ლერიდის პროვინცია
(გადამისამართდა გვერდიდან ლეიდის პროვინცია)
ლერიდა, ასევე ლეიდა (ესპ. Lérida) — პროვინცია ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში, კატალონიის დასავლეთ ნაწილში. მას ესაზღვრება ესპანეთის შემდეგი პროვინციები: ხერონა, ბარსელონა, ტარაგონა, სარაგოსა და უესკა. ასევე მას ესაზღვრება საფრანგეთი და ანდორა.
პროვინციაში ცხოვრობს 414 015 ადამიანი (2007 წლის მონაცემებით), რომლის 30 % ცხოვრობს მის დედაქალაქ ლერიდაში. პროვინციაში არის 231 მუნიციპალიტეტი.