ლაშა მინდელი (დ. 9 ოქტომბერი, 1962, თბილისი) — ქართველი ეკონომისტი, ინჟინერი, პოლიტიკოსი.

ლაშა მინდელი
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1962 (1962-10-09) (61 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ეროვნება ქართველი

დაამთავრა შრომის წითელი დროშის ორდენოსანი ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა — დემოკრატები“. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გამარჯვებული საქართველოსთვის“.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება