ლეკუხონა (გალის მუნიციპალიტეტი)
სოფელი საქართველოში
ლეკუხონა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გალის მუნიციპალიტეტში. ლეკუხონის თემის ცენტრი (სოფლები: ლეჭარაიე, ჟირღალიშკა).
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.