ლარი ფლინტი
ლარი კლაქსტონ ფლინტი (ინგლ. Larry Flynt; დ. 1 ნოემბერი, 1942, მაგოფინი, კენტუკის შტატი — გ. 10 თებერვალი, 2021, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია)[1] — ამერიკელი გამომცემელი და კომპანიის „Larry Flynt Publications“ (LFP) ხელმძღვანელი. მილოშ ფორმანმა მის შესახებ გადაიღო ფილმი „ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ“.
ლარი ფლინტი | |
---|---|
ლარი ფლინტი 2009 წელს | |
დაბადების თარიღი |
1 ნოემბერი, 1942 მაგოფინი, კენტუკის შტატი |
გარდაცვალების თარიღი |
10 თებერვალი, 2021 (78 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
ეროვნება | ამერიკელი |
ბიოგრაფია
რედაქტირებალარი ფლინტმა ბავშვობა გაატარა კენტუკიში, დედასთან ერთად, სიღარიბეში. დედამისმა მიატოვა ქმარი, რომელიც ბევრს სვამდა და ლარისთან ერთად გაემგზავრა ინდიანაში. 1958 წელს ის სამხედრო სამსახურში წავიდა, იქიდან დაბრუნებულმა, 1964 წელს გახსნა სტრიპტიზკლუბი დაიტონში, ოჰაიო. 1970 წლისთვის ის უკვე ფლობდა 8 კლუბს კოლუმბიაში, აკრონში, ტოლიდოში და კლივლენდში. 1974 წელს დააარსა ჟურნალი „ჰასტლერი“ (Hustler). ფლინტს ჩაფიქრებული ჰქონდა საკუთარი სტრიპტიზკლუბების სარეკლამო ფურცლის გავრცელება, რაც გადაიქცა ჟურნალად. თავდაპირველად, ჟურნალს არცთუ კარგი სტარტი ჰქონდა, თუმცა, საბოლოოდ მისმა ტირაჟმა 3 მლნ-ს მიაღწია. 1976 წელს მან დააარსა კომპანია „Larry Flynt Publications“ (LFP).
ლარი ფლინტი ჩათრეული იყო მრავალრიცხოვან სასამართლო პროცესებში, რომლებიც იმართებოდა პორნოგრაფიის შეზღუდვის მომხრეებსა და გამოხატვის თავისუფლების დამცველებს შორის. 1978 წელს სასამართლოს შენობიდან გამოსულ ფლინტსა და მის ადვოკატს ესროლეს, რის გამოც ლარი ფლინტი დღემდე ინვალიდის ეტლით გადაადგილდება.
1988 წელს ფლინტი და მისი ადვოკატი, ალან აიზეკმანი იგებენ პროცესს აშშ უმაღლეს სასამართლოში, სადაც სასამართლომ აშშ კონსტიტუციია პირველ შესწორებაზე დაყრდნობით გაამყარა გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიები.
1996 წელს გამოვიდა ფილმი ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ, რომელიც გადაიღო რეჟისორმა მილოშ ფორმანმა. ლარი ფლინტი მონაწილეობას იღებდა ამ ფილში მოსამართლე მიურეის როლში. იმავე წელს ფლინტი გამოსცემს ავტობიოგრაფიას «An Unseemly Man: My Life as a Pornographer, Pundit, and Social Outcast» (ISBN 978-0787111786).
ოჯახი
რედაქტირებალარი ფლინტი დაოჯახებული იყო 5-ჯერ. ყველაზე ხანგრძლივი ქორწინება ჰქონდა მეოთხე ცოლთან, ალთია ლეიზერთან (1976-1987). ის შიდსით იყო დაავადებული და ჰეროინის ზედმეტი დოზის მიღების გამო აბაზანაში დაიხრჩო ფლინტის ვილაში, ლოს-ანჯელესში, კალიფორნია.
ლარი ფლინტმა მემკვიდრეობის უფლება ჩამოართვა თავის ქალიშვილს, ტონია ფლინტ-ვეგას, რომელიც პორნოგრაფიის წინააღმდეგ გამოდის და 1998 წელს გამოცემულ წიგნში ამტკიცებს, რომ ლარი ფლინტი ცდილობდა მასთან სქესობრივი აქტის დამყარებას.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ლარი ფლინტი
- ოფიციალური საიტი
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „გარდაიცვალა ჟურნალ „Hustler-ის“დამფუძნებელი ლარი ფლინტი“. ნეტგაზეთი. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
-ში (დახმარება) - ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-10. ციტირების თარიღი: 2009-07-01.