-1750: ბეწვით მოვაჭრეები, დაავადებები, ახალმოსახლეები

რედაქტირება

XV საუკუნისათვის ევროპელებს უკვე კარგად ჰქონდათ გააზრებული რაოდენი სიმდიდრის მოხვეჭა შეიძლებოდა ლინეპელთა მიწის მკვიდრი ცხოველების ბეწისაგან. მალე ევროპელებმა დაიწყეს საქონლისა და კულტურის ლინეპელებთან გაცვლა. თახვის ბეწვისაგან დამზადებული ქუდები მოდაში იყო ევროპაში. გარდა ბეწვეულობისა, ევროპელებს სურდათ საკვები და ყველაზე მეტად-მიწა. მეორე მხრივ ლინეპელები, მიეჩვივნენ რკინის ნაჯახებს, ტანსაცმელებს, მაისურებს, სპილენძის ჩაიდნებს, ზარ-ზანზალაკ-ეჟვნებს, შუშის მძივებს/კრიალოსნებს, სარკეებს, რკინის თევზსაჭერ ანკესებსა და ალკოჰოლურ სასმელს. რაც უფრო ფართოვდებოდა ვაჭრობის მასშტაბები, მით უფრო იზრდებოდა საომარი მოქმედებების რიცხვი ევროპელებსა და ლინეპელებს შორის. ნადირობისათვის თავის დანებებამ და სავაჭრო საქონელზე დამოკიდებულებამ, ბეწვეულის დეფიციტი გამოიწვია და დიდად გამოუთხარა ძირი ტრადიციულ ცხოვრებას. ბევრი სოფელმა დატოვა ლინეპელთა მიწა და მიმოიფანტა.

დაავადებების, რომელთა მიმართაც ლინეპელებს იმუნიტეტი არ გააჩნდათ, შეტანამ ადგილობრივი მოსახლეობა გაანადგურა. ჩუტყვავილა მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და დაუნდობელი დაავადება იყო, არანაკლებ მძაფრი სნეულებანი იყო წითელა, ყბაყურა და ქუნთრუშა. საომარმა ვითარებებმა და ალკოჰოლმა ასევე წვლილი შეიტანა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში. 1750 წლისათვის ლინეპელებს თავიანთი მოსახლეობის თითქმის 90% ჰქონდათ დაკარგული.

XVII საუკუნის განმავლობაში, როდესაც ლინეპელების დიდი ნაწილი დასავლეთით, ოჰაიოსაკენ და ჩრდილოეთით, ნიუ-იორკისა და კანადისაკენ გადაადგილდებოდნენ, კოლონისტების მუდმივად მზარდი რაოდენობა მოდიოდა და სახლდებოდა მიწაზე, სადაც უწინ ლინეპელები ცხოვრობდნენ. აქვე ჩამოვიდნენ მისიონერები, რომლებიც ქრისტიანობას ქადაგებდნენ. ფრანგულ-ინდური და რევოლუციური ომების დროს, ლინეპელები ჩამოუყალიბებლად, მონაცვლეობით იჭერდნენ ორსავე  და ერთმანეთის წინააღმდეგ იბძოდნენ. საბოლოოდ ლინეპელებმა გაყიდეს ნიუ-ჯერსიში შემორჩენილი მიწები და დასავლეთით გადაინაცვლეს ისეთი მიდამოებისაკენ, როგორიცაა ოკლაჰომა და ჩრდილოეთით, კანადაში, სადაც ლინეპელების უმრავლესობა ცხოვრობს ამჟამად.

ლინეპელები დღეს

რედაქტირება

დღეს ლინეპელების/დელაწერების უმრავლესობა ოკლაჰომასა და კანადაში ცხოვრობენ. ოკლაჰომაში არის ორი თემი; ერთი ანანდარკოს, მეორე კი-ბარტლესვილის მიდამოებში.

რამდენიმე ასეული ლინეპელი/დელავერი ინდიელების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ. ჩვენ ვერ დავივიწყებთ დელავერ ინდიელებს, იმიტომ რომ ბევრ ქალაქს ჰქვია სახელები მათ ენაზე, მაგ. ალამუჩი, ჰაკენსაკი, მანასქუანი და მანჰეტენი; ლინეპურ სახელწოდებებს ატარებს ბევრი ქუჩა, სკვერი, ტბა, მდინარე და მთა.

ზოგ უფროსი ასაკის, წარმოშობით დელავერ ინდიელს დღესაც შეუძლია ლინეპურ ენაზე საუბარი. ამ ენის შესწავლა ან უბრალოდ მოსმენა ადვილად შეგიძლიათ ინტერნეტშიც. უნდა ითქვას, რომ ეს ენა წინასწარი პროგნოზებით,  მალე დავიწყებას მიეცემა.

ტომობრივი მმართველობა შედგება თავმჯდომარისაგან, თავმჯდომარის თანაშემწისა და საბჭოს სამი წევრისაგან. ეს არის არჩევითი სამმართველო ორგანო, რომლის წევრ ოფიციალურ პირებსაც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ირჩევენ.

დელავერ ბავშვებს დღემდე აქთ თავიანთი ხელოვნება და ზეპირ გადმოცემითი ტრადიციები, რომლებიც ამ ხალხის კულტურას ირეკლავს. ამჟამად, მათი დიდი წინაპრებისაგან განსხვავებით, დელავერები ცხოვრობენ ყველგან ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში,დადიან სკოლებში, ატარებენ ტანსაცმელებს, როგორებიცაა ჯინსები და თბილი ნაქსოვი პერანგები, ცხოვრობენ აპარტამენტებში-მრავალბინიან საცხოვრებლებსა და კერძო სახლებში; უყურებენ იმავე სატელევიზიო შოუებსა და ფილმებს, რომლებსაც ყველა სხვა დანაჩენი, ამერიკის შეერთებულ შტატებში.[1]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლენაპე“-დან