ლევან ვარდოსანიძე
ლევან ვარდოსანიძე (დ. 5 ნოემბერი, 1925, ტყიბული — გ. 6 იანვარი, 1996) — ქართველი ინჟინერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სსრ დამსახურებული ინჟინერი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
ლევან ვარდოსანიძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 5 ნოემბერი, 1925 |
დაბადების ადგილი | ტყიბული, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 6 იანვარი, 1996 (70 წლის) |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტი |
სამეცნიერო ხარისხი | ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | ინჟინერი, ეკონომისტი |
1949 წელს დაამთავრა თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტის ექსპლუატაციის ფაკულტეტი. 1949 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზის სისტემაში. 1980-1985 წლებში იყო ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (ტყიბულის მაჟორიტარი).