ლაშა დამენია
ლაშა დამენია (დ. 14 აგვისტო, 1974, ფოთი) — ქართველი იურისტი, პოლიტიკოსი.
ლაშა დამენია | |
---|---|
დაბადების თარიღი | 14 აგვისტო, 1974 |
დაბადების ადგილი | ფოთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა |
საქმიანობა | საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი |
1995 წელს დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
1993-1994 წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, თბოტექნიკოსად, პასუხისმგებელი შემსრულებელად; 1994-1995 წლებში N1 სამხედრო სამშენებლო რაზმში, კადრების ინსპექტორად; 1995-2004 წლებში ეწეოდა პარტიულ საქმიანობას; 1997-2001 წლებში იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, სამეგრელოს ინსპექტორი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო სიით „ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“, რეგიონული პოლიტიკის, თვითმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის წევრი; 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გამარჯვებული საქართველოსთვის“, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი; 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ლაშა დამენია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ლაშა დამენია — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი (მოძველებული / არქივი / ახალი არქივი)