ტოჩინოშინი
ტოჩინოშინი (ნამდვილი სახელი — ლევან გორგაძე; დ. 13 ოქტომბერი 1987, მცხეთა, საქართველო) — ქართველი სუმოისტი, 2018 წლის იმპერატორის თასის მფლობელი, კასუგანოს ჰეიას (სკოლის) წარმომადგენელი.
ტოჩინოშინი | |
---|---|
მშობლიური სახელი | ლევან გორგაძე |
დაბ. თარიღი | 13 ოქტომბერი, 1987 (37 წლის) |
დაბ. ადგილი | მცხეთა, საქართველოს სსრ, სსრკ |
სიმაღლე | 1.92 მეტრი |
წონა | 177 კილოგრამი |
ჯილდოები | ღირსების ორდენი |
რანგი | სეკივაკე |
უმაღლესი რანგი | ოძეკი (ივლისი, 2018; მაისი, 2019) |
განახლდა | 22 სექტემბერი, 2019 |
ტოჩინოშინის დებიუტი 2006 წლის მარტში შედგა, 2008 წლის მაისში კი მან მიაღწია მაკუუჩი დივიზიონს (პროფესიონალური სუმოს ექვსი დივიზიონიდან უმაღლესი) წამყვან პოზიციებს. მუხლის ტრავმის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტოჩინოშინი სუმოს 2014 წელს დაუბრუნდა და ასპარეზობა მაკუშიტა (მესამე დივიზიონიდან) დაიწყო. 2018 წელს ტოჩინოშინმა ჰაცუ ბაშო (იანვრის ტურნირში) 14-1 ბალანსით მოიგო და გახდა საიმპერატორო თასის მფლობელი.
ლევან გორგაძის შიკონა (სუმოს მებრძოლის პროფესიონალური ზედმეტსახელი) შედგენილია კასუგანოს სკოლის ტრადიციული პირველი თავსართისგან — „ტოჩი“ (რაც კასუგანო ბეიას - სკოლის, სადაც ტოჩინოშინი ასპარეზობს - მფლობელის წარმოშობის ადგილიდან, ტოჩის პრეფექტურიდან მოდის) და „შინი“ (გული).
გამარჯვება მას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიულოცეს.
2018 წლის ნაცუ ბაშოს (მაისის ტურნირი) შედეგების გათვალისწინებით, სუმოს ასოციაციამ ლევანი ოძეკის ტიტულზე წარადგინა, 30 მაისს კი ამ რანგის ოფიციალური გადაცემის ცერემონიალიც გაიმართა.
2024 წლის 4 თებერვალს ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს.[1]
დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით (2018).[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტოჩინოშინი“ ვიკისაწყობში.
- Tochinoshin Tsuyoshi's official biography (English) at the Grand Sumo Homepage
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ტოჩინოშინი სუმოდან ოფიციალურად გააცილეს
- ↑ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებელი (24 თებერვალი, 2018). ტოჩინოშინს ღირსების ორდენი გადაეცა. საქართველოს პრეზიდენტმა ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე-ტოჩინოშინი ღირსების ორდენით საქართველოს წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის დააჯილდოვა. 1tv.ge. წაკითხვის თარიღი: 22 ივნისი, 2018.