ლახტი (ჟურნალი)
„ლახტი“ — ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული ილუსტრირებული ჟურნალი, გამოვიდა 1914 წელს თბილისში № 1, — № 20. რედაქტორი-გამომცემელი — დ. მელაშვილი. ჟურნალში დაბეჭდილია ლექსები, მინიატურები და თარგმანები (მათ შორის ალექსანდრე პუშკინისა და მიხეილ ლერმონტოვის ნაწარმოებების). ქართველი მოღვაწეების პორტრეტები, ნახატები და კარირატურები შესრულებულია ოსკარ შმერლინგის, შალვა ქიქოძის, ს. შანშიაშვილისა და ი. ქავთარაძის მიერ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 150.