ლატიფშაჰ ბარათაშვილი

ლატიფშაჰ ბარათაშვილი (დ. 4 ოქტომბერი, 1907, ადიგენის რაიონი — გ. 16 ნოემბერი, 1984) — ქართველი ეთნოლოგი, მკვლევარი, პედაგოგი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა სოფელ უდის შვიდწლედი, კომკავშირის და პარტიული კურსები თბილისში, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის დაუსწრებელი განყოფილება ისტორიის მიმართულებით.

კომკავშირული საქმიანობა მშობლიურ კუთხეში განაგრძო. როგორც თურქი-მესხი გადაასახლეს შუა აზიაში 1944 წელს. აკადემიკოს გ. ჩიტაიას მითითებით აგროვებდა მასალებს მაჰმადიანი მესხების ყოფასა და გენეოლოგიის შესახებ და ამას გადასახლებაშიც აგრძელებდა. დაიწყო ბრძოლა სამშობლოში დასაბრუნებლად 1956 წლიდან, ის არის იმ ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ამ საქმეს ახორციელებდა 1959 წელს სხვა ოჯახთან ერთად ვისთან ერთადაც მინგეჩაურში გადაასახლეს. 1962 წელს მაჰმადიანი მესხები აარსებდნენ თბილისში დროებით კომიტეტს და თავმჯდომარედ ის აირჩიეს. ამ კომიტეტის მიზანი იყო როგორც საქართველოდან გადასახლებული მაჰმადიანი მოსახლეობის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და გადასახლებულთა სამშობლოში დასაბრუნებლად ქმედითი ზომების მიღება. აზერბაიჯანში მცხოვრები ლ. ბარათაშვილი აგრძელებდა 1941 წელს დაწყებულ ეთნოგრაფიულ კვლევას. მისი მასალები მაჰმადიან მესხთა ყოფის, რიტუალების, ტანსაცმლის, სამკაულების და ა.შ. შესახებ უნიკალურია და დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ისტორიული მეცნიერებისათვის. სამწუხაროდ მისი ნაშრომების საქართველოში გამოქვეყნება ვერ მოხერხდა. აზერბაიჯანში, 1970 წელს აზერბაიჯანულ ენაზე დაისტამბა ლ. ბარათაშვილის კრებული. ის უცხო მხარეში აღესრულა და მინგეჩაურში დაასაფლავეს.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სოფელი უდეს ისტორიულ-ეთნოგრაფიული აღწერა 1943-1944 წლები ცთბ., 2019
  • მასალები XIX საუკუნის ქართული ხალხური ტანსაცმლის ისტორიისათვის მესხეთ-ჯავახეთიდან, მასალები საქართველოს მატერიალური კულტურის ისტორიისათვის - თბ., 1966, გვ. 131-150
  • მესხური ქორწილი და საბავშვო თამაშობანი, აჭარის ასსრ სახელმწიფო მუზეუმის შრომები - ბათუმი., 1960, გვ. 103-112

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უ. ბლუაშვილი მესხეთის სახელოვანი შვილები – თბ., 2008, გვ. 114-116

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება