ლევონ ვარდანიანცი
ლევონ არსენის ძე ვარდანიანცი (სომხ. Լևոն Արսենի Վարդանյանց, რუს. Левон Арсенович Варданянц; დ. 28 სექტემბერი, 1893, ეკატერინოდარი, ახლანდ. კრასნოდარი, რუსეთი, — გ. 18 მაისი, 1971, ლენინგრადი, ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) — სომეხი გეოლოგი. სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1945). გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1939), პროფესორი (1940).
ლევონ ვარდანიანცი | |
---|---|
სომხ. Լեւոն Արսէնի Վարդանյանց | |
დაბ. თარიღი | 16 (28) სექტემბერი, 1893 |
დაბ. ადგილი | კრასნოდარი |
გარდ. თარიღი | 18 მაისი, 1971 (77 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია სსრკ |
საქმიანობა | გეოლოგი |
მუშაობის ადგილი | A.P. Karpinsky Russian Geological Research Institute |
სამეცნიერო ხარისხი | გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | ლენინის ორდენი და შრომის წითელი დროშის ორდენი |
დაამთავრა დონეცკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი (1918). 1926 წლიდან მუშაობდა სსრკ გეოლოგიურ კომიტეტში. ვარდანიანცის კვლევები ეძღვნება კავკასიის, შუა აზიის, აღმოსავლეთ ევროპის გეოლოგიურ აგებულებას და გეოლოგიურ მეცნიერებათა (კრისტალთა ოპტიკის, მინერალოგიის, პეტროლოგიის) თეორიულ საკითხებს. შეისწავლა ცენტრალური კავკასიონის გვიანდელი იურული და კაინოზოურ-მეოთხეული ნალექების სტრატიგრაფიის, ტექტონიკის, სეისმოტექტონიკისა და გეოლოგიური განვითარების ისტორიის საკითხები, მეოთხეული გამყინვარების სტადიები კავკასიაში, დევდარაკის მყინვარი, ჩრდილოეთ კახეთის მაგმური წარმონაქმნები, მამისონის სპილენძის გამოვლინება და სხვ. შეადგინა კავკასიის მილიონიანი მასშტაბის გეომორფოლოგიური, სტრატიგრაფიული, ტექტონიკური, სეისმოტექტონიკური, პეტროგრაფიული რუკები (1935–1967). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- О некоторых стратиграфических и тектонических соотношениях в Центральном Кавказе между ВГ и ВО дорогами, «Известия Геол. комитета», 1929, т. 48, в. 4;
- Об орогенических фазах верхней юры на Кавказе, «Доклады АН СССР», 1934, т. 3, №5;
- Об отложениях титана и валанжина в верховьях рек Ардон и Терек в Центральном Кавказе, «Известия АН СССР», сер. 7, 1934;
- Интрузивы Северной Кахетии, «Проблемы современной геологии», 1936, т. 8, №4;
- Постплиоценовая история Кавказско-Черноморско-Каспийской области, Ер., 1948.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზესაშვილი ვ., ვარდანიანცი, ლევონ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.