ლგბტ ისტორია
ლგბტ ისტორია — ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების ისტორია, რომელიც უძველესი ცივილიზაციებიდან იწყება და დღემდე გრძელდება. ბოლო რამდენიმე ათწლეულია აკადემიურ წრეებში ლგბტ ისტორიის კვლევას მეტი ყურადღება ექცევა.
1994 წელს აშშ-ში პირველად დაიწყო ლგბტ ისტორიის თვის ყოველწლიური აღნიშვნა და მას შემდეგ გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. ლგბტ ისტორიის თვე აშშ-ში ოქტომბრის თვეში აღინიშნება, გაერთიანებულ სამეფოში კი — თებერვალში.
უძველესი ისტორია
რედაქტირებადასტურდება, რომ ისტორიულ მოღვაწეებს შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ჰქონდათ სექსუალრუი ურთიერთობა საკუთარი სქესის ადამიანებთან.
ამასთან, თითქმის ყველა ძველ ცივილიზაციაში გვხვდება ერთი სქესის ადამაინებს შორის სიყვარულის და სექსის შემთხვევები.
თანამედროვე ევროპა
რედაქტირებაფსიქოლოგია და ცვლილებები ტერმინოლოგიაში
რედაქტირებაფსიქოლოგიის ახლად განვითარებული სფერო პირველად დაუპირისპირდა ბიბლიის რელიგიურ დოგმებს ჰომოსექსუალიზმის შესახებ. ევროპაში ჰომოსექსუალობის შემთხვევების მეცნიერული აღწერა 1790-იანი წლებიდან დაიწყო იოჰან ვალენტინ მიულერმა.[1] ამ ეპოქის მკვლევარები ცდილობდნენ „კრიმინალების“ აღწერას დანაშაულის დასადასტურებლად. ამბროიზ ტარდიე საფრანგეთში თვლიდა, რომ მას შეეძლო „პედერასტების“ იდენტიფიცირება და 1857 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში ამტკიცებდა, რომ ქალის სასქესო ორგანოები იცვლება ჰომოსექსუალობით. [2] ფრანსუა ჩარლზმა თავის ნაშრომში, Les Deux Prostitutions: études du pathologie sociale, („ორი პროსტიტუცია: სოციალური პათოლოგიის შესწავლა“) შეიმუშავა ნაბიჯები პოლიციისთვის ჰომოსექსუალების დევნისათვის. რიჩარდ ფონ კრაფტ-ებინგის 1886 წლის პუბლიკაცია, „სექსუალური ფსიქოპათია“ ამ სახის ყველაზე გავრცელებული ნაშრომი იყო.
დეგენერაცია გახდა ფართოდ აღიარებული თეორია ჰომოსექსუალიზმის აღსაწერად 1870-იან და 1880-იან წლებში.[2] ბენედიქტე ავგუსტინ მორელი დეგენერაციის თეორიის მამადაა მიჩნეული. მისი თეორიები ასაბუთებდა, რომ ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური დარღვევები წარმოიქმნება თანამედროვე საზოგადოების მდგომარეობით, ურბანიზაციით, არასაკმარისი კვებით, ალკოჰოლით და სხვა სახის უკმარისობებით.
ჰომოსექსუალების აღმწერ სამეცნიერო ტერმინოლოგიაში ფსიქოლოგიის ჩაჭრით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. ორაზროვან „სოდომელთან“ და „მამათმავალთან“ ერთად სიტყვა „ჰომოსექსუალი“ ნელ-ნელა დამკვიდრდა დასავლურ ლექსიკონებში.
ჰომოსექსუალობა მეთვრამეტე საუკუნის დიდ ბრიტანეთში
რედაქტირებაXVIII საუკუნის ლონდონში და სხვა დიდ ქალაქებში გაჩნდა მოლი-ჰაუსები. „მოლი-ჰაუსი“ XVIII საუკუნის არქაული ინგლისური ტერმინია ტავერნის ან კერძო ოთახის აღსანიშნავად, სადაც ჰომოსექსუალ მამაკაცებს და ტრანსვესტიტებს შეეძლოთ შეხვედრა, სოციალიზაცია და სექსუალური პარტნიორების მოძებნა. მოლი-ჰაუსის სტუმრები ზოგჯერ ასრულებდნენ იმიტირებულ ქორწილებს. მოლი სახლები ალბათ თანამედროვე გეი ბარების პირველი პროტოტიპია.
ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია საფრანგეთში
რედაქტირება1791 წელს რევოლუციურმა საფრანგეთმა (და ანდორამ) მიიღო ახალი სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც აღარ ახდენდა სოდომიის კრიმინალიზაციას. ამრიგად, საფრანგეთი გახდა დასავლეთ ევროპის პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა სრულწლოვან ადამიანებს შორის ჰომოსექსუალური ქმედებების დეკრიმინალიზაცია .
