ლეგენდა (კარტოგრაფია)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლეგენდა რუკის თავისებური ენაა, რომლის დახმარებით რუკის შინაარსის წაკითხვაა შესაძლებელი. რუკაზე ან გეგმაზე სხვადასხვა ობიექტი ან მოვლენა პირობითი აღნიშვნებით გამოისახება, რომელთა მნიშვნელობა რუკის რომელიმე კუთხეში ლეგენდის სახითაა განმარტებული.

  წყალი
  ხმელეთი
ამ უმარტივეს რუკაზე გამოყენებულია ფართობლივი ნიშნები

სხვადასხვა ტიპის რუკაზე განსხვავებულ პირობით აღნიშვნებს გამოიყენებენ. ისინი შეიძლება იყოს ფართობლივი, ხაზობრივი და მასშტაბგარეშე.

ფართობლივი ნიშნებით დიდი განფენილობის ობიექტების (მაგალითად: კონტინენტები, ზღვები, სახელმწიფოები და სხვ.) კონტურები გამოისახება. ამასთან, იყენებენ როგორც შეფერადების, ისე დაშტრიხვის ხერხს.

ხაზობრივი ნიშნებით ისეთი ობიექტებს ან მოვლენებს გამოსახავენ, რომლებიც ხაზობრივი გავრცელებით ხასიათდებიან. მაგალითად, მდინარეებს, ზღვებს, გზებს, მილსადენებს, საზღვრებს და სხვა. ხაზობრივ ნიშნების ცალკე ჯგუფს იზოხაზები ქმნიან.

იზოხაზები თანაბარი რიცხვირი მაჩვენებლების (მაგალითად აბსოლუტური სიმაღლე) მქონე წერტილების შემაერთებელი ხაზებია. მათში განასხვავებენ: იზოჰიფსებს ანუ ჰორიზონტალებს (აბსოლუტური სიმაღლის მაჩვენებელი), იზობათებს (წყლის სიღრმის მაჩვენებელი), იზოთერმებს (ჰაერის ტემპერატურის მაჩვენებელი) და სხვა.

იზოხაზებით გამოსახული ობიექტი ან მოვლენა შეიძლება ფერებითაც იყოს ნაჩვენები. მაგალითად, ფიზიკურ რუკაზე დაბლობებს, როგორც წესი, მწვანე ფერით, მაღლობებს - ღია ყავისფერით, ხოლო მთიანეთს - მუქი ყავისფერით გამოსახავენ.

მასშტაბგარეშე ნიშნებით მცირე ფართობზე არსებული ობიექტები (მაგალითად დასახლებული ფუნქტები) გამოისახება. აქ აღსანიშნავია გეომეტრიული ნიშნები. მაგალითად, დასახლებული პუნქტები პუნსონით, სასარგებლო წიაღისეული კი - სპეციალური ნიშნებით გამოისახება.

ნებისმიერი პირობითი ნიშანი ასახავს ობიექტის შინაარს და სიდიდეს. მაგალითად, წრფის ფერი დასახლების ტიპს გვიჩვენებს, ხოლო სიდიდე - მოსახლეობის რაოდენობას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დედამიწა - ჩვენი პლანეტა; გეოგრაფიის დაწყებითი კურსი - VI კლასის სახელმწძვანელო; ზ. ტატაშიზე, ზ. სეფერთელაძე, ლ. კვერენჩხილაძე, ზ. ლაოშვილი; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2003; გვ. 50-51