ლევან ზანდარაშვილი
ლევან ზანდარაშვილი - (დ. 1988, თბილისი) - ქართველი მეცნიერი და ფიზიკოსი, რომელიც კიბოს მკურნალობის უახლეს მეთოდებს იკვლევს.
ლევან ზანდარაშვილი | |
---|---|
ლევან ზანდარაშვილი | |
დაბ. თარიღი | 1988 |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | სსრკ, საქართველო |
საქმიანობა | მეცნიერი |
სამეცნიერო ხარისხი | ბიოფიზიკის მაგისტრი |
სამეცნიერო სფერო | ფიზიკა |
ბიოგრაფია
რედაქტირებალევან ზანდარაშვილი სწავლობდა კომაროვის თბილისის ფიზიკა - მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში, სადაც უამრავი მიღწევა ჰქონდა სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადებზე. ამის შემდეგ სწავლა გააგრძელა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის მიმართულებით. ბაკალავრიატზე სწავლის პარალელურად მუშაობა დაიწყო ქართულ კომპანია EMCOS-ში. კომპანია სამანქანო ინდუსტრიაში მოღვაწეობს და თანამშრომლობს სხვადასხვა უცხოურ კომპანიებთან. ბაკალავრის დასრულებისას ლევან ზანდარაშვილი დაინტერესდა ბიოფიზიკით, რის შედეგედაც თამაზ მძინარაშვილის ლაბორატორიაში ექსპერიმენტების კეთება დაიწყო. პარალელურად ტეხასის უნივერსიეტში დამწყები ბიოფიზიკოსის ვაკანსია აღმოაჩინა და იქ განაგრძო პროფესიული საქმიანობა. ერთი წლის შემდეგ, ისევ ტეხასის უნივერსიტეტში ჩააბარა დოქტორანტურაში, ისევ ბიოფიზიკის მიმართულებით. მომდევნო 4 წელი სადოქტორო ხარისხზე მუშაობდა ჯუნჯი ივაჰარას (Junji Iwahara) ლაბორატორიაში. ამ დრიოს მანძილზე რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა. დოქტორის ხარისხის მინიჭების შემდეგ 2,5 წლის განმავლობაში ამავე ლაბორატორიაში განაგრძო მუშაობდა და 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი ავტორი გახდა. სწორედ ივაჰრას ლაბორატორიაში მუშაობის პერიოდში გამოქვეყნებული სტატია დაიბეჭდა ერთ-ერთ პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში. 2016 წლიდან ლევან ზანდარაშვილის ინტერესის სფერო მასს-სპექტრომეტრის მეთოდი გახდა და სწორედ ამ მეთოდზე მუშაობას აგრძელებს პენსილვანიის უნივერსიტეტში.
სამეცნიერო მოღვაწეობა
რედაქტირებალევან ზანდარაშვილი კიბოს მკურნალობის უახლოეს მემთოდებს იკვლევს. სწორედ ამ კვლევის ფარგლებში შეისწავლის ის დაზიაებული დნმ-ის აღდგენაში მონაწილე ერთ-ერთ ცილას - PARP1, რომელიც გამოიყენება კიბოს მკურნალობის პროცესში. ამ პროექტში ახალგაზრდა მეცნიერი შეისწავლის PARP1-ის სტრუქტურასა და დინამიკას, რომელიც ურთიერთქმედებს კიბოს მკურნალობაში გამოყენებულ მოლეკულებთან. მიზანი კი იმის დადგენაა, თუ რატომ არის ის სხვა მოლეკულებთან შედარები უფრო ეფექტური.
უახლოეს წარსულში გამოქვეყნებული აქვს ისეთი სტატიები, როგორიცაა „ცენტრომერები, რომლებიც შენარჩუნებულია CENP-A დნმ-ზე დამაგრებით და არგინინის წამყვანზე დამოკიდებული ნუკლეოზომის გადასვლის მიმართულებით“ (2017)[1]. ლევან ზანდარაშვილთან ერთად პროექტის ავტორია ქართველი მეცნიერი ალექსანდრე ესაძე. „NMR დაფუძნებული გამოკვლევები ცილების სამიზნე დნმ-ის ძებნის პროცესებზე“ (2018)[2]. 2020 წლისთვის კი „დნმ-ის შესვენებებზე ალოსტერული PARP-1 შეკავების სტრუქტურული საფუძველი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- Nature communications Volume 8, No 1, Jun 9, 2017, Pages 1-15.
- Methods Volume 148, Sept 15, 2018, Pages 57-66.
- Science Volume 368, No 6486, Apr 3, 2020.