ლეილა მამედბეკოვა

ლეილა ალასკარ კზი მამედბეკოვა, დაიბადა ზეინალოვა[1] (აზერ. Leyla Ələsgər qızı Məmmədbəyova; დ. 1909, ბაქო, აზერბაიჯანი - გ. 1989, ბაქო, აზერბაიჯანი) — პირველი აზერბაიჯანელი ქალი პილოტი.[2] იგი ასევე პირველი ქალი პილოტია კავკასიაში, სამხრეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში.[3]

ლეილა მამედბეკოვა
ფაილი:Leyla Mammadbeyova.JPG
მშობლიური სახელი Leyla Məmmədbəyova
დაბადების თარიღი 1909
ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
გარდაცვალების თარიღი 1989
ბაქო აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
მოქალაქეობა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქმიანობა პილოტი
ცნობილია როგორც პირველი აზერბაიჯანელი ქალი პილოტი

მამედბეკოვას მამა ალასკარ ზეინალოვი, ბიძაშვილია ერთ-ერთი პირველი აზერბაიჯანელი კინომსახიობის ჰუსეინ არაბლინსკის.[1] მისი ოჯახი ხელოვნებაზე ორიენტირებული იყო, ამიტომ მოზარდ ლეილას შეეძლო თავისუფლად ეთამაშა ფორტეპიანოსა და ტარზე. 14 წლის ასაკში, დაქორწინდა ყოფილ მიწათმფლობელ ბაჰრამ მამედბეკოვზე, რომელიც შემდეგ გახდა ბაქოს პროფესიული კავშირის ბანკის უფროსი.[1]

მამედბეკოვამ წვრთნა, როგორც პროფესიონალი პილოტი, გაიარა ბაქოს ავიაკლუბში და თავისი პირველი ფრენა შეასრულა 1931 წელს. 1932 წელს თავისი განათლება განაგრძო მოსკოვის ავიატორის სკოლაში. 1933 წლის 17 მარტს, მამედბეკოვა გახდა მეორე ქალი პარაშუტისტი საბჭოთა კავშირში (ნინა კამნევას შემდეგ), რომელმაც გადახტა У-2 ტიპის თვითმფრინავიდან, მოსკოვის ტუშინოს აეროდრომში. 1934 წელს მოიგო პარაშუტით გადმოხტომის კონკურსში სამხრეთ კავკასიის ხალხების წარმომადგენელთა შორის. 1941 წლისთვის, საბჭოთა არმიის ესკადრის ლიდერი იყო.[2]

მამედბეკოვამ თავისი კარიერა გააგრძელა, როგორც პილოტი და ინსტრუქტორი ბაქოს ავიაკლუბში. უარი განაცხადა ებრძოლა მეორე მსოფლიო ომის დროს, რადგან იგი ზრდიდა ოთხ შვილს (მას სულ ექვსი შვილი ჰყავდა). მიუხედავად იმისა, რომ ბაქოს ავიაკლუბი დაიხურა ომის გამო, მამედბეკოვამ მოახერხა საკუთარი კურსების გახსნა პარაშუტისტებისთვის, სადაც იგი მოამზადა ასობით პილოტი და დაახლოებით 4000-მდე მედესანტე. მოგვიანებით მისი ორი მოსწავლე საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.

მამედბეკოვას უფროსი ვაჟი ფირუდინი იბრძოდა მეორე მსოფლიო ომში, ხოლო უმცროსი ვაჟი ხანლარი მონაწილეობა ყარაბაღის ომში, ორივე როგორც საბრძოლო პილოტი.

1995 წელს, ნაზიმ რზა ისრაფილოღლუმ გადაიღო დოკუმენტური ფილმი მამედბეკოვას ცხოვრებასა და კარიერაზე, რომელიც გამოიცა Azerbaijantelefilm მიერ.[4]

  1. 1.0 1.1 1.2 Conquering the Skies. Baku Magazine, #2 (22), March-April 2011; p. 72.
  2. 2.0 2.1 (რუსული) The Proprietress of the Sky დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine. by I.Gadirova. Nash Vek. 7 May 2004. Retrieved 6 June 2007
  3. The Living Age... by Eliakim Littell and Robert S. Littell. Making of America Project. Littell, Son & Company, 1934; p. 226-27
  4. (აზერბაიჯანული) AzTV / Our Films: Leyla დაარქივებული 2007-06-09 საიტზე Wayback Machine.