ლაშარის ჯვარი (საგარეჯო)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლაშარის ჯვარი (მრავალმნიშვნელოვანი).

ლაშარის ჯვარიეკლესია ქალაქ საგარეჯოს ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრზე. მდინარე თვალთხევის მარცხენა ნაპირზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვით. წყობაში ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმის ქვა. გარეთა კუთხეების მოგვიანებით განახლებული ნაწილები აგურისგანაა ამოყვანილი.

ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა. აფსიდში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო პატარა, ოთხკუთხა ნიშაა. მსგავსი სარკმელია დასავლეთის კედელშიც. საკურთხეველში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. საკურთხეველი კონქითაა გადახურული. დარბაზი კი — ცილინდრული კამარით.

ლიტერატურა

რედაქტირება