ლასლო შოიომი (უნგრ. Sólyom László; დ. 3 იანვარი 1942, პეჩი, უნგრეთი — გ. 8 ოქტომბერი, 2023) — უნგრელი იურისტი და კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი. უნგრეთის პრეზიდენტი 2005-2010 წლებში. 2001 წლიდან უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.

ლასლო შოიომი
ლასლო შოიომი
უნგრეთის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 აგვისტო, 2005 – 6 აგვისტო, 2010
წინამორბედიფერენც მადლი
მემკვიდრეპალ შმიტი

დაბადებული3 იანვარი, 1942
პეჩი, უნგრეთი
გარდაცვლილი8 ოქტომბერი, 2023
შვილები2
პროფესიაიურისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლასლო შოიომი დაიბადა 1942 წელს ქალაქ პეჩში. 1965 წელს დაამთავრა პეჩის უნივერსიტეტის პოლიტიკურ და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 1980-იანი წლების დასაწყისში აქტიურად მონაწილეობდა სამართალდამცველი და ეკოლოგიური ორგანიზაცების მუშაობაში. 1987 წელს იგი იყო უნგრეთის დემოკრატიული ფორუმის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1989 წელს პარლამენტმა აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ.1990-1998 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წელს პარლამენტმა აირჩია ქვეყნის მეთაურად.

მშობლიური უნგრულის გარდა ფლობს ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებს.

გარდაიცვალა 2023 წლის 8 ოქტომბერს 81 წლის ასაკში.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. „Elhunyt Sólyom László“. HVG. 8 October 2023. ციტირების თარიღი: 8 October 2023.