ლაქტონები

ფუნქციური ჯგუფი

ლაქტონები — ოქსიმჟავათა შიგა ციკლური ეთერები, რომელთა რგოლები შეიცავს — დაჯგუფებას. ლაქტონების წარმომქმნელი ოქსიმჟავების ტიპის მიხედვით განასხვავებენ β-, γ-, δ-, ε- ლაქტონებს და ა.შ. მაგალითად, β-პროპიოლაქტონი (დუღილის ტემპერატურა 155°C), γ-ბუტიროლაქტონი (tდუღ 203—204 °C), δ-ვალეროლაქტონი (tდუღ 218—220 °C).

თვისებები რედაქტირება

ლაქტონებს ახასიათებს არაციკლური რთული ეთერების თვისებები; მაგალითად, მჟავებთან ან ტუტეებთან გახურებისას ყოველი ლაქტონები ჰიდროლიზდება სათანადო ოქსიმჟავად, ხოლო ამინთან წარმოქმნის ამიდს. ლაქტონების პოლიმერიზაციის შედეგად მიიღება ხაზობრივი პოლიეთერები.

გამოყენება რედაქტირება

ლაქტონებს იყენებენ ორგანულ სინთეზში, წამლებისა და სურნელოვან ნივთიერებათა წარმოებაში.

ლაქტონების მაგალითები რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება