ლევ ვლასენკო (რუს. Лев Никола́евич Вла́сенко; დ. 24 დეკემბერი, 1928, თბილისი — გ. 23 აგვისტო, 1996) — საბჭოთა პიანისტი და პედაგოგი. სსრკ სახალხო არტისტი (1991)[2]

ლევ ვლასენკო
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 24 დეკემბერი, 1928(1928-12-24)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 24 აგვისტო, 1996(1996-08-24) (67 წლის) ან 23 აგვისტო, 1996(1996-08-23)[1] (67 წლის)
გარდ. ადგილი ბრიზბენი
დასაფლავებულია ვაგანკოვოს სასაფლაო

ბიოგრაფია

რედაქტირება

1946-1948 წლებში სწავლობდა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, პედაგოგი ა. ვირსალაძე (ფორტეპიანო), 1953 წლიდან - მოსკოვის კონსერვატორიაში, პედაგოგი ი. ბ. ფლიერი (ფორტეპიანო), 1958 წლიდან მისივე ხელმძღვანელობით ასპირანტურაში. პარალელურად სწავლობდა მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტის საღამოს განყოფილებაზე, რომელიც დაამთავრა 1954 წელს. თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ენებს.

1952 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, ჯერ მოსკოვის გნესინების სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1957 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, 1965 წლიდან დოცენტი, 1976 წლიდან პროფესორი.

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება
  • 1956 - ფერენც ლისტის სახელობის საერთაშორისო კონკურსი(ბუდაპეშტი), I პრემია
  • 1958 - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსი, II პრემია, (მოსკოვი)
  • 1965 - უდმურტეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი
  • 1966 - რსფსრ დამსახურებული არტისტი
  • 1981 : რსფსრ სახალხო არტისტი
  • 1991 : სსრკ სახალხო არტისტი[3]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.
  2. ВЛАСЕНКО Лев Николаевич
  3. Указ Президента СССР от 20.12.1991 N УП-3084 О присвоении Власенко Л. Н. почетного звания Народный артист СССР