ლაშა კომახიძე
ლაშა კომახიძე (დ. 17 სექტემბერი, 1974, ბათუმი) — ბათუმის მერი 2017-2020 წლებში.
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1974 წელს ბათუმში. 1991 წელს სწავლა დაიწყო საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობაზე. 1994 წელს კი სწავლა გააგრძელა ბუდაპეშტის ეკონომიკურ მეცნიერებათა უნივერსიტეტში, რომელიც 1997 წელს დაამთავრა ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტის ხარისხის მიღებით. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.
1997-2000 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოება „საზღვაო ბანკში“ ანალიტიკური განყოფილების სპეციალისტად, შემდეგ კი საინვესტიციო განყოფილების უფროსად. 2001-2003 წლებში იყო აჭარის ა/რ უზენაესი საბჭოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის თანაშემწედ, ეკონომიკური საბჭოს მდივნად და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხაზინის უფროსად. 2004-2006 წლებში მუშაობდა კერძო სექტორში მენეჯერად სამშენებლო მასალების იმპორტსა და სამშენებლო მასალების წარმოების კუთხით, 2008-2016 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის აჭარის პროექტების ხელმძღვანელად მუშაობდა. 2013-2016 წლებში ენპარდ 1-ის (ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის) აჭარის რეგიონში ხელმძღვანელად. 2016 წელს ენპარდ 2-ის ფარგლებში აჭარაში სოფლის განვითარების ხელშეწყობის პროექტების მენეჯერი იყო. იმავე წლის 18 ივლისიდან დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრად. აღნიშნულ თანამდებობას იკავებდა 2017 წლის ივლისამდე. 2017 წლის ნოემბერში არჩეულ იქნა ბათუმის მერად. 2020 წელს გადადგა.
ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლაშა კომახიძე[მკვდარი ბმული] — Ipress.ge