ლაქტოტროპული უჯრედი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლაქტოტროპული უჯრედი (ასევე ცნობილია, როგორც პროლაქტინის უჯრედი, ეპსილონის აციდოფილი, ლაქტოტროპი, ლაქტოტროფი, მამოტროფი, მამოტროფი) — უჯრედი წინა ჰიპოფიზის ჯირკვალში, რომელიც წარმოქმნის პროლაქტინს ჰორმონალური სიგნალების საპასუხოდ, დოფამინისა (რომელიც არის მაინჰიბირებელი და თირეოტროპინ-რილიზინ ჰორმონები) და ესტროგენის ჩათვლით (განსაკუთრებით ორსულობის დროს), რომლებიც ასტიმულირებენ ამ უჯრედებში ჰორმონის სინთეზს და სეკრციას. დოფამინის მაინჰიბირებელი ეფექტები აჭარბებს TRH-ის მასტიმულირებელ ეფექტს არაორსულ, სქესობრივად მომწიფებულ მდედრებში, რომლებშიც არ მიმდინარეობს ლაქტაცია.[1]

პროლაქტინი მონაწილეობს სარძევე ჯირკვლების მომწიფებაში და რძის გამოყოფაში ოქსიტოცინთან, ესტროგენთან, პროგესტერონთან, გლუკოკორტიკოიდებთან და სხვა ჰორმონებთან ერთად.

პროლაქტინის უჯრედები აციდოფილურია ჰემატოქსილინისა და ეოზინის შეღებვისადმი და შეადგენენ წინა ჰიპოფიზის ჯირკვლის უჯრედთა დაახლოებით 20%-ს. თუ ეს უჯრედები განიცდიან სიმსივნურ ტრანსფორმაციას, ისინი წარმოშობენ პროლაქტინომას, ჰიპოფიზის ადენომას.

  1. Al-Chalabi, Mustafa; Bass, Autumn N.; Alsalman, Ihsan (2022) Physiology, Prolactin. Treasure Island, FL: StatPearls Publishing.