ლემბა (პორტ. Lembá) — ოლქი სან-ტომე და პრინსიპის სახელმწიფოში. მდებარეობს კუნძულ სან-ტომეს დასავლეთ ნაწილში. ფართობი — 230 კმ². 2012 წლის აღწერის მონაცემებით მისი მოსახლეობა შეადგენს 15 370 ადამიანს[1][2][3]. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ნევეში.

ოლქი
ლემბა
პორტ. Lembá
ქვეყანა სან-ტომე და პრინსიპის დროშა სან-ტომე და პრინსიპი
ადმ. ცენტრი Neves
კოორდინატები 0°16′52″ ჩ. გ. 6°29′58″ ა. გ. / 0.28111° ჩ. გ. 6.49944° ა. გ. / 0.28111; 6.49944
ფართობი 230 კმ²
მოსახლეობა 15 370 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 66,83 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+0]]
ოფიციალური საიტი http://www.camaralemba.st

ოლქის ტერიტორიაზე მდებარეობს კუნძულის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი — პიკუ-დე-სან-ტომე.

ოლქის მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება წლების მიხედვით

  • 1940 წელი — 6885 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 11,4 %)
  • 1950 წელი — 6196 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 10,3 %)
  • 1960 წელი — 6196 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 9,7 %)
  • 1970 წელი — 6206 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 8,4 %)
  • 1981 წელი — 7905 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 8,2 %)
  • 1991 წელი — 9016 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 7,7 %)
  • 2001 წელი — 10 696 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 7,8 %)
  • 2012 წელი — 15 370 ადამიანი (ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის 8,2 %)