ლეიკოციტოზილეიკოციტების მომატება სისხლში; პათოლოგიური მდგომარეობა , რომლის დროსაც ლეიკოციტების რაოდენობა 1 მმ³ სისხლში რამდენიმე ათეულ ათასს აღწევს. ვითარდება სხვადასხვა ინფექციური დაავადების, სეპტიკური, ანთებითი და ტოქსიკური პროცესების, ლევკოზის დროს, აგრეთვე მაიონიზებელი რადიაციის დიდი დოზებით მოქმედების პირველ სტადიაში, ქსოვილების დაშლის შემთხვევაში (ავთვისებიანი სიმსივნე, გულის კუნთის ინფარქტი) და სხვა. როგორც ფიზიოლოგიური მოვლენა, აღინიშნება საკვების მიღების და ფიზიკური მუშაობის დროს; ლევკოციტოზი ჩვეულებრივ აქვთ ორსულ ქალებსა და ახალშობილ ბავშვებს. ლევკოციტოზის გამომწვევი მიზეზის ლიკვიდაციასთან ერთად ლეიკოციტების რაოდენობა ნორმას უბრუნდება.

ლიტერატურა

რედაქტირება