ლევან ფირცხელიანის სახლი და დარბაზ-მაჩუბი

არქიტექტურული ძეგლი

ლევან ფირცხელიანის სახლი და დარბაზ-მაჩუბიარქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში.

მას სამხრეთიდან ტრისტან ფირცხელიანის სახლი მაჩუბი აქვს მიდგმული, ხოლო აღმოსავლეთის ფასადის ჩრდილოეთ მონკავეთში ბიქტორ ფირცხელიანის მაჩუბი დგას. ლევან ფრიცხელიანის სახლი და დარბაზ-მაჩუბი არა ნაგებობით შემოსაზღვრულ ეზოში დგას, არამედ მისი აღმოსავლეთი, სამხრეთი და დასავლეთი ფასადები ქუჩისკენ არის მოქცეული. დარბაზ-მაჩუბი და სახლი ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე, ამ მომენტში გადახურულია თუნუქით. ნაგებობა გვიან არის გადაკეთებული საცხოვრებელ სახლად. აღმოსავლეთ ფასადზე აქვს კარ-სარკმლის წყობა ორივე სართულზე და ხის ფართო აივანი, რომელიც ამ მომენტში დაზიანებულია და მორღვეული აქვს მოაჯირი. ჩრდილოეთის ფასადი ყრუა, აღენიშნება ვერტიკალური ბზარები, მარჯვენა ნაწილი კი მორღვეულია აქვს და ხის მორებით ახლად ამოყვანილი კედელია. დასავლეთის კედელზე მხოლოდ პირველი სართულის დონეზე მაჩუბში შესასვლელი კარია გაჭრილი. სამხრეთის ფასადი კი ნაწილობრივ იფარება ლევან ფირცხელიანის მაჩუბით, რომელზეც შეინიშნება შეკეთების კვალი და ასევე სამი მცირე ზომის ოთხკუთხა ფორმის სარკმელია ალაგ-ალაგ გაჭრილი.

ნაგებობის ინტერიერშიც ვხედავთ საცხოვრებელ სახლად სივრცის მორგების სურვილს, ორივე სართულის ჩრდილოეთ მონაკვეთები საცხოვრებელ სახლად არის გადაკეთებული, სამხრეთი ნაწილები გადატიხრულია და დატოვებულია მაჩუბი და დარბაზი. ორივე სართული საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, სახლის ნაწილში შემორჩენილია ნალესობის კვალი, მაგრამ აღინიშნება მრვალაი ბზარი. მაჩუბში შემორჩენილია პირვანდელი საქონლის ხის სადგომი ლეჭუნდირი, რომელიც ასევე მძიმე მდგომარეობაშია. სართულშუა გადახურვა არ არის გამოცვლილი და ოდნავ დაწეულია. მეორე სართული პირველ სართულთან შედარებით ბევრად მძიმე მდგომარეობაშია, კედელბზე მრავლობითი ვერტიკალური ბზარებია, ჩამოცვენილია ნალესობა. გადახურვა ამ მომენტში გამოცვლილია, მაგრამ შეინიშნება წყლის ჩამოსვლის კვალი. ლევან ფირცხელიანის მაჩუბი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ ერთ-ერთ ტიპურ ნაგებობას წარმოადგენს. გადაკეთებებიდან გამომდიანრე, მას არ აქვს პირვანდელი პროპროციები დაკარგული და ამის გათვალისწინებით ის ორგანულად ეწერება უბნის საერთო განაშენიანებაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 36121