ლევან ასათიანი (პოლიტიკოსი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ასათიანი.

ლევან ასათიანი (დ. 9 მაისი, 1953, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, დიპლომატი, მეცნიერი, პოლიტიკოსი.

ლევან ასათიანი
დაბადების თარიღი 9 მაისი, 1953 (1953-05-09) (71 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტი, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

1975 წლიდან მუშაობდა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სხვადასხვა თანამდებობაზე, უცხოურ გამოფენებზე, ამავე პალატის განყოფილების ინსპექტორი; 1979 -1980 წლებში ირანის თბოელექტროსადგურ „რამინის“ მთარგმნელი; 1980 წლიდან საქართველოს უმაღლესი და საშუალო-სპეციალური განათლების სამინისტროს მეცნიერების სამმართველოს ინსპექტორი; საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990 წლიდან თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის შრომისა და სოციალურ საკითხთა სამმართველოს სპეციალისტი; საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი, ეკონომიკური ურთიერთობების ქვეკომისიის თავმჯდომარე (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1994-1996 წლებში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი; 1996-1999 წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. 1999-2002 წლებში იყო ეუთო-ს მისიის დამკვირვებლი ხორვატიაში, 2002 წლიდან არის საქართველოს საგარეო სქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთის საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი. 2004-2009 წლებში საქარველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. 2010 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. GIPA-ში კითხულობს „ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის“ კურსს; ამავდროულად არის ლევან მიქელაძის ფონდის მკვლევარი, მიწვეული ლექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და საქართველოს მთავრობის კანცელარიის კონსულტანტი. არის არაერთი კვლევის/პუბლიკაციის ავტორი ახლო აღმოსავლეთისა და ირანის პოლიტიკურ გეოგრაფიაში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება