ლევან გიგინეიშვილი

ლევან გიგინეიშვილი (დ. 15 აპრილი, 1972, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

ლევან გიგინეიშვილი
დაბადების თარიღი 15 აპრილი, 1972
თბილისი
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ფილოლოგი, პროფესორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლევან გიგინეიშვილი დაიბადა 1972 წლის 15 აპრილს, თბილისში. 1994 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1995 წელს – ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის შუა საუკუნეების დეპარტამენტი მაგისტრის წოდებით; შემდეგ – ლუვენის კათოლიკური უნივერსტიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით; 2000 წელს კი – ბუდაპეშტის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი შუა საუკუნეების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით. 2003 წელს მიიღო ჰარვარდის უნივერსიტეტის პედაგოგიკის მეცნიერებათა მაგისტრის წოდება. 2001-2005 წლებში ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოცენტად. არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2003 წლიდან ასწავლის ფილოსოფიასა და ქართულ ლიტერატურას გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულ აკადემიაში. 2018 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება