ლეისელ ჯონსი
ლეისელ მარი ჯონსი (ინგლ. Leisel Marie Jones; დ. 30 აგვისტო, 1985) — ყოფილი ავსტრალიელი მოცურავე, ოლიმპიური ჩემპიონი, 15 წლის ასაკში იყო 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადის მონაწილე. ის იყო ავსტრალიის ნაკრების წევრი, რომელმაც მოიპოვა ოქროს მედალი კომბინირებულ ესტაფეტაში (4 x 100 მეტრზე ცურვაში) 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე და აგრეთვე 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროს მედალი 100 მეტრზე ბრასით ცურვაში.
ლეისელ ჯონსი | |
---|---|
ლეისელ ჯონსი 2018 წელი | |
დაბადების თარიღი |
30 აგვისტო, 1985 კატერინი, ავსტრალია |
სიმაღლე | 177 სმ |
წონა | 68 კგ |
სპორტი | ცურვა |
2012 წლის 17 მარტს ჯონსმა მოიპოვა 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადის საგზური და ის გახდა პირველი ავსტრალიელი მოცურავე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ოთხ ოლიმპიურ თამაშებში. იქ მან მეცხრე ოლიმპიური მედალი მოიგო ( ვერცხლის მედალი 4 × 100 მეტრიან კომბინირებულ ესტაფეტაში).
ჯონსი გამოირჩეოდა ბრასით ცურვისას კლასიკურ ტექნიკის გამოყენებით, რომელიც მოიცავს ნელ, მაგრამ ამასთანავე ღრმა ჩაყვინთვას. [1]
პირადი ცხოვრება
რედაქტირებასკარბორუში, ქუიზლენდში, ცხოვრების დროს ლეისელ ჯონსი ვარჯიშობდა კლუბ რედკლიფში, მწვრთნელ კენ ვუდსთან. [2] მის პარტნიორებს შორის იყვნენ მისი ავსტრალიელი კოლეგები ჯეოფ ჰუეგილი და ჯესიკა შიპერი. [3] ათენში მისი წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, ჯონსი სავარჯიშოდ ბრიზბეინში გადავიდა ლიბი ლენტონთან, რომელთაც წვრთნიდა სტეფან ვიდმარი. [4] [5] გადასვლის შემდეგ ჯონსმა ღიად ლაპარაკი დაიწყო დეპრესიასა და თვითშეფასების პრობლემაზე, რაც მას აწუხებდა ახალგაზრდა ასაკიდან.[6] წარმატების მიუხედავად ავსტრალიური პუბლიკა მაინც უკმაყოფილო იყო რადგან ლესლიმ ვერ მოიპოვა ათენში ოქრო ინდივიდუალურ გაცურვაში. ზოგიერთი ადამიანი, მათ შორის დაუნ ფრეიზერი თვლიდა, რომ ჯონსი იქცეოდა ბავშვურად და იყო უმადური დაჯილდოებისა და ინტერვიუების დროს . [7]
2009 წელს, ჯონსი გახდა მსოფლიო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის სახე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. [8] ჯონსმა ცურვიდან წასვლის გადაწყვეტილება 2012 წელს მიიღო. 2015 წელს კი მან გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი „Body Lengths“. [9]
კარიერა
რედაქტირებაჯონსი 14 წლის ასაკში ავსტრალიული გუნდის წევრი იყო, 2000 წელს სიდნეიში ავსტრალიურ ჩემპიონატში ჯონსმა 100 მეტრზე ბრასით ცურვასი დაამარცხა და დაასრულა ყოფილი მსოფლიო ჩემპიონის სამანტა რილის კარიერა.
2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადა
რედაქტირებაჯონსმა სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე თავისი საუკეთესო შედეგით გაცურა და ვერცხლის მედალი მოიპოვა ამერიკელი მეგან ქუენის შემდეგ. აგრეთვე დიანა კალუბთან , პეტრია თომასთან და სუზი ონილთან ერთად მოიგო ვერცხლის მედალი 4X100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში. ჯონსმა სკოლა 15 წლის ასაკში მიატოვა, რათა მთელი ყურადღება ცურვისთვის დაეთმო.[10]
2001 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ცურვაში ფუკუიოკაში, იაპონია, მოლოდინისამებრ ჯონსი იყო ერთ-ერთი მოცურავე, რომლისგანაც მედლებს ელოდნენ, მან მეორე ადგილი დაიკავა ჩინელი ლუო ქსეუჯანის შემდეგ. შეჯიბრებაზე აგრეთვე აღინიშნა მისი დებიუტი 200 მეტრში ბრასით ცურვაში, სადაც მან მეოთხე ადგილი დაიკავა (2:25.46). ჯონსმა ასევე მოიგო ოქროს მედლები კომბინირებულ ესტაფეტაში კალუბთან, თომასთან და სარა სიანთან ერთად. დიდი ხნის მანძილზე ეს იყო ამერიკელი ქალების პირველი დამარცხება მსოფლიო ჩემპიონატებსა თუ ოლიმპიური თამაშების დონის შეჯიბრებაზე.
2003 წელს ექსპერიმენტული შეჯიბრში ჯონსმა დაამყარა ახალი ავსტრალიური რეკორდი 200 მეტრიან ინდივიდუალურ ესტაფეტაში. მოგვიანებით, 2003 წლის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე ბარსელონაში, ესპანეთი, მან დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი 100 მეტრზე ბრასით ცურვაში ნახევარფინალში (1:06.37). თუმცა, ფინალში მან მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო ლუომ კი კვლავ გაიმარჯვა. მან ასევე მოიპოვა ვერცხლის მედალი 200 მეტრზე ბრასით ცურვაში, ამერიკელი ამანდა ბერდის შემდეგ (2: 24.33). ჯონსმა აგრეთვე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი კონბინირებულ ესტაფეტაში.
ათენის ოლიმპიადის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ჯონსმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი (2: 22.96) 200 მეტრზე ბრასით ცურვაში ბრიზბენში, ავსტრალია. ამ შედეგმა დიდი მოლოდინები გააჩინა ათენში ჯონსის კარგ გამოსვლაზე. თუმცა ეს შედეგი მალევე ამანდა ბერდმა გააუმჯობესა.
2004 წლის ზაფხულის ოლიმპიადა
რედაქტირებაათენში ჯონსი კვლავ გახდა ყველაზე სწრაფი 100 მეტრზე ბრასით ცურვაში ნახევარფინალებში, სადაც მან დაამყარა ახალი რეკორდი (1: 06.78) რომელიც თითქმის 2 წამით უკეთესი იყო ამანდა ბერდის შედეგზე. თუმცა ფინალში მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა. 200 მეტრზე ბრასით ცურვაში მან აქტიურად დაიწყო გაცურვა, მაგრამ ბოლო 50 მეტრზე ძალები აღარ ეყო და დამარცხდა ამანდა ბერდთან. ავსტრალიამ გაიმარჯვა 4 × 100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში და ჯონსმა მოიგო მისი პირველი ოლიმპიური ოქრო.
2005 წლის ცურვის მსოფლიო ჩემპიონატზე მონრეალში, ჯონსის მსოფლიო რეკორდი 100 მეტრზე ბრასში, ჯესიკა ჰარდიმ ნახევარფნალში გააუმჯობესა (აშშ)(1: 06.20). თუმცა ამჯერად ჯონსმა მიაღწია წარმატებას და პირველად მოიგო მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების დონის გამარჯვება ინდივიდუალურ გაცურვაში. 2005 წლის 29 ივლისს მან ასევე დაამყარა ახალი მსოფლიო რეკორდი 200 მეტრზე ბრასით ცურვაში (2: 21.72). ამ პროცესში მან ექვსი მეტრით ჩამოიტოვა მეტოქეები. მისი ძალისხმევისთვის ჟურნალმა „ცურვის სამყარო“-მ მას 2005 წელს მიანიჭა სტატუსი „წლის მოცურავე“.