ოსკარ უაილდი
რედაქტირებაოსკარ უაილდმა, ირლანდიელმა მწერალმა და დრამატურგმა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰომოსექსუალობისკენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობაში. ბრიტანეთის საზოგადოებაში მომხდარი სკანდალი და 1895–1896 წლების სასამართლო პროცესი განიხილებოდა მთელ ევროპაში.
განმათავისუფლებებლი მოძრაობა გერმანიაში, 1890 –1934 წლებში
რედაქტირებამესამე რაიხამდე ბერლინი იყო ლიბერალური ქალაქი, აქ იყო მრავალი გეი ბარი, ღამის კლუბი და კაბარე. ჯერ კიდევ მაშინ, მრავალი ტურისტი, გეი თუ ჰეტეროსექსუალი სტუმრობდა ბარებს, ასდაც ქალების განმასახიერებლები ასრულებდნენ შოუებს. ჰიტლერმა კულტურული გადაგვარება, პროსტიტუცია და სიფილისი უარყო თავის წიგნში „ჩემი ბრძოლა“ და ზოგიერთი ფენომენი ებრაელებს დააბრალა.
ბერლინს იმ დროისთვის მსოფლიოში ყველაზე აქტიური ლგბტ უფლებების მოძრაობაც ჰქონდა. 1897 წელს ებრაელმა ექიმმა, მაგნუს ჰირშფელდმა დააარსა სამეცნიერო-ჰუმანიტარული კომიტეტი (Wissenschaftlich-humanitäres Komitee, WhK) ბერლინში, სისხლის სამართლის კოდექსის „175-ე პარაგრაფის“ წინააღმდეგ კამპანიის მიზნით (ეს პარაგრაფი მამაკაცებს შორის სექსს არალეგალურს ხდიდა). იგი ასევე ითხოვდა ჰომოსექსუალების და ტრანსგენდერი ადამიანების აღიარებას. ეს იყო პირველი საზოგადოებრივი გეი უფლებების ორგანიზაცია. კომიტეტს ფილიალი ჰქონდა რამდენიმე სხვა ქვეყანაშიც, შესაბამისად იყო პირველი საერთაშორისო ლგბტ ორგანიზაცია, თუმცა მცირე მასშტაბით. 1919 წელს ჰირშფელდმა ასევე დააარსა Institut für Sexualwissenschaft (სექსის კვლევითი ინსტიტუტი, თანადამაარსებელი), კერძო სექსოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი. ამ კვლევით ინსტიტუტში იყო ბიბლიოთეკა დიდი არქივით, ასევე ქორწინების და სექსუალური თერაპიის ოფისი. გარდა ამისა, ინსტიტუტი მსოფლიოში პიონერი იყო ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების სამოქალაქო უფლებების მიღების მოთხოვნით. 1920-იან წლებში ბერლინს ჰქონდა გეი კლუბები და გაზეთები, როგორც ლესბოსელებისთვის, ასევე გეი კაცებისთვის. გამოიცემოდა ლესბოსური ჟურნალი Die Freundin და გეი მამაკაცთა ჟურნალი Der Eigene. პირველი გეი დემონსტრაცია მოხდა ნოლენდორფპალცზე 1922 წელს ბერლინში, [3] სადაც 400 ჰომოსექსუალი შეიკრიბა.
ნაცისტური გერმანია
რედაქტირებანაცისტური გერმანიის მმართველობის პერიოდში, დაახლოებით 50 000 კაცი გაასამართლეს ჰომოსექსუალობის გამო, ათასობით მათგანი გარდაიცვალა საკონცენტრაციო ბანაკებში. ბანაკებში გეი კაცების მდგომარეობა განსაკუთრებით აუტანელი იყო; მათ არა მხოლოდ გერმანელი ჯარისკაცები დევნიდნენ, არამედ პატიმრებიც. ლესბოსელებს არ ეპყრობოდნენ ისევე მკაცრად, როგორც გეი მამაკაცებს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რამდენიმე ცნობა, რომ ლესბოსელები ზოგჯერ სექსუალობის გამო ციხეში იყვნენ, უმეტესობა ციხეში ფორმალურად სხვა მიზეზების გამო იჯდა, კერძოდ „ანტისოციალური“ იყო.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Edsall, Nicholas C., Towards Stonewall.Virginia UP. Pg. 127–152. 2003.
- ↑ 2.0 2.1 Edsall, Nicholas C., Towards Stonewall.Virginia UP. Pg. 127–152.
- ↑ LGBT Berlin: A short history en-us (2015-06-23). ციტირების თარიღი: 2019-01-28[მკვდარი ბმული]