ლაუკის ეროვნული პარკი
ლაუკის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Lauca) — ეროვნული პარკი ჩილეში, ანდების მთიანეთში. მოიცავს 1 379 კმ². ტერიტორიას. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს არაერთი ვულკანი. პარკს სამხრეთიდან ესაზღვრება ლას-ვიკუნიას ბუნების ნაკრძალი. ასევე ესაზღვრება ბოლივიაში მდებარე სახამის ეროვნულ პარკს.
ლაუკის ეროვნული პარკი
Parque Nacional Lauca | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | არიკა და პარინაკოტის რეგიონი |
ქვეყანა | ჩილე |
უახლოესი ქალაქი | პუტრე |
კოორდინატები | 18°14′00″ ს. გ. 69°21′00″ დ. გ. / 18.23333° ს. გ. 69.35000° დ. გ. |
ფართობი | 1 379 კმ² |
დაარსდა | 1970 |
სტუმრობა | 14 445 (2004) |
მმართველი ორგანო | ჩილეს ეროვნული სატყეო კორპორაცია |
პარკის ტერიტორიაზე გვხვდება ფლორისა და ფაუნის რამდენიმე სახეობა. ძუძუმწოვრებიდან, აქ გავრცელებულია: ვიკუნია, ლამა, ალპაკა, გუანაკო, ტარუკა, პუმა, ვისკაში (შინშილასებრთა ოჯახის წარმომადგენელი).
აქ ასევე გავრცელებულია 140-ზე მეტი სახეობის ფრინველი და 400-ზე მეტი სახეობის მცენარე.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- WCMC Site Sheet (Aug. 1990) დაარქივებული 2007-09-30 საიტზე Wayback Machine.
- ლაუკის ტურ-ოპერატორი დაარქივებული 2021-03-08 საიტზე Wayback Machine.