ლემნოსის დაპყრობა
ლემნოსის დაპყრობა | |||
---|---|---|---|
ბალკანეთის პირველი ომის ნაწილი | |||
ლემნოსის დაპყრობა | |||
თარიღი | 18-21 ოქტომბერი 1912 წელი | ||
მდებარეობა | კუძული ლემნოსი | ||
შედეგი | ბერძენთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ლემნოსის დაპყრობა (18-21 ოქტომბერი 1912 წელი) — ღია დაპირისპირება ეგეოსის ზღვაში საბერძნეთსა და თურქეთს შორის, ბალკანეთის პირველი ომის დროს. კუნძულ ლემნოსის დაპყრობა იყო პატარა და სწრაფი ოპერაციის ნაწილი. კუნძული ლემნოსი, ბერძნული საზღვაო ძალებისთვის სტრატეგიულ სამიზნე წარმოადგენდა, რადგან ამის საშუალებით მოახდენედნენ დარდანელის სრუტის ბლოკირებას და ეგეოსის ზღვაში საზღვაო უპირატესობის მოპოვებას. კუნძულის დაპყრობამ ხელი შეუშალა ფრონტის ხაზზე ჯარისკაცების ტრანსპორტირებას და ბერძნებს საშუალება მიეცათ ეგეოსის ზღვაში პატარ კუნძულები დაეპყროთ.
წინაპირობა
რედაქტირებალემნოსის კუძული ოსმალეთის საკუთრებაში ჯერ კიდევ 1456 წლიდან იყო, კუნძული მეჰმედ II დაიპყრო. ოსმალების მმართველობის დროს კუძულზე მეტწილად ბერძენი მოსახლეობა ცხოვრობდა. ფრანგმა მეცნიერმა ვიტალ კუინემ 1896 წელს თავის ნაშრომში La Turquie d'Asie აღრიცხა 27079 მაცხოვრებელი, საიდანაც 2450 მუსლიმი იყო, დანარჩენი კი ბერძენი მართლმადიდებელი.
საბერძნეთ-თურქეთის პირველი ომის დროს, საბერძნეთის მთავრობის გეგმაში შედიოდა ეგეოისის ზღვის ჩრდილოეთით მდებარე კუნძულების ოკუპაცია, მეტწილად ლემნოსისა და ემბროსის დაპყრობა, რადგან ისინი დარდანელის სრუტის შესასვლელთან მდებარეობდა. თუმცა, იმ დროის ახლად მოდერნიზებული საბერძნეთის სამეფო საზღვაო ფლოტის უპირატესობისა, ბერძნები მაინც ყოყმანობდნენ შეტევის წამოწყებას, ამას ისიც დაემატა რომ თესალიაში ხმელეთზე გამანადგურებელი მარცხი განიცადეს რამაც მიიყვანა საბერძნეთი სწრაფ და სამარცხვინო დასასრულამდე. მომდევნო წლებში ბერძენი საზღვაო სტრატეგები, რომელებიცაა კონსტანტინოს დოსიოსი (Η κατά θάλασσαν Ελλάς, "საბერძნეთი და ზღვის ძალა", 1900) და პერიკლის არგიროპულოსი (Το Ναυτικόν της Ελλάδος πρόγραμμα, "საბერძნეთის საზღვაო პროგრამა", 1905) აღნიშნეს, რომ ლემნოსის დაკავების ამოცანას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა საბერძნეთ-თურქეთის საზღვაო ომში. ლემნოსის მნიშვნელობას აფასებდა იტალიაც, რომელიც ითვალისწინებდა მის დაპყრობას ოსმალეთთან 1911–1912 წლების ომის დროს, მაგრამ უკან დაიხია ავსტრია-უნგრეთის სასტიკი წინააღმდეგობის გამო.
მიუხედავად ამისა, როდესაც 1912 წლის ოქტომბერში დაიწყო პირველი ბალკანეთის ომი, ბერძნული ფლოტის ღუზა კვლავ იყო ჩაშვებული ორეოსის პორტში ჩრდილოეთ ევბეაში, როგორც 1897 წელს. ეს იყო არჩევანი, რომელიც სავსე იყო ბერძნებისთვის მკაფიო მინუსებით: 1897 წელთან განსხვავებით, ოსმალეთის ფლოტის ხომალდები უფრო თანამედროვე, სწრაფი და ძლიერი იყო, ვიდრე ბერძნების. 1912 წლის საბერძნეთ-ბულგარეთის სამხედრო კონვენციის თანახმად, რომელიც ნიშნავდა საბერძნეთის შესვლას ბალკანეთის ალიანსში ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ, გარდა ამისა, ბერძნულმა ფლოტმა იკისრა როლი ეგეოსის ზღვაზე დომინანტური კონტროლისა და ოსმალებისთვის საზღვაო კომუნიკაციების განადგურება მცირე აზიასა და ბალკანეთს შორის. ეს ნიშნავდა დარდანელზე მჭიდრო დაკვირვებას ოსმალეთის ფლოტის შეტევის თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში ბერძნული ხომალდებსთვის აუცილებელი იყო წინ სამაგრების გაკეთება, ამით შეძლებდნენ ბერძნული ხომალდები ზამთრის დროს პატრულირებას, ასევე გემებს ეძლეოდათ იმედი შედარებით ნელი საბრძოლო ესკადრონების მხარდაჭერის. მუდროს ყურე კი ამის საშუალებას იძლეოდა.
ლემნოსის დაპყრობა
რედაქტირებაომის დაწყებისას საბერძნეთის საზღვაო ფლოტის მთავარსარდალმა, კონტრადმირალმა პავლოს კუუნტურიოტისმა ფლოტი ორად დაყო: არსებული გემების დიდი ნაწილი გახდა ეგეოსის ზღვის ფლოტი, მისივე მეთაურობით, ხოლო დანარჩენი ჩამოყალიბდა, როგორც იონიის ზღვის მცირე ესკადრილია. ასევე, როგორც ჩანს, კუნდურიოტისმა, თავისი ინიციატივით, აირჩია ლემნოსი, როგორც ბერძნული ფლოტის წინა ბაზა, ორეოსის ნაცვლად. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ელეფთერიოს ვენიზელოსი დათანმხდა ადმირალის წინადადებას, მაგრამ დაჟინებით მოითხოვდა ამისთვის ჯერ ბრიტანეთის მთავრობის თანხმობის მიღებას.
ეგეოსის ფლოტი კუნდურიოტისის მეთაურობით გავიდა 18 ოქტომბერს 1912 წლის 5 ოქტომბერი, რასაც მოჰყვა სამგზავრო ორთქლმავალი Pineios, რომელსაც გადაჰყავდა მე-20 ქვეითი პოლკის ორი ასეული, რომელიც გამოიყენებოდა სადესანტო ძალად. კუნძულ ლემნოსზე დაახლოებით 14:00 საათზე ჩავიდნენ, ადმირალმა გასცა ბრძანება ოსმალების მცირე გარნიზონის დანებების, რომელიც შედგებოდა 30 კაცით და 3 ოფიცრით. ადგილობრივმა ოსმალელმა სარდალმა 24 საათიანი ვადა მოითხოვა მისი პასუხის განსახილველად. 20 ოქტომბერს პინეიოსის ჩასვლით, კუნტურიოტისმა თავისი გემები მუდროსის ყურეში გადაიყვანა.
ოსმალებმა ვერ უპასუხეს ბერძენი ადმირალის მოთხოვნებს, ბერძნულმა ძალებმა 21 ოქტომბერს დილის 08:00 საათზე დაიწყეს დესანტის გადასხმა. ბრძოლა გაგრძელდა მხოლოდ 3 საათს. ამის შემდეგ ბერძნული ჯარები დასავლეთით მირინასკენ დაიძრნენ. გზად ოსმალეთის მცირე წინააღმდეგობას წააწყდნენ, ბერძნები ღამით მირინაში ჩავიდნენ და ქალაქი აიღეს. საბერძნეთის დროშა კუნძულის დედაქალაქზე მეორე დღეს, 22 ოქტომბერს აღიმართა. შეიქმნა უკაბელო სადგური და შემოიტანეს ოთხი 100 მმ-იანი თოფი სანაპირო თავდაცვის მიზნით. ოსმალეთის გარნიზონი სამხედრო ტყვეებად წაიყვანეს ათენში.
შედეგები
რედაქტირებაისტორიკოს რიჩარდ ჰოლის თქმით, „ლემნოსის დაპყრობამ ფაქტობრივად ჩაკეტა დარდანელი“. მუდროსი გახდა ბერძნული საზღვაო ოპერაციების ბაზა ომის დანარჩენი პერიოდისთვის. ლემნოსზე დაფუძნებულმა ბერძნებმა შეძლეს დარდანელის ბლოკირება და ორ საზღვაო ბრძოლაში, ელიზე 1912 წლის 16 დეკემბერს და ლემნოსში 1913 წლის 18 იანვარს, მოახერხეს ოსმალების სრუტეში უკუგდება. ამან გააძლიერა ბერძნების კონტროლი ეგეოსის ზღვაზე, რაც ბერძნებს საშუალებას აძლევდა თავისუფლად გადაეყვანათ ჯარები და მარაგები, ხოლო მათ მტერს ამის საშუალება აღარ ჰქონდა. ოსმალეთის სარკინიგზო ქსელის საშინელი მდგომარეობის გათვალისწინებით, იმპერიის სანაპიროებზე ბერძნულმა ბლოკადამ დიდი გავლენა მოახდინა: ოსმალების ჯარის ნაწილი მცირე აზიაშ იყო დარჩენილი და ისინი ან უნდა დარჩენილიყვნენ ან ფეხით უნდა ჩასულიყვნენ კონსტანტინოპოლში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Erickson, Edward J. (2003). Defeat in Detail: The Ottoman Army in the Balkans, 1912–1913. Westport, CT: Greenwood. ISBN 0-275-97888-5.
- Fotakis, Zisis (2005). Greek Naval Strategy and Policy, 1910–1919. London: Routledge. ISBN 978-0-415-35014-3.
- Gianoulopoulos, Giannis (1999). „Εξωτερική πολιτική“, Ιστορία της Ελλάδας του 20ού αιώνα, Τόμος Α′: Οι Απαρχές 1900-1922. Athens: Vivliorama, გვ. 107–147. ISBN 960-8087-02-3.
- Hall, Richard C. (2000). The Balkan Wars, 1912–1913: Prelude to the First World War. London: Routledge. ISBN 0-415-22946-4.
- Kramers, J. H. (1936). „Limni“. In Houtsma, M. Th.; Wensinck, A. J.; Lévi-Provençal, E.; Gibb, H. A. R.; Heffening, W. (eds.). The Encyclopaedia of Islam: A Dictionary of the Geography, Ethnography and Biography of the Muhammadan Peoples, Volume III: L–R. Leiden: E. J. Brill. pp. 27–28.
- (1987) Επίτομη Ιστορία των Βαλκανικών Πολέμων 1912-1913. Athens: Hellenic Army General Staff, Army History Directorate. OCLC 51846788.