ცვლილებები, რომელიც 2005 წელს განხორციელდა აგრძელებდა წარმატების მოტანას მისთვის 2006 წელს გამართულ შეჯიბრებებზე, სადაც ჯონსმა გააუმჯობესა თავისივე რეკორდი 50 მეტრზე ბრასში (30.85) და 1.18 წამით გააუმჯობესა თავისივე მსოფლიო რეკორდი 200 მეტრზე ბრასში (2.20: 54). შეჯიბრებების მეხუთე დღეს ჯონსმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი 100 მეტრზე ბრასით ცურვის ფინალში. ჯონსმა ავსტრალიის ჩემპიონატი მოიგო 1:05.71 დროით, რითაც 0.49 წამით გააუმჯობესა მანამდე არსებული რეკორდი.
ჯონსმა 2006 წლის ერთა თანამეგობრობის შეჯიბრებები ბრასის სამივე ინდივიდუალურ დისციპლინაში გამარჯვებით დაასრულა (50, 100, 200 მეტრში). ეს იყო პირველი შემთხვევა ბრასის ისტორიაში. მანამდე კი 2002 წელს მანჩესტერში ჩატარებულ ერთა თანამეგობრობის ტურნირებზე , ბატერფლაით ცურვის შეჯიბრებებში (50, 100, 200 მეტრზე), პეტრია თომასი იყო მოცურავეთა ისტორიაში პირველი, რომელმაც ერთ დისციპლინაში სამივე მანძილზე გამარჯვება მოიპოვა.
2007 წელს ჯონსი მონაწილეობას იღებდა მსოფლიო ჩემპიონატში და მოიგო 100 და 200 მეტრზე ბრასში და 4 × 100 მეტრიან კომბინიორებულ ესტაფეტაში, სადაც მისმა გუნდმა დაამყარა ახალი რეკორდი. მან ასევე მოიგო ვერცხლის მედალი 50 მეტრზე ბრასში. ამის შემდეგ მან დატოვა ბრიზბენი და ვიდმერი და გადავიდა მელბურნში, სადაც მას ავარჯიშებდა როან თეილორი. გადასვლის მთავარი მიზეზი კი იყო ის, რომ ჯონსი საცხოვრებლად გადავიდა თავის საქმროსთან, მარტი პარკისსთან, ავსტრალიელ ფეხბურთელთან. წარმატებული პარტნიორობის დასრულებამ გამოიწვია ბევრი კითხვა ,ხომ არ შეუქმნიდა მისი პირადი ცხოვრება კარიერას საფრთხეს. 2008 წლის დასაწყისში ჩატარებულ ავსტრალიის ჩემპიონატზე ჯონსმა მოიგო ბრასის შეჯიბრებები, რათა წასულიყო პეკინის ოლიმპიადაზე.
მან მანჩესტერში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა იმის გამო რომ ემზადებოდა პეკინში გასამართ ოლიმპიადისთვის. კანბერაში გამართულ გრან- პრიზე კი თავისივე რეკორდი გააუმჯობესა 100 მეტრზე (1:03.72).
2008 წლის ზაფხულის ოლიმპიადა
რედაქტირებაჯონსმა, 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაზე 100 მეტრზე ბრასში მოიგო ოქროს მედალი. მისი მაჩვენებელი (1:05.17), 1.66 წამით უფრო სწრაფი იყო ვიდრე ამერიკელი ვერცხლის მედალოსნის რებეკა სონის მაჩვენებელზე. აგრეთვე ის იყო ფავორიტი 200 მეტრზე ბრასში, თუმცა ამჯერად სონიმ მოიგო ოქროს მედალი რეკორდული დროით. ჯონსმა მეორე ადგილი დაიკავა. მან ასევე მოიპოვა ოქროს მედალი 4 × 100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში, მისი თანაგუნდელები ამ გაცურვაში იყვნენ ემილი სიბომი, ლიზბეტ კრიკეტი და ჯესიკა შიპერი.2008 წლის ოქტომბერში, ჯონსი აღიარებულ იქნა როგორც წლის მოცურავე. [11]
2012 წლის ზაფულის ოლიმპიადა
რედაქტირებაჯონსმა დაადასტურა, რომ იგი მიზნად ისახავდა მონაწილეობა მიეღო 2012 წლის ოლიმპიურ თამაშებზე. მან მონაწილეობა მიიღო წყნარი ოკეანის რეგიონალურ შეჯიბრებაში და 2012 წელს გამართულ თანამეგობრობის თამაშებში.
2012 წლის ოლიმპიური თამაშებზე ჯონსი გახდა პირველი ავსტრალიელი მოცურავე,რომელმაც მიიღო მონაწილეობა 4 ოლიმპიურ თამაშებზე. 4 X 100 მეტრზე კომბინირებულ ესტაფეტაში ჯონსმა ემილი სიბომთან, ალისიაკოუტცთან და მელანი შლანგერთან ერთად მოიგო ვერცხლის მედალი.
ცურვიდან წასვლა
რედაქტირებაჯონსმა წასვლის შესახებ განაცხადა 2012 წლის 16 ნოემბერს.[12] 2015 წელს ჯონსი გამოჩნდა „[[:en:I'm_a_Celebrity...Get_Me_Out_of_Here!_(Australian_TV_series)|I'm a Celebrity...Get Me Out of Here!“-ში (ავსტრალიური სატელევიზიო შოუ). თუმცა პირველივე კვირას მას დაატოვებინეს პროექტი კენჭისყრის შედეგად. 2016 წლის იანვარში, ჯონსმა დაამთავრა კვების სპეციალობის კურსები ავსტრალიის ფიტნესის ინსტიტუტში. ის თვლიდა,რომ მან ბევრი გაიგო კვებაზე სწავლისას ვიდრე როცა დაიწყო ცურვა[13]
აღიარება
რედაქტირება- 2004 წელი — 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებზე დამსახურებული ოქროს მიღებისთვის დააჯილდოვეს ავსტრიული ორდერით.
- 2005 და 2006 წელი — მსოფლიოს საუკეთესო მოცურავე.
- 2006 წელი — წლის საუკეთესო ავსტრალიელი მოცურავე.
- 2015 წელი — შეიყვანეს ავსტრალიური სპორტის დიდების დარბაზში. [14]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Victory falls in Jones' lap https://www.theage.com.au/sport/swimming/victory-falls-in-jones-lap-20060318-gdn6gx.html
- ↑ Leisel Jones. ABC Online. ციტირების თარიღი: 9 March 2003.
- ↑ „Schipper stings like a bee“. Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 10 March 2009.
- ↑ Leisel Jones breaks her own record. Khaleej Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 10 March 2009.
- ↑ Lethal Leisel Throws Down A Global Challenge. Swimming World Magazine. ციტირების თარიღი: 10 March 2009.
- ↑ „Leisel Jones: brat's not the real me“. Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 9 March 2009.
- ↑ „Finally Leisel Jones wins individual Olympic gold“. The Australian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 10 March 2009.
- ↑ World Animal Protection (1 April 2009). „Leisel Jones speaks out about whaling cruelty“. World Animal Protection. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ოქტომბერი 2020.
- ↑ Jones, Leisel (2015) Body lengths. Melbourne: Nero. ISBN 978-1-86395-726-7.
- ↑ Leisel Jones takes on Year 8s. ციტირების თარიღი: 10 March 2009.
- ↑ Daily Telegraph (30 October 2008). „Leisel Jones leaves Swimmer of the Year Awards trophy in back of taxi“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 მარტი 2009.
- ↑ Balym, Todd (16 November 2012). „Swimming great Leisel Jones says she knew her time was up after the London Games“. ციტირების თარიღი: 16 November 2012.
- ↑ Leisel Jones: How Fitness and Healthy Eating Helps Me Stay Positive | Australian Institute of Fitness en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-05. ციტირების თარიღი: 2017-05-07
- ↑ 'Lethal' Leisel to join Hall of Fame elite. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 20 October 2015.