ლაურენციუსი (ანტიპაპი)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ლაურენციუსი (ლათ. Laurentius) (გ. 506) — ანტიპაპი 498/501–506 წლებში ბიზანტიის იმპერატორის მომხრე.

იგი იყო იტალიის ეპისკოპოსი, რომელიც ბიზანტიას მხარს უჭერდა ქრისტიანობაში 35–წლიანი (484–519) განხეთქილებისას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. 498 წელს პაპის არჩევისას იყო სიმახუსის მეტოქე. სიმახუსის ოსტგუთების მეფე თეოდორიხ დიდთან რავენაში სტუმრობისას ლაურენციუსმა თავი რომის პაპად გამოაცხადა.