ლევ როხლინი (რუს. Лев Яковлевич Рохлин; დ. 6 ივნისი, 1947, არალსკი, კიზილორდინსკის ოლქი, ყაზახეთის სსრ — გ. 3 ივლისი, 1998, სოფ. კლოკოვო, მოსკოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია) — რუსი პოლიტიკოსი და სამხედრო მოღვაწე, ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას მეორე მოწვევის დეპუტატი, სახელმწიფო დუმას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე (1996-1998), გენერალ-ლეიტენანტი, ჯარის მხარდასაჭერი მოძრაობის დამფუძნებელი. პრეზიდენტ ბორის ელცინის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის აქტიური მონაწილე.[1]

1996

სამხედრო მოღვაწეობა

რედაქტირება

ომი ჩეჩნეთში

რედაქტირება

1994 წლის 1 დეკემბრიდან 1995 წლის თებერვლამდე მეთაურობა 8-ე საგვარდიო საჯარო კორპუსს ჩეჩნეთში. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ, რუსეთის ჯარმა აიღო გროზნოს რამდენიმე რაიონი და საპრეზიდენტო სასახლე. 1995 წლის 17 იანვარს, ჩეჩენ საველე მეთაურებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების და მშვიდობის დამყარების მიზნით ჩამოყალიბებულ დუეტში შევიდნენ გენერალები ლევ როხლინი და ივანე ბაბიჩევი. მოგვიანებით, როხილნმა უარი თქვა რუსეთის გმირის წოდების მიღებაზე (გროზნოს აღებისთვის მინიმალური დანაკარგებით) და განაცხადა: „სამოქალაქო ომში სამხედრო მეთუარები ვერ მიიღებენ დიდებას. ომი ჩეჩნეთში არის რუსეთის გასაჭირი და არა დიდება.[2]

პოლიტიკური მოღვაწეობა

რედაქტირება

1995 წლის 3 სექეტმბერს პარტია „ჩვენი სახლი — რუსეთის“ მეორე ყრილობაზე დაიკავა მესამე ადგილი პარტიულ სიაში. 1995 წლის დეკემბერში ლევ როხლინი აირჩიეს რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას მეორე მოწვევის დეპუტატად ამომრჩეველთა მოძრაობა „ჩვენი სახლი — რუსეთის“ ფედერალური პარტიული სიით. 1996 წლის იანვარში როხლინი გაწევრიანდა „ჩვენი სახლი — რუსეთის“ საპარლამენტო ფრაქციაში; მოგვიანებით, იგი აირჩიეს სახელმწიფო დუმას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ.

1997 წლის სექტემბერს დატოვა მოძრაობა „„ჩვენი სახლი — რუსეთი“.

ამის შემდეგ, 1997 წლის სექტემბერში, როხლინმა შექმნა საკუთარი პოლიტიკური მოძრაობა: „ჯარის, თავდაცვითი წარმოების და სამხედრო მეცნიერების მხარდამჭერი მოძრაობა“ (ДПА). მოძრაობის საორგანიზაციო კომიტეტში შევიდნენ თავდაცვის ყოფილი მინისტრი იგორ როდიონოვი, საჰაერო-სადესანტო ძალების ყოფილი მეთაური ვლადისლავ აჩალოვი და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმერ კრიუჩკოვი.

1998 წლის 20 მაისს როხლინი ჩამოაშორეს სახელმწიფო დუმას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობას.

ითვლება 1997-1998 წლების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ოპოზიციურ ლიდერად. ჟურნალი „Русский репортёр“-ში ამტკიცებდნენ (როხლინის მეგობრების და თანამშრომლების სიტყვებზე დაყრდნობით), რომ გენერალი ამზადებდა შეთქმულებას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ხელისუფლებიდან გადმოგდების და ქვეყანაში სამხედრო დიქტატურის დამყარების მიზნით.[3][4].

სახელმწიფო დუმას უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის დამხმარემ, ვ. ილიუხინმა აღწერა ბორის ელცინის და მისი გარემოცვის ხელისუფლებიდან ჩამოშორების სცენარი: ტარდება მასობრივი მიტინგი, სადაც მონაწილეები ითხოვენ ძალიან არაპოპულარული პრეზიდენტისა და მთავრობის გადადგომას. გამომდინარე იქიდან, რომ ბორის ელცინს ბოლომდე ჰქონდა გადაწყვეტილი, არ დაეთმო ძალაუფლება და შეეძლო კონსტიტუციის დარღვევა და ძალის გამოყენება, მომიტინგეთათვის საფრთხის გაჩენის შემთხვევაში როხლინი აპირებდა მოსკოვში ჯარი შეეყვანა, მომიტინგეთა დაცვისთვის. გამომდინარე ელცინის პოლიტიკიდან და ჯარში მის მიერ ჩატარებული ე.წ „ჩისტკებიდან“, ბევრმა სამხედრო მეთაურმა შეატყობინა როხლინს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მზად იყო, მისთვის მხარი დაეჭირა. ამასთან ერთად, ელცინის წინააღმდეგ განწყობილი იყო არა მარტო რუსეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, არამედ ოლიგარქი ვლადიმერ გუსინსკი, რომელმაც შესთავაზა როხლინს, ელცინის მკვლელობის მცდელობა დაეფინანსებინა, მაგრამ, როხლინმა იგი უარით გაისტუმრა. ალექსანდრე ლებედის ინფორმაციით, როხლინმა გამოიყენა გუსინსკის ფული საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისთვის და რუსეთის რეგიონებში გადაფრენისთვის. როხლინის მკვლელობამ დაანგია ელცინის ჩამოშორების გეგმები, თუმცა, 1999 წელს დუმამ სცადა პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტი გამოეცხადებინა (ამის გასაკეთებლად საკანონმდებლო ორგანოს 17 ხმა არ ეყო); იმპიჩმენტის მცდელობამ, სავარაუდოდ, გავლენა იქონია ელცინის გადაწყვეტილებაზე, 1999 წლის 31 დეკემბერს პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარიყო.

როხლინის ახლობებლის თქმით, გენერალი იყო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ბორის ელცინის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალების მოწყობის მცდელობის აქტიური მონაწილე.[5][6][7][8]

მკვლელობა

რედაქტირება

1998 წლის 2-3 ივლისის ღამე იპოვეს მოკლული, საკუთარ აგარაკზე, მოსკოვის ოლქის ნარო-ფომინსკის რაიონის სოფელ კლოკოვოში. ოფიციალური ვერსიის თანახმად, მძინარე გენერალს ესრონა თამარა როხლინამ (მისმა მეუღლემ). მკვლელობის მიზეზად დაასახელეს ოჯახური კონფლიქტი. დაასაფლავეს 1998 წლის 7 ივლისს ტროეკუროვსკის სასაფლაოზე.

2001 წლის 6 ივნისს მის სასაფლაოზე დაამონტაჟეს ძეგლი.[9][10]

კარელიის რესპუბლიკის პრიონეჟსკის რაიონის სოფელ ვილგაში არის ლევ როხლინის ქუჩა, რომლის №1 სახლზე დამონტაჟებულია მისდამი მიძღვნილი მემორიალური დაფა.[11]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. «Мы должны были арестовать президента»
  2. Александр Волков. Лев Рохлин. История одного убийства. — М.: Алгоритм, 2012. — С. 57. — 2000 экз. — ISBN 978-5-4438-0083-7.
  3. Андрей Веселов. «Мы должны были арестовать президента» დაარქივებული 2018-09-25 საიტზე Wayback Machine. . Русский репортёр. 19 июля 2011, № 28 (206).
  4. Сергей Чугунов. Как военные готовили переворот в России
  5. «Мы должны были арестовать президента»
  6. Как военные готовили переворот в России
  7. "Мой отец готовил военный переворот"
  8. Готовил ли Лев Рохлин военный переворот? 9 вопросов о политической биографии и гибели генерала. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-08. ციტირების თარიღი: 2018-11-10.
  9. Ъ-Новости — Откроется памятник Рохлину
  10. Новости NEWSru.com :: В Москве на Троекуровском кладбище состоится открытие памятника Льву Рохлину
  11. Список улиц Вилги[მკვდარი ბმული